ირაკლი კობახიძე: სახელმწიფო არის მოწოდების სიმაღლეზე, სამართლის უზენაესობა არის დაცული და ზუსტად ამან დაამშვიდა ჩვენი ქვეყანა, გაამყარა ჩვენი პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე

დღეს სახელმწიფო არის მოწოდების სიმაღლეზე, სამართლის უზენაესობა არის დაცული და ზუსტად ამან დაამშვიდა ჩვენი ქვეყანა, ამან გაამყარა ჩვენი პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე, ამან მოგვცა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნების საშუალება, რომ არა სამართლის უზენაესობა, ეს ყველაფერი ვერ იქნებოდა უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფა არის დეპოლარიზაციის აუცილებელი პირობა.

„კონკრეტული ადამიანები როდესაც იხდიან სასჯელს კონკრეტული დანაშაულებისთვის, ესეც არის დეპოლარიზაციისკენ მიმავალი გზა. თქვენ გახსოვთ, იყო ჩვენთან შემთხვევები, როდესაც ლამის ნახევარი ქალაქი გადაწვეს და არავინ არ დასჯილა ამისათვის. ამან გააღრმავა პოლარიზაცია, ამან გააღრმავა კონკრეტული ადამიანების ინტერესი, რომ ახალ ახალი დანაშაულები ჩაედინათ, ამიტომ სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფა არის ასევე დეპოლარიზაციისკენ მიმავალი გზა.

ჩვენ დავაინიცირეთ დისკუსიები, დებატები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, თუნდაც ამ საკითხზე, რასაც ჰქვია სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში. მზად ვართ დისკუსიისთვის, ჯანსაღი დებატებისთვის. ყველა თემაზე საზოგადოებას უნდა ჰქონდეს განსხვავებული მოსაზრებების მოსმენის საშუალება, ჩვენ ღია ვართ ასეთი დისკუსიებისთვის, თუნდაც ამ საკითხზე. რაც შეეხება დამნაშავე პოლიტიკოსების პატიმრობას, დამნაშავე მოძალადეების პატიმრობას, ჩვენ მზად ვართ დისკუსიებისთვის და ყველა შეკითხვაზე გავცემთ სათანადო პასუხს.

მთავარი, რაც ამშვიდებს საზოგადოებას და ამშვიდებს ქვეყანას, ეს არის სამართლის უზენაესობა. სამართლის უზენაესობა რომ არ იყოს სათანადოდ დაცული, ნახეთ, სადამდე მიიყვანა ამ ყველაფერმა ჩვენი ქვეყანა. 5 რევოლუციის მცდელობა გვქონდა იმის გამო, რომ სამართლის უზენაესობა სათანადოდ არა არ იყო, არამედ ვერ იყო დაცული ჩვენს ქვეყანაში.

დღეს სახელმწიფო არის მოწოდების სიმაღლეზე, სამართლის უზენაესობა არის დაცული და ზუსტად ამან დაამშვიდა ჩვენი ქვეყანა, ამან გაამყარა ჩვენი პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე, ამან მოგვცა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნების საშუალება. რომ არა სამართლის უზენაესობა, ეს ყველაფერი ვერ იქნებოდა უზრუნველყოფილი.

ციხეში ვინც არიან, იმათმა უნდა მოიხადონ სასჯელი, მათთან დებატებზე საუბარი ზედმეტია. საუბარი გვაქვს იმ ადამიანებზე, რომლებსაც შეიძლება, ჰქონდეთ ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი განსხვავებული მოსაზრებები, მათთან მზად ვართ დებატებისთვის, მაგრამ არა პატიმრებთან, რომლებიც კონკრეტული დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772955954

ახალი ამბები

ზურაბ აბაშიძე: დღეს მინდა ნაწილობრივ მაინც დაგიბრუნოთ ის სითბო, რომელსაც თქვენ ასე უხვად უზიარებთ საზოგადოებას

თბილისის საკრებულოში „თბილისის საპატიო მოქალაქის“ ჯილდოს მფლობელ ქალბატონებს უმასპინძლეს, რომლებმაც ეს წოდება 2025 წელს მიიღეს. ქართული ესტრადის, კინოსა და თეატრის, ტელევიზიის, ლიტერატურის და მეცნიერე...

ზურაბ აბაშიძე

1772953430

ახალი ამბები

საპატრულო პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებითაზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე 1999 წელს დაბადებული შ.ჰ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნ...

დაკავებადაკავება

1772953316

ახალი ამბები

სამეგრელოს პოლიციამ სარეალიზაციოდ დაფასოებული 36 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეა...

სამეგრელოს პოლიცია

1772953151

ახალი ამბები

პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ოთხი არასრულწლოვანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა დ...

არასრულწლოვანი დააკავა

1772950806

ახალი ამბები

ჯანდაცვის მინისტრმა აკადემიკოს ეთერ ქემერტელიძეს 8 მარტი და მოახლოებული 100 წლის იუბილე მიულოცა

ჯანდაცვის მინისტრმა ღვაწლმოსილ, დამსახურებულ მეცნიერს, აკადემიკოს ეთერ ქემერტელიძეს 8 მარტი და მოახლოებული 100 წლის იუბილე მიულოცა. მიხეილ სარჯველაძემ ხაზი გაუსვა ეთერ ქემერტელიძის გამორჩეულ მეცნიერულ...

მიხეილ სარჯველაძე