ირაკლი კობახიძე: საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია მხარს დაუჭერს როგორც მცირე და საშუალო საწარმოებს, ისე მსხვილ, სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებსაც
საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია მხარს დაუჭერს როგორც მცირე და საშუალო საწარმოებს, ისე მსხვილ, სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებსაც, მომდევნო ათწლეულში კორპორაცია 40 მლრდ ლარამდე ახალ ინვესტიციას შეუწყობს ხელს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის მიზანია, თითოეულმა მეწარმემ იგრძნოს სახელმწიფოს მუდმივი მხარდაჭერა ბიზნესის დაწყებიდან ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე გასვლამდე.
„კორპორაციას გაცილებით უფრო ფართო მანდატი ექნება. ის არსებულ წარმატებულ გამოცდილებას დაეფუძნება და სხვა მექანიზმებთან გაერთიანების გზით, თანამედროვე, მასშტაბურ ინსტიტუციად ჩამოყალიბდება. კორპორაცია მხარს დაუჭერს როგორც მცირე და საშუალო საწარმოებს, ისე მსხვილ, სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებსაც.
შენარჩუნდება უკვე ნაცნობი მექანიზმები და გაჩნდება დამატებითი ბერკეტები. კორპორაცია ხელს შეუწყობს დაფინანსების ალტერნატიული წყაროების განვითარებას კერძო საინვესტიციო ფონდებში თანხების დაბანდებით. საბოლოოდ, მთავრობას ექნება კიდევ უფრო მოქნილი და მრავალმხრივი ინსტრუმენტები კერძო სექტორის გასაძლიერებლად.
ჩვენი პრიორიტეტია, თითოეულმა მეწარმემ იგრძნოს სახელმწიფოს მუდმივი მხარდაჭერა ბიზნესის დაწყებიდან ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე გასვლამდე. მომდევნო ათწლეულში კორპორაცია 40 მლრდ ლარამდე ახალ ინვესტიციას შეუწყობს ხელს.
მადლობას ვუხდი ეკონომიკის მინისტრს, მინისტრის მოადგილეებს და ყველას, ვისაც კორპორაციის შექმნის იდეა ეკუთვნის და ამ იდეის განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა. მადლობა თითოეულ თქვენგანს, გილოცავთ კორპორაციის შექმნას და კორპორაციას ვუსურვებ წარმატებებს!“- აღნიშნა პრემიერმა.
1792484793
ახალი ამბებიირაკლი ჭეიშვილი: „ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდაო“ - ზუსტად ეს ვითარება აქვს დღეს საფრანგეთის ხელისუფლებას
„ჩვენ როდესაც ძალადობრივ აქციას კანონიერად ვშლიდით, ეს ევროკავშირის იმ მაღალი თანამდებობის პირებს არ მოსწონდათ, რომლებიც დღეს თავიანთ ქვეყნებში მომიტინგეებს უმკლავდებიან“, - ამის შესახებ საპარლამენტო...
1792482035
ახალი ამბები2026 წლის მესამე კვარტალში საქართველოში ევროკავშირიდან მოგზაურობით მიღებული შემოსავლები წლიურად 30.2%-ით გაიზარდა და 310.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა
2026 წლის მესამე კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 1,864.4 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11.9%-ით მეტია. ჯამურად სამ კვარტალში ქვეყანამ 3,796.1 მ...
1792481201
ახალი ამბებინინო წილოსანი: ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადება არის პირდაპირი დარტყმა კანონის უზენაესობაზე და ზეწოლა ქართულ მართლმსაჯულებაზე
„ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადება არის პირდაპირი დარტყმა კანონის უზენაესობაზე და ზეწოლა ქართულ მართლმსაჯულებაზე“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ევროკომისიის პრესსპიკერის...
1792480709
ახალი ამბებიგოგა ხაინდრავა ოპოზიციურ პარტიებზე: ასაკრძალი კი არა, გასასამართლებლები არიან ყველანი, ესენი არიან დამნაშავეები, კაცობრიობის წინააღმდეგ აქვთ დანაშაული ჩადენილი
„ასაკრძალი კი არა, გასასამართლებლები არიან ყველანი. რა ნიშნავს აკრძალვა? ესენი არიან დამნაშავეები, კაცობრიობის წინააღმდეგ აქვთ დანაშაული ჩადენილი“, - ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ხუთი ოპ...
1792478389
ახალი ამბებიბრალდებულები არასრულწლოვან შვილებს გათხოვებას აიძულებდნენ - დაკავებულია 3 ადამიანი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის ქორწინების იძულებისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ორ სხვადასხვა ფაქტზე,...































