პრემიერი: საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის შექმნით სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის გაძლიერებისა და ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის კიდევ ერთი ძალიან მძლავრი, ძლიერი ინსტრუმენტი ყალიბდება

დღეს ოფიციალურად წარვადგენთ ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას - საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციას, რომლის შექმნითაც სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის გაძლიერებისა და ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის კიდევ ერთი ძალიან მძლავრი, ძლიერი ინსტრუმენტი ყალიბდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლების სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, ქვეყნის ეკონომიკა სწრაფი ტემპით ვითარდება, შესაბამისად, იზრდება კერძო სექტორის შესაძლებლობებიც და ამ პროცესს შემდგომი მხარდაჭერა ესაჭიროება.

„ამ წინსვლას, რაც გვაქვს ჩვენ ეკონომიკის სფეროში, მნიშვნელოვანი სტიმული მისცა 2014 წელს სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში“ შექმნამ, რომელმაც კონკრეტული ხელშესახები შედეგები მოიტანა. 2014-2025 წლებში სამთავრობო პროგრამებით 20 000-ზე მეტმა მეწარმემ ისარგებლა; განხორციელდა 8,5 მილიარდ ლარამდე ინვესტიცია და შეიქმნა დაახლოებით 90 000 სამუშაო ადგილი; მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორში დასაქმებულთა რიცხვი 405 ათასიდან 544 ათასამდე გაიზარდა; პროდუქციის გამოშვებამ 14,8-დან 54 მილიარდს გადააჭარბა.

საშუალო ზომის კომპანიებში შრომის ანაზღაურებამ 998-დან 2760 ლარამდე მოიმატა. ეს მაჩვენებელი მსხვილ კორპორაციებში დასაქმებულთა ანაზღაურების მაჩვენებელსაც აჭარბებს. მცირე და საშუალო საწარმოების ექსპორტის მოცულობა 1,3-დან 2,7 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

ამ მიღწევების შესანარჩუნებლად უფრო ფართო და გრძელვადიანი ხედვა გვჭირდება. ბიზნესის გაძლიერებასთან ერთად, საჭიროა სახელმწიფო მხარდაჭერის მასშტაბის გაფართოებაც. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა უწყებაში დაგროვილი ცოდნისა და ფინანსური რესურსების გაერთიანებით, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია. ეს ცვლილება მხოლოდ სტრუქტურული გარდაქმნა არ არის. ჩვენი მიზანია, მეწარმეების ხელშეწყობა კიდევ უფრო კოორდინირებული და შედეგზე ორიენტირებული გახდეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792484793

ახალი ამბები

ირაკლი ჭეიშვილი: „ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდაო“ - ზუსტად ეს ვითარება აქვს დღეს საფრანგეთის ხელისუფლებას

„ჩვენ როდესაც ძალადობრივ აქციას კანონიერად ვშლიდით, ეს ევროკავშირის იმ მაღალი თანამდებობის პირებს არ მოსწონდათ, რომლებიც დღეს თავიანთ ქვეყნებში მომიტინგეებს უმკლავდებიან“, - ამის შესახებ საპარლამენტო...

ირაკლი ჭეიშვილი

1792482035

ახალი ამბები

2026 წლის მესამე კვარტალში საქართველოში ევროკავშირიდან მოგზაურობით მიღებული შემოსავლები წლიურად 30.2%-ით გაიზარდა და 310.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა

2026 წლის მესამე კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 1,864.4 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11.9%-ით მეტია. ჯამურად სამ კვარტალში ქვეყანამ 3,796.1 მ...

თვითმფრინავი, ფრენა

1792481201

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადება არის პირდაპირი დარტყმა კანონის უზენაესობაზე და ზეწოლა ქართულ მართლმსაჯულებაზე

„ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადება არის პირდაპირი დარტყმა კანონის უზენაესობაზე და ზეწოლა ქართულ მართლმსაჯულებაზე“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ევროკომისიის პრესსპიკერის...

ნინო წილოსანი

1792480709

ახალი ამბები

გოგა ხაინდრავა ოპოზიციურ პარტიებზე: ასაკრძალი კი არა, გასასამართლებლები არიან ყველანი, ესენი არიან დამნაშავეები, კაცობრიობის წინააღმდეგ აქვთ დანაშაული ჩადენილი

„ასაკრძალი კი არა, გასასამართლებლები არიან ყველანი. რა ნიშნავს აკრძალვა? ესენი არიან დამნაშავეები, კაცობრიობის წინააღმდეგ აქვთ დანაშაული ჩადენილი“, - ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ხუთი ოპ...

გოგა ხაინდრავა

1792478389

ახალი ამბები

ბრალდებულები არასრულწლოვან შვილებს გათხოვებას აიძულებდნენ - დაკავებულია 3 ადამიანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის ქორწინების იძულებისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ორ სხვადასხვა ფაქტზე,...

იძულებითი ქორწინება