ირაკლი კობახიძე: სოროსის ფონდის თბილისის ოფისი გადაქცეულია „ომის პარტიის“ დანამატად

"სამწუხაროდ, სოროსის ფონდის თბილისის ოფისი არსებული ხელმძღვანელობის პირობებში არის პირდაპირ გადაქცეული უბრალოდ „ომის პარტიის“ ერთ-ერთ დანამატად, და ამის მორიგი დადასტურება იყო ის პოზიცია, რაც დაფიქსირდა მისი ერთ-ერთი თანამშრომლის მხრიდან", – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

"ეს არის სერგო ორჯონიკიძის მსგავსი ქმედება, როდესაც ასეთ რამეს აკეთებ შენი ქვეყნის წინააღმდეგ, ასეთ პოლიტიკურ დროს ეს არის ზუსტად იმის გაგრძელება, რაზედაც ჩვენ ვსაუბრობთ, ისინი აწარმოებენ აგიტაციას იმის წინააღმდეგ, რომ ჩვენ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი.

ვანო ჩხიკვაძე თუ ვინც არის, მისი ქმედებაც არის ამ „ომის პარტიის“ და რადიკალური ოპოზიციის ქმედებების გაგრძელება, ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ამის უკან დგას… ყველამ კარგად ვიცით…

 ეს არის არეულობის მცდელობა, რომელსაც ვიხილავთ, თუ ასეთი რამ მოხდა, ჩვენ, რა თქმა უნდა, იმედს ვიტოვებთ, რომ ასეთი რამ არ მოხდება", – განაცხადა კობახიძემ.

საუბარია სტატიაზე, სადაც ჩხიკვაძე გამოთქვამს მოსაზრებას, რომ კანდიდატის სტატუსზე უარის თქმა გამოიწვევს ქართულ საზოგადოებაში ევროსკეპტიციზმის გაღვივებასა და გაზრდას, ამიტომ ერთ-ერთი გამოსავალი შესაძლოა იყოს „პოტენციური კანდიდატის სტატუსის მიღება“.

მოგვიანებით ჩხიკვაძემ სოციალურ ქსელში დაწერა განმარტება:

"რაკიღა დიდი მითქმა-მოთქმა გამოუწვევია ამ სტატიას, მინდა განვმარტო, რომ ეს არის, ე.წ. „ალბანეთის მოდელი”, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს პოტენციურად ეძლევა კანდიდატის სტატუსი, მაგრამ მას თან ახლავს პირობები, რომლის შესრულების შემთხვევაშიც ის ხდება კანდიდატი.

ამ წუთს ევროკავშირის ქვეყნებში არ არის კონსენსუსი პირდაპირ კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე (სხვათა შორის არც უკრაინის და მოლდოვის შემთხვევაში) და ეს გახლავთ მეტ-ნაკლებად რეალისტური სცენარი, რაზედაც შეიძლება შედგეს კონსენსუსი.

ამაზე უარესი გახლავთ ევროპული პერსპექტივის მინიჭება, რაც, სამწუხაროდ, არ აქვს საქართველოს.

სხვა დანარჩენს რაც შეეხება.

ვუჭერ თუ არა საქართველოს ევროკავშირში წევრობას მხარს და ა.შ. ნამდვილად არ ვაპირებ კომენტარების გაკეთებას",- დაწერა ჩხიკვაძემ.

წყარო: პუბლიკა

ასევე დაგაინტერესებთ:

* "გადავწყვიტე, ყველაზე ჭკვიანის პრიზი, 50 ათასი ლარი, გადავურიცხო მთავარს არხს, ნიკა რომ გამოვა თავიდან მოვუგებ" - რას წერს გიგი უგულავა?

* ერეკლე მეფის შესახებ ამდენი ყაყანი ეფუძნება ისტორიის, ასევე გეორგიევსკის ტრაქტატის პირობების ელემენტარულ არცოდნას - კოკო გამსახურდია 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776604584

მსოფლიო

ზელენსკი: ყველა დოლარი, რომელიც რუსულ ნავთობშია გადახდილი, არის ფული ომისთვის

უკრაინის პრეზიდენტმა მწვავედ გააკრიტიკა შეერთებული შტატები იმის გამო, რომ ვაშინგტონმა რუსეთს ნავთობზე დაწესებული სანქციები არ განუახლა. „რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესუსტება კვებავს რუსუ...

ზელენსკიზელენსკი

1776603275

მსოფლიო

„ჰეზბოლაში“ აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დროებით შეთანხმებას პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს

დაჯგუფება „ჰეზბოლაში“ აცხადებენ, რომ ისრაელსა და ლიბანს შორის შეთანხმებულ ცეცხლის ათდღიან შეწყვეტას პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს. „შეურაცხმყოფელია, რომ შეერთებულმა შტატებმა ლიბანის მთავრობის სახელით...

ჰეზბოლა ჰეზბოლა

1776601262

ახალი ამბები

პროკურატურამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 17 აპრილს, ერთ-ერთ სკვე...

პროკურატურა

1776600387

სპორტი

ილია სულამანიძემ ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაო მოიპოვა

ილია სულამანიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მეტოქე, რომელსაც სულამანიძე თბილისში მიმდინარე ტურნირზე ბრინჯაოსთვის ბრძოლაში უნდა შეხვედროდა, ზელიმ კოცოევი, ნახევარფინალში ჰანსოკუ-მაკეთ...

ილია სულამანიძე

1776597923

სპორტი

ბათუმში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი დაიწყო

ბათუმში სტარტი აიღო ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატმა, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. კონტინენტის პირველობას ჩვენი ქვეყანა უკანასკნელი შვიდი წლის განმავლობაში მეორედ მასპინძლობს და ღონისძი...

ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი