საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში თინათინ რუხაძე UNESCO-ს გენერალურ დირექტორს შეხვდა

საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე UNESCO-ს გენერალურ დირექტორს, ხალედ ელ-ენანის შეხვდა.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას აღინიშნა UNESCO-ს მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის, მრავალფეროვანი კულტურის შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის საქმეში.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართული კულტურის საერთაშორისო აღიარებას, მათ შორის, 2025 წელს ქართული ხორბლის კულტურის - ტრადიციებისა და რიტუალების UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანას და 2026 წლის ახალ ნომინაციას - „ქართული ცხენოსნური თამაშები - ისინდი, ცხენბურთი, ყაბახი, მარულა“.

აღინიშნა, რომ მზადდება ნომინაცია დმანისის ჰომინიდების ძეგლის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში წარსადგენად.

შეხვედრაზე განიხილეს UNESCO-სთან თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, 2026 წელს კულტურული მრავალფეროვნების დღისა და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო დღის აღნიშვნაში საქართველოს აქტიური მონაწილეობა, ასევე, 2027 წელს ილუსტრატორისა და მხატვრის, მიხაი ზიჩის იუბილეს უნგრეთთან ერთად აღნიშვნის საკითხი. ყურადღება დაეთმო საქართველოს ჩართულობას „MONDIACULT 2025-ში" და ხაზი გაესვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელობას კრიზისულ ვითარებებში.

ყურადღება გამახვილდა კულტურული უფლებებისა და კულტურის ეკონომიკის მიმართულებით საქართველოს მიღწევებსა და გამოწვევებზე.

საუბარი შეეხო საქართველოს მიერ განხორციელებულ პროექტებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით, მათ შორის, გელათის მონასტრის სარეაბილიტაციო პროცესს, რომელიც UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტთან და შესაბამის საკონსულტაციო ორგანოებთან თანამშრომლობით მიმდინარეობს. ისაუბრეს მცხეთაში UNESCO-ს ექსპერტთა მისიის შესახებ.

ხაზი გაესვა კულტურის მნიშვნელობას მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისა და მშვიდობის ხელშეწყობის პროცესში და აღინიშნა UNESCO-ს მნიშვნელოვანი როლი ამ მიმართულებით.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს კულტურის სფეროში ერთობლივი პროექტების მნიშვნელობას და თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა დაადასტურეს.

თინათინ რუხაძემ UNESCO-ს გენერალური დირექტორი საქართველოში მოიწვია. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ხალედ ელ-ენანი საქართველოს სამუშაო ვიზიტით უახლოეს მომავალში ეწვევა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ბაკურაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი UNESCO-ში ირაკლი ყურაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776584485

საზოგადოება

გიორგი ზერეკიძე: სანამ ქვეყნის მტრები, ნაცები, ღვარძლს აფრქვევენ, ბრიუსელის კაბინეტებში ქვეყნისთვის სანქციებს ითხოვენ, თბილისში პირდაპირ „ტრამპ-თაუერის“ მშენებლობა იწყება, თანაც უშუალოდ პრეზიდენტ ტრამპის შვილის, ერიკ ტრამპის თაოსნობით

თბილისში პირდაპირ ტრამპ თაუერის მშენებლობა იწყება, თანაც უშუალოდ პრეზიდენტ ტრამპის შვილის, ერიკ ტრამპის თაოსნობით. ახლა სულ ცოტა ლოგიკა რომ ჩავრთოთ, მარტივი მისახვედრია რომ ეს არ არის უბრალოდ მორიგი ი...

გიორგი ზერეკიძე

1776583008

საზოგადოება

მეუფე შიო კვირაცხოვლობასთან დაკავშირებით სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას ატარებს

აღდგომიდან ერთი კვირის შემდეგ, მართლმადიდებელი ეკლესია კვირაცხოვლობას, იგივე თომას კვირას ზეიმობს. სადღესასწაულო ლიტურგიას სიონის საკათედრო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე აღავლენს. ღვთისმსახურები...

მეუფე შიო

1776582891

ახალი ამბები

აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოშეძენა-...

დაკავება

1776582740

ახალი ამბები

პოლიციამ ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 1985 წელს დაბადებული გ.დ დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გ...

დაკავება

1776581784

ახალი ამბები

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირი დააკავა. თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს...

პროკურატურა