ლევან მაჭავარიანი: ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამდით „ემაარ ჯგუფის“ ინვესტიციის ირიბ ეფექტსაც. სულ რამდენიმე თვეა გასული და უკვე ტრამპის ოჯახის მფლობელობაში არსებული უმსხვილესი ბრენდი შემოდის ინვესტიციით
„ემაართან“ ერთად ტრამპის გლობალური ბრენდიც იქნება დამატებითი ინდიკატორი, რომ საქართველო არის იდეალური გარემო მსხვილი ინვესტიციებისთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
დეპუტატი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ „ტრამპის ორგანიზაცია“ და მისი პარტნიორები თბილისში Trump Tower Tbilisi-ს მშენებლობას გეგმავენ.
„ეს ძალიან სასიხარულო ამბავია ჩვენი ქვეყნისთვის. როდესაც „ემაარ ჯგუფმა“ გადაწყვიტა საქართველოში შემოსვლა და გაფორმდა ხელშეკრულება, უამრავი კრიტიკა მოვისმინეთ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებისგან. ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამდით „ემაარის“ ინვესტიციის ირიბ ეფექტსაც და ვაცხადებდით, რომ როდესაც ასეთი მსხვილი გლობალური მოთამაშე შემოდის ქართულ ბაზარზე, ეს არის ტრიგერი, ინდიკატორი დანარჩენი მსხვილი ჯგუფებისთვისაც, რომ საქართველოში იდეალური საინვესტიციო გარემოა. სწორედ ამაზე მეტყველებს ის, რომ სულ რამდენიმე თვეა გასული და უკვე ტრამპის ოჯახის მფლობელობაში არსებული უმსხვილესი ბრენდი შემოდის ინვესტიციით. ესეც თავის მხრივ შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს, შემოიტანს ძალიან დადებით წვლილს ჩვენს ეკონომიკაში და „ემაართან“ ერთად ტრამპის გლობალური ბრენდიც იქნება დამატებითი ინდიკატორი, რომ საქართველო არის იდეალური გარემო მსხვილი ინვესტიციებისთვის და ეს რა თქმა უნდა მოიზიდავს დამატებით ბიზნესებს“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
გლობალური ფუფუნების ცხოვრების ახალი სტანდარტი - ტრამპის ორგანიზაციამ არჩევანი საქართველოს სტაბილურ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოზე შეაჩერა. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაცია პარტნიორებთან ერთად, თბილისში 70-სართულიან ცათამბჯენს ააშენებს. „ტრამპ-თაუერის“ შემდეგ, თბილისი აღმოსავლეთ ევროპასა და აზიაში, საერთაშორისო ბიზნესცენტრი გახდება. პროექტში ტრამპის ორგანიზაციასთან ერთად ჩართული არიან მასშტაბური ინვესტორი კომპანიებიც. ეს იქნება ტრამპის ბრენდის პირველი პროექტი რეგიონში.
1776587463
მსოფლიორომის პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან ახალი დისკუსიის წამოწყება არ სურს
რომის პაპს დონალდ ტრამპთან კამათი აღარ სურს. ლეო XIV-მ განაცხადა, რომ მისი სიტყვა „ტირანების შესახებ, რომლებიც მსოფლიოს აოხრებენ“, რომელიც მან 16 აპრილს კამერუნში წარმოთქვა, აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან...
1776586375
მსოფლიობულგარეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო. ხმის მიცემის პროცესი ადგილობრივი დროით 07:00-დან 20:00 საათამდე გაგრძელდება. არჩევნებში ხმის უფლებით დაახლოებით 6,5 მილიონი მოქალაქე სარგებლობს. რამდენიმე დღი...
1776584485
საზოგადოებაგიორგი ზერეკიძე: სანამ ქვეყნის მტრები, ნაცები, ღვარძლს აფრქვევენ, ბრიუსელის კაბინეტებში ქვეყნისთვის სანქციებს ითხოვენ, თბილისში პირდაპირ „ტრამპ-თაუერის“ მშენებლობა იწყება, თანაც უშუალოდ პრეზიდენტ ტრამპის შვილის, ერიკ ტრამპის თაოსნობით
თბილისში პირდაპირ ტრამპ თაუერის მშენებლობა იწყება, თანაც უშუალოდ პრეზიდენტ ტრამპის შვილის, ერიკ ტრამპის თაოსნობით. ახლა სულ ცოტა ლოგიკა რომ ჩავრთოთ, მარტივი მისახვედრია რომ ეს არ არის უბრალოდ მორიგი ი...
1776583008
საზოგადოებამეუფე შიო კვირაცხოვლობასთან დაკავშირებით სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას ატარებს
აღდგომიდან ერთი კვირის შემდეგ, მართლმადიდებელი ეკლესია კვირაცხოვლობას, იგივე თომას კვირას ზეიმობს. სადღესასწაულო ლიტურგიას სიონის საკათედრო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე აღავლენს. ღვთისმსახურები...
1776582891
ახალი ამბებიაჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოშეძენა-...



























