ირაკლი კობახიძე: თებერვალში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 8.8%, ჩვენ ვახერხებთ ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპის შენარჩუნებას, ეს არის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი ქვეყნის განვითარებისთვის
„თებერვალში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 8.8%“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, იანვარ-თებერვლის საშუალო ზრდამ შეადგინა 8.4%, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„გამოქვეყნდა თებერვლის ეკონომიკური ზრდი მონაცემები და თებერვალში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 8.8%. შესაბამისად, იანვარ-თებერვლის საშუალო ზრდამ შეადგინა 8.4%, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენ ვახერხებთ ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპის შენარჩუნებას. ასევე გამოქვეყნდა 2025 წლის დაზუსტებული მონაცემები. გასულ წელს ზრდამ შეადგინა 7.5% და მთლიანი შიდა პროდუქტი გასული წლის ბოლოს მონაცემებით შეადგენს 104.6 მლრდ ლარს. პირველად, ჩვენმა ეკონომიკამ გადააჭარბა 100 მლრდ ლარს, რაც მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. შეგახსენებთ, რომ 2012 წელს ჩვენი ეკონომიკა შეადგენდა დაახლოებით 4-ჯერ ნაკლებს, 28 მლრდ ლარს. დოლარში ჩვენი ეკონომიკა შეადგენს 38.1 მლრდ დოლარს. ჩვენ რამდენჯერმე შევადარეთ ჩვენი ეკონომიკური ზრდის ტემპი მოლდოვის ეკონომიკური განვითარების ტემპს, მსგავსი მოცემულობა გვაქვს. უნდა აღინიშნოს, რომ გასული 5 წლის განმავლობაში 2021-2025 წლებში ჩვენი ეკონომიკის სხვაობა მოლდოვის ეკონომიკასთან გავზარდეთ 14 მლრდ დოლარით. ეს ნიშნავს იმას, რომ სხვაობა ჩვენს ბიუჯეტებს შორის გაიზარდა 3.5 მლრდ დოლარზე მეტით. ეს არის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი ზოგადად ქვეყნის განვითარებისთვის და მომავალშიც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ეკონომიკის განვითარებაზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
1775634935
ახალი ამბებიპრემიერი: მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება გადავავადოთ 4 წლით
მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება გადავავადოთ 4 წლით, 2031 წლის პირველ თებერვლამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიე...
1775634861
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ინფრასტრუქტურის სამინისტროში პირველი კვარტალის გეგმა 107%-ით შესრულდა, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ეკონომიკის ზრდის სტიმულირებისთვის
ინფრასტრუქტურის სამინისტროში მიმდინარე წლის პირველი კვარტალის გეგმა გადაჭარბებით, ხარჯების ნაწილში, 107 პროცენტით შესრულდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევ...
1775634816
ახალი ამბებიშარმანაშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის ძველ მონაცემებზე: ეს არის აბსოლუტურად უპატივცემულობა ქართული სახელმწიფოს მიმართ
„ეს არის აბსოლუტურად უპატივცემულობა ქართული სახელმწიფოს მიმართ“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის ძველ მონაცემებზე საუბრისა...
1775634777
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე - 1991 წელს დაბ...
1775634200
ახალი ამბებიპრემიერი: სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბაზაზე შეიქმნება საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია, კერძო სექტორისთვის გაიზრდება ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ეკონომიკის სამინისტროში დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბდება ინვესტიციების სააგენტო
დღეს ჩვენი გადაწყვეტილებით შეიქმნება ახალი ინსტიტუცია, სახელწოდებით - საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე გ...




























