ირაკლი კობახიძე: ნამდვილად არის რეაგირება საჭირო კოორდინირებულ შეტევაზე ჩვენი ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ არ დავუშვათ ხელოვნურად სიძულვილის თავს მოხვევა ჩვენი საზოგადოებისთვის
„ნამდვილად არის რეაგირება საჭირო კოორდინირებულ შეტევაზე ჩვენი ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ არ დავუშვათ ხელოვნურად სიძულვილის თავს მოხვევა ჩვენი საზოგადოებისთვის“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ამ ადამიანებს აქვთ კონკრეტული დაკვეთა - სცადონ ეროვნული იდენტობის შესუსტება, რისთვისაც ყველაფერს აკეთებენ, თუმცა ხელისუფლებამ ყველა ზომა უნდა მიიღოს მსგავსი ქმედებების წინააღმდეგ.
„ჩვენ ამ კანონპროექტზე ჯერ არ გვიმსჯელია, რაც შემიძლია გითხრათ - ნამდვილად არის რეაგირება საჭირო კოორდინირებულ შეტევაზე ჩვენი ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ არ დავუშვათ ხელოვნურად სიძულვილის თავს მოხვევა ჩვენი საზოგადოებისთვის, ამისათვის იქნა შესაბამისი კანონები მიღებული და ესეც კი გააპროტესტეს. კანონი, რომელიც ემსახურება სიძულვილის თავიდან არიდებას ჩვენი საზოგადოებისთვის, ესეც კი ღიად გააპროტესტეს, აქაც კი არ მოერიდნენ ღიად იმის თქმას, რომ სიძულვილს ისინი თესავენ. ვინც გააპროტესტა ამ კანონის მიღება, სწორედ ისინი ქვეყნის გარედან და ქვეყნის შიგნიდან ხელოვნურად თესავენ სიძულვილს და აგრესიას ჩვენს საზოგადოებაში. რაც შეეხება კონკრეტულად წმინდანების, საზოგადო მოღვაწეების, ჩვენი დიდი მეფეების შეურაცხყოფას, ესეც არის ჩვეულებრივი დაკვეთილი კოორდინირებული ქმედებათა ჯაჭვი. ესენი არ არიან უბრალოდ მაგალითად უნიჭო ადამიანები, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ასრულებენ კონკრეტულ დაკვეთას და ამ დაკვეთის არსი არის მარტივი - მათ უნდა სცადონ, ჩვენი ეროვნული იდენტობის რაღაცნაირად შესუსტება და ამისათვის აკეთებენ ამ ყველაფერს. ჩვენ ყველა ზომა უნდა მივიღოთ რომ დავუპირისპირდეთ ამ ყველაფერს, თუ იქნება ამისათვის საჭირო კანონის მიღება, ამაზეც შეგვიძლია მსჯელობა“,- აღნიშნა პრემიერმა.
1785763318
ახალი ამბებინინო თანდილაშვილი: მყინვარულ ხეობებში მონიტორინგის სისტემების განთავსება გრძელდება - შვეიცარიელი ექსპერტების მხრიდან საყვირის ან განგაშის სისტემების მოწყობის რეკომენდაცია არცერთ ლოკაციაზე არ გაცემულა
შოვის ტრაგედიიდან სამი წელი გავიდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს და აღნიშნა, რომ 2023 წლის 3 აგვისტო...
1785762630
საზოგადოებალარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 3 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6249 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6259 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...
1785760832
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე შოვის ტრაგედიაზე: სამი წელიწადი გავიდა იმ ტრაგედიიდან, რამაც შეძრა მთლიანად ქვეყანა, სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რათა მომავალში თავიდან იყოს არიდებული მსგავსი ტიპის საფრთხეები
„სამი წელიწადი გავიდა იმ ტრაგედიიდან, რამაც შეძრა მთლიანად ჩვენი ქვეყანა. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხ...
1785760760
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე სააკაშვილზე: 9 წლის განმავლობაში ჩვენ გარედან დაგვისვეს პრეზიდენტად ადამიანი, რომელსაც აქვს ასეთი არაჯანსაღი მდგომარეობა და მისი ბოლოდროინდელი განცხადებები ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს
„9 წლის განმავლობაში ჩვენ გარედან დაგვისვეს პრეზიდენტად ადამიანი, რომელსაც აქვს ასეთი არაჯანსაღი მდგომარეობა და მისი ბოლოდროინდელი განცხადებები ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, ასეთი არაჯანსაღი...
1785760682
ახალი ამბებიპრემიერი შოვის ტრაგედიაზე: მთელი სახელმწიფო აპარატი იყო მობილიზებული იმისათვის, რომ წარმატებით განხორციელებულიყო სამძებრო სამუშაოები და პარალელურ რეჟიმში გვესმოდა სხვადასხვა ტიპის სპეკულაციები
„იყო მთელი კასკადი ტყუილების, რაც გავრცელდა, სრული აბსურდი, რაზეც საუბრობდნენ მაშინ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები, არის უბრალოდ საკითხები, რასთან დაკავშირებითაც არ შეიძლება პოლიტიკური სპეკულაციების განვ...





























