ნინო თანდილაშვილი: მყინვარულ ხეობებში მონიტორინგის სისტემების განთავსება გრძელდება - შვეიცარიელი ექსპერტების მხრიდან საყვირის ან განგაშის სისტემების მოწყობის რეკომენდაცია არცერთ ლოკაციაზე არ გაცემულა

შოვის ტრაგედიიდან სამი წელი გავიდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს და აღნიშნა, რომ 2023 წლის 3 აგვისტოს მომხდარი ტრაგედია თითოეული მოქალაქისთვის მძიმე დანაკარგია.

ნინო თანდილაშვილის განცხადებით, შოვში მომხდარი სტიქიის შემდეგ საზოგადოებაში არაერთი გადაუმოწმებელი ინფორმაცია და სპეკულაცია გავრცელდა, რის გამოც სახელმწიფოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო თითოეულ კითხვას ამომწურავი პასუხი გასცემოდა.

„სამი წელი გავიდა შოვის ტრაგედიიდან. ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი ცრუ ინფორმაცია და სპეკულაცია გავრცელდა. სახელმწიფომ გააკეთა ყველაფერი, რომ თითოეულ შეკითხვას ჰქონოდა ამომწურავი პასუხი. სწორედ ამიტომ, ქართველ სპეციალისტებთან ერთად პროცესში ჩავრთეთ უცხოელი ექსპერტები, მათ შორის, მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი შვეიცარიული კომპანია, რომელმაც შოვში განვითარებული მოვლენები შეაფასა და მაღალკვალიფიციური დასკვნა მოამზადა. ამ დასკვნამ დაადასტურა, რომ ეს იყო უპრეცედენტო მასშტაბის სტიქიური კლდეზვავური პროცესი, რომელიც ძალიან მოკლე დროში განვითარდა და დიდი მასშტაბის სტიქია გამოიწვია. ამავე დასკვნაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ამ სტიქიის პრევენციას ვერ უზრუნველყოფდა ვერც რაიმე საინჟინრო-კონსტრუქციული გადაწყვეტა და ვერც თანამედროვე საყვირების სისტემა. ეს არის საჯარო დოკუმენტი და საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს, სრულად გაეცნოს მის შინაარსს“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, სახელმწიფომ მნიშვნელოვნად გააძლიერა სტიქიური პროცესების პრევენციის მიმართულებით მუშაობა.

„შვეიცარიელი ექსპერტების ჩართულობით ჩატარდა საქართველოს მყინვარული ხეობების უპრეცედენტო კვლევა, იდენტიფიცირდა პოტენციური რისკის ზონები და უკვე დაწყებულია თანამედროვე მონიტორინგის სისტემების განთავსება. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, არცერთ ლოკაციაზე არ არის გაცემული რეკომენდაცია საყვირის ან განგაშის სისტემების განთავსების შესახებ. მონიტორინგის სისტემების დანერგვის პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და გაგრძელდება მომდევნო წლებშიც, რათა სახელმწიფოს ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია მყინვარულ ხეობებში მიმდინარე პროცესების შესახებ“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1785762630

საზოგადოება

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 3 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6249 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6259 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...

ლარი, ვალუტა, კურსი

1785762324

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ნამდვილად არის რეაგირება საჭირო კოორდინირებულ შეტევაზე ჩვენი ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ არ დავუშვათ ხელოვნურად სიძულვილის თავს მოხვევა ჩვენი საზოგადოებისთვის

„ნამდვილად არის რეაგირება საჭირო კოორდინირებულ შეტევაზე ჩვენი ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ არ დავუშვათ ხელოვნურად სიძულვილის თავს მოხვევა ჩვენი საზოგადოებისთვი...

ირაკლი კობახიძე

1785760832

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე შოვის ტრაგედიაზე: სამი წელიწადი გავიდა იმ ტრაგედიიდან, რამაც შეძრა მთლიანად ქვეყანა, სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რათა მომავალში თავიდან იყოს არიდებული მსგავსი ტიპის საფრთხეები

„სამი წელიწადი გავიდა იმ ტრაგედიიდან, რამაც შეძრა მთლიანად ჩვენი ქვეყანა. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხ...

ირაკლი კობახიძე

1785760760

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე: 9 წლის განმავლობაში ჩვენ გარედან დაგვისვეს პრეზიდენტად ადამიანი, რომელსაც აქვს ასეთი არაჯანსაღი მდგომარეობა და მისი ბოლოდროინდელი განცხადებები ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს

„9 წლის განმავლობაში ჩვენ გარედან დაგვისვეს პრეზიდენტად ადამიანი, რომელსაც აქვს ასეთი არაჯანსაღი მდგომარეობა და მისი ბოლოდროინდელი განცხადებები ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, ასეთი არაჯანსაღი...

ირაკლი კობახიძე

1785760682

ახალი ამბები

პრემიერი შოვის ტრაგედიაზე: მთელი სახელმწიფო აპარატი იყო მობილიზებული იმისათვის, რომ წარმატებით განხორციელებულიყო სამძებრო სამუშაოები და პარალელურ რეჟიმში გვესმოდა სხვადასხვა ტიპის სპეკულაციები

„იყო მთელი კასკადი ტყუილების, რაც გავრცელდა, სრული აბსურდი, რაზეც საუბრობდნენ მაშინ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები, არის უბრალოდ საკითხები, რასთან დაკავშირებითაც არ შეიძლება პოლიტიკური სპეკულაციების განვ...

პრემიერი