ირაკლი ქადაგიშვილი: თუ დავაკვირდებით ოპოზიციის ამ ე.წ. „რეგიონებში გასვლას“, ეს არის ფაქტობრივად ფიქცია, მათ შეხვედრები ძირითადად ნახევრად ცარიელ დარბაზში აქვთ
ჩვენ თუ დავაკვირდებით ოპოზიციის ამ ე.წ. „რეგიონებში გასვლას“, ეს არის ფაქტობრივად ფიქცია. მათ ძირითადად შეხვედრები აქვთ ნახევრად ცარიელ დარბაზში და ხვდებიან იმ აქტივს, რა აქტივის მობილიზების უნარიც ამ ეტაპზე გააჩნიათ, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას.
მისივე თქმით, ოპოზიციას ნათქვამი აქვს, რომ 26 მაისს მორიგი პროვოკაცია უნდა მოაწყონ, ეს არის მათი მიზანი.
„ოპოზიციის ამ მიზანს დიდი ენთუზიაზმით რომ არ ხვდება რეგიონები და ხალხი, ამაზე დარბაზებში ხალხის სიმრავლეც ნათლად მეტყველებს. ზოგადად, რაც შეიძლება ითქვას, არის ის, რომ ოპოზიცია არის შინაარსისგან დაცლილი. არ შეიძლება, რომ შენ გერქვას ოპოზიცია და შენი მთავარი მიზანი იყოს რაიმე სახის პროვოკაცია მოაწყო, მუდმივად ისაუბრო იმაზე, რომ დასავლეთში ჩვენ ვიღაცამ უნდა დაგვასანქციროს, ხან თავისუფალი სიტყვა აკრძალოს, ხან თანამდებობის პირი დაასანქციროს, უკეთესია, თუ ქვეყანას დაასანქცირებენ, რომ ამან ქვეყანას ეკონომიკური პრობლემები შეუქმნას და ეს ეკონომიკური ზრდა რამენაირად შეაფერხოს“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
1777826898
ახალი ამბებიტრამპი აცხადებს, რომ აშშ კუბას „თითქმის მყისიერად“ დაიპყრობს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები „თითქმის მყისიერად“ დაიპყრობს კუბას. ამის შესახებ მან ფლორიდაში, პალმ-ბიჩის ფორუმ-კლუბში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, იტყობინება F...
1777824540
ახალი ამბებიონიაშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საბურთალოს რაიონში, ოთარ ონიაშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაციის პერიოდში საავტომობილო მოძრაობა ორივე მიმართულებით შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. შეზღუდვა 4 მაისის 10:00...
1777823137
მსოფლიოზელენსკი სომხეთში ჩავიდა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტს დაესწრება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის პრესმდივანმა სერგეი ნიკიფოროვმა განუცხადა....
1777820488
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: უკვე დადგა დრო, მკვეთრად გავმიჯნოთ „ნაცმოძრაობა“ ოპოზიციისგან - მათი დრო უკვე დასრულებულია და აუცილებლად უნდა გავიდნენ ქართული პოლიტიკური ველიდან, იმისთვის რომ ჯანსაღი ძალები მოვიდნენ ქართულ პოლიტიკაში
უკვე დადგა დრო, მკვეთრად გავმიჯნოთ „ნაცმოძრაობა“ ოპოზიციისგან, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა. ოპოზიციურ ალიანსში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრისას მან აღნიშნა,...
1777820075
ახალი ამბებისაქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკას ეწვია, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკას ეწვია, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ერევნის „ზვარტნოცის“ საერთაშორისო აეროპორტში სა...































