პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე: გვაქვს მოლოდინი, რომ ყველაფერი ძალიან ღირსეულად წარიმართება და სრული სამართლიანობით მოხდება ახალი პატრიარქის გამორჩევა, რომელსაც უდიდესი პასუხისმგებლობა ექნება წმინდა ეკლესიის და ერის წინაშე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ღვთივმიმადლებული პიროვნული თვისებების წყალობით, უდიდესი ძალისხმევით, სულიერებითა და სიბრძნით შეძლო საქართველოს ეკლესიის აღორძინება, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.
მისივე თქმით, ილია მეორემ შეძლო, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას დაებრუნებინა ის უდიდესი ავტორიტეტი, რაც მას ყოველთვის გამოარჩევდა სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიებისგან და ამისთვის უდიდესი ძალისხმევა გასწია.
პროტოპრესვიტერმა განმარტება გააკეთა მართვა-გამგეობის დებულების კრიტერიუმებზე.
„დარწმუნებული ვარ, რომ მას შემდეგ, რაც გაფართოებულ კრებაზე ახალი პატრიარქის გამორჩევა მოხდება, სინოდი მიუბრუნდება ამ საკითხებს. იქნება ძალიან არგუმენტირებული და კვალიფიციური მსჯელობა ასაკთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა განისაზღვროს, რომ რაიმე გაუგებრობა არ გამოიწვიოს ამ მოთხოვნამ, რომ რაც შეიძლება ზედმიწევნით იყოს ეს განსაზღვრული მართვა-გამგეობის დებულებაში და ცვლილების განხორციელებაც არის სავსებით შესაძლებელი წმინდა სინოდის წევრთა ინიციატივით“, - აღნიშნა პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.
მან ასევე ისაუბრა ახალი პატრიარქის მომავალ არჩევნებზეც.
„უდიდესი სიმშვიდის საფუძველია ის, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის აბსოლუტურ უმრავლესობას ნათლად აქვს გაცნობიერებული ეს უდიდესი პასუხისმგებლობა ღვთის, ეკლესიისა და მთელი ჩვენი ქვეყნის წინაშე. ყველა მათგანი ცდილობს იმას, რომ გაფართოებული კრება იმ ღირსებით წარიმართოს, რა ღირსებასაც ამისთვის განსაზღვრავს საეკლესიო სამართლის ნორმები. ყველას გვმართებს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და კორექტულობა, გვმართებს საეკლესიო ეთიკის დაცვა იმისთვის, რომ ნებით თუ უნებლიედ, ყოვლად უსაფუძვლო განცხადებით და მით უმეტეს ცილისწამებით გარკვეული ზიანი არ მივაყენოთ უწმინდესს, ეკლესიას და საეკლესიო სისავსეს.
ყველას გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ყველაფერი ძალიან ღირსეულად წარიმართება და სრული სამართლიანობით, რასაც ჩვენ ვუწოდებთ საღვთო სამართლიანობას, მოხდება ახალი პატრიარქის გამორჩევა, რომელსაც უდიდესი პასუხისმგებლობა ექნება როგორც წმინდა ეკლესიის, ასევე მთელი ჩვენი ერის წინაშე“, - განმარტა გიორგი ზვიადაძემ.
1777838324
ახალი ამბებიმაჭავარიანი ჰერჩინსკიზე: თავს ესხმის ჩვენს სახელმწიფოს და ხალხს, მისგან ისეთი ტიპის გზავნილებია, შეგვიძლია, ამ ყველაფერს მუქარა დავარქვათ - უნდა მიხვდნენ, რომ ასეთი ჩარევებით მოქალაქეებს ჩვენს სასარგებლოდ უფრო აერთიანებენ
იგი უკვე აღარ ერიდება, თავს ესხმის ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს ხალხს და მისგან ისეთი ტიპის გზავნილებია, რომ შეგვიძლია, ამ ყველაფერს მუქარა დავარქვათ, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პი...
1777836476
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ერევანში ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტის მონაწილე ლიდერთა პატივსაცემად გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ერევანში ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანის, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის და პარლამენტის თავმჯდომარე...
1777834438
ახალი ამბებიGWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას კომპანიის სახელით შესაძლო თაღლითობის შესახებ აფრთხილებს: „გაფრთხილება! გვსურს გაცნობოთ, რომ გაურკვეველი პირები კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“...
1777833517
მსოფლიოტრამპმა ირანის ახალი სამშვიდობო გეგმა უარყო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან ირანის ახალი სამშვიდობო წინადადება განიხილა, მაგრამ უარყო ის, იტყობინება Clash Report-ი ისრაელის მედიაზე დაყრდნობით. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ს...
1777831508
ახალი ამბებიზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის 179-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვის ცვენის გამო, შიდასახელმწიფოებრ...































