ირაკლი ზარქუა დანიგანის გადადგომაზე: მინდა, პენსიაზე წარმატება ვუსურვო

„რობინ დანიგანს შეეძლო, დადებითი როლი შეესრულებინა მისი წინამორბედის მიერ გაფუჭებულ საქმეზე, თუმცა ეს შესაძლებლობა საფუძვლიანად ვერ გამოიყენა. მინდა, პენსიაზე წარმატება ვუსურვო“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მხრიდან ძალაშია გზავნილი, რომ მზად არის, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს.

„საელჩოს განცხადება წავიკითხეთ, რომ დანიგანი პენსიაზე გავიდა. მისი წინამორბედის მიერ გაფუჭებულ საქმეზე, მას შეეძლო, რომ დადებითი როლი შეესრულებინა, თუმცა, სამწუხაროდ, ეს შესაძლებლობა საფუძვლიანად ვერ გამოიყენა. მინდა, პენსიაზე წარმატება ვუსურვო.

მგონია, რომ მისია, რაც მას და ზოგადად, ელჩებს აქვთ, სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების გაჯანსაღება და გაუგებრობის აღმოფხვრაა, რაც, სამწუხაროდ, მან ვერ შეძლო.

დაველოდებით ახალ ელჩს და დარწმუნებული ვარ, ჩვენი გზავნილი, რომ ჩვენ მზად ვართ, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, ძალაშია. გადატვირთვის პოლიტიკას ველოდებით“, - აღნიშნა ზარქუამ.

 

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია იყო და არის ღია და მკაფიო ყველა პარტნიორისთვის.

„ჩვენი პოზიცია ღია და მკაფიო იყო და არის ყველა პარტნიორისთვის. ვთქვით, რომ საქართველოს აქვს თავისი ეროვნული ინტერესები, ღირებულებები და ქართველ ხალხს თავისი დაკვეთა აქვს, რომელსაც ვასრულებთ. ყველა სახელმწიფოს მოვუწოდებთ, რომ გაითვალისწინონ, ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს ინტერესები.

ეს არის ღირსება, კულტურის, ისტორიისა და ინტერესების პატივისცემა. ტრამპის ადმინისტრაცია სწორედ ამ შემართებით მოვიდა, რომ უპირველეს ყოვლისა იყოს ამერიკის ინტერესები. ასე ვართ ჩვენც. ადმინისტრაციებს შორის ბევრი საერთო გვაქვს და დარწმუნებული ვარ, ამის გადაკვეთა მოხდება. ყოველ შემთხვევაში, მზად ვართ, ახალი ფურცლიდან დაიწყოს. თქვენ გინდათ, მათქმევინოთ, რომ ტრამპის ადმინისტრაციას არ დაემორჩილა საელჩო-ელჩი და იძულებული გახდა, ეს გადაწყვეტილება მიეღო.

ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია რა იყო? ჩვენს პრეზიდენტს მიულოცა და მერამდენე დღეა, წერილი არ გამოაქვეყნეს, რაც მათ ავალდებულებთ. გინდათ, ეს მათქმევინოთ, მაგრამ ამას არც დავადასტურებ და არც ვუარყობ“, - დასძინა ზარქუამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749228247

ახალი ამბები

კახა კალაძე - ჩვენს თანამოქალაქეებს, ყველას, ვინც აღნიშნავს ყურბან-ბაირამს, ვულოცავ ამ დღესასწაულს

თბილისის მერი კახა კალაძე ყურბან-ბაირამის დღესასწაულს ულოცავს ყველას, ვინც მას აღნიშნავს. როგორც კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს, ურთიერთპატივისცემას, ადამიანის სიყვარულსა და თანადგომას არ აქვს რელიგ...

კახა კალაძე

1749227217

სპორტი

მერაბ დვალიშვილმა შონ ო'მალისთან ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის მორიგი საჩემპიონო ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა. 8 ივნისს ნიუ იორკში 34 წლის ქართველი მებრძოლი UFC-ის სუპერმსუბუქ წონით კატეგორია...

 მერაბ დვალიშვილი

1749226106

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: იმედი გვაქვს, რომ ალან პერსელსაც გაუშვებენ საქართველოდან და საელჩოში მოვა ახალი შემადგენლობა, რომელიც მიხეილ ყაველაშვილისადმი დონალდ ტრამპის მილოცვაში ასახულ ამოცანებს შეასრულებს

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი რობინ დანიგანის მოადგილის ალან პერსელის შესახებ მედიასთან საუბრობს. „ის არის იმ ჯორჯ კენტის კადრი, რომელიც 2014 წლის კიევის მაიდანის ერთ-ერთი ორგანიზატო...

დავით ქართველიშვილი

1749222260

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა. მთავრობის მეთაური, დღესასწაულთან დაკავშირებით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარესთან ერ...

 ირაკლი კობახიძე

1749221146

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: მილიონი საკითხია, რაზეც ჩვენ გვაკრიტიკებენ და თავიანთ ქვეყანაში ეს ყველაფერი დაშვებულია, არ სიამოვნებთ ქართველებს ეს ყველაფერი და კარგავენ ნდობას ევროკავშირის მიმართ

მილიონი საკითხი შემიძლია ჩამოვთვალო, რაზეც ჩვენ გვაკრიტიკებენ და თავიანთ ქვეყანაში ეს ყველაფერი დაშვებულია. ძალიან არ სიამოვნებთ ქართველებს ეს ყველაფერი და კარგავენ ნდობას ევროკავშირის მიმართ, რაც თავ...

ლევან მაჭავარიანი