ირაკლი ზარქუა: ევროკომისიის კვლევა ადასტურებს ევროპული ბიუროკრატიის მტრულ განწყობებს ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომელსაც იოტისოდენა საფუძველიც კი არ აქვს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ მედიასთან საუბრისას მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე ისაუბრა.

მისი თქმით, კვლევამ, რომელიც ევროკომისიის მიერ ჩატარდა, ფარდა ახადა არაფორმალური ძალების მხრიდან ევროპელი ბიუროკრატების მიზანმიმართულ გამოყენებას საქართველოს წინააღმდეგ.

„როდესაც, ერთი მხრივ, ევროკავშირის ლიდერები ხელოვნურად, მიზანმიმართულად ყოფენ ქართველ ხალხს და საქართველოს მთავრობას, ხოლო, მეორე მხრივ, ევროკომისიის კვლევა ამბობს, რომ საქართველო მთავრობა ნდობის რეიტინგში ევროკავშირის მასშტაბით მეხუთე პოზიციაზეა, ეს ადასტურებს ევროპული ბიუროკრატიის მტრულ განწყობებს ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომელსაც იოტისოდენა საფუძველიც კი არ აქვს. ხშირად ვისმენთ დაუსაბუთებელ კრიტიკას ჩვენი ხელისუფლების მიმართ და ამ კრიტიკის ავტორები ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები არიან. ხშირად ამბობენ ისინი, რომ მთავრობის ცუდი ქმედებების მიუხედავად, არ მიატოვებენ ქართველ ხალხს. მე მაინტერესებს, რომელ ქართველ ხალხს ესაუბრებიან ეს ბიუროკრატები? მათივე კვლევამ დაადასტურა, რომ ქართველი ხალხი ენდობა იმ ხელისუფლებას, რომელიც მან აირჩია და ნდობის ეს ხარისხი იმდენად მაღალია, რომ ევროპაში მეხუთე პოზიციას ვიკავებთ. ეს კვლევა ამბობს, რომ ქართველი ხალხი და საქართველოს მთავრობა არის ერთ ვექტორზე, ეს კვლევა ამბობს, რომ მთავრობას ესმის ქართველი ხალხის და ქართველი ხალხი ენდობა მთავრობას“, – განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, ევროკომისიის „ევრობარომეტრის“ კვლევის მიხედვით, მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო 54.1%-ით ევროპის ქვეყნების ხუთეულშია. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790948325

ახალი ამბები

გივი მიქანაძემ „გურიის მოამბის“, მისი მფლობელის ვლადიმერ მენაბდისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა შპს „გურიის მოამბის“, ასევე მისი მფლობელის ვლადიმერ მენაბდისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევ...

გივი მიქანაძე

1790948277

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი მსჯავრდებულ დავითაძის საქმეზე: რამდენიმეწუთიან ტყუილთან გვქონდა საქმე - ციხეებში ყველაფერი არის ისე, როგორც საერთაშორისო სტანდარტებს შეეფერება და ვერანაირი ასეთი კამპანია ვერ იმუშავებს

აქაც რამდენიმეწუთიან ტყუილთან გვქონდა საქმე, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა. ის ასე გამოეხმაურა დეზინფორმაციას, თითქოს, №6 პენიტენ...

ლევან მაჭავარიანი

1790947889

ახალი ამბები

3 ოქტომბერს 09:00 საათიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საინფორმაციო ბრიფინგები გაიმართება

3 ოქტომბერს 09:00 საათიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საინფორმაციო ბრიფინგები გაიმართება და ცესკოს პრესსპიკერი საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის შესახებ...

 ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში

1790946730

სპორტი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული განათლების მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული განათლების მინისტრს იუსუფ თექინს შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მჭიდრო მეგ...

 ირაკლი კობახიძე

1790946401

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 2 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6039 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6042 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...

ლარის კურსი