ლევან მაჭავარიანი მსჯავრდებულ დავითაძის საქმეზე: რამდენიმეწუთიან ტყუილთან გვქონდა საქმე - ციხეებში ყველაფერი არის ისე, როგორც საერთაშორისო სტანდარტებს შეეფერება და ვერანაირი ასეთი კამპანია ვერ იმუშავებს
აქაც რამდენიმეწუთიან ტყუილთან გვქონდა საქმე, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა. ის ასე გამოეხმაურა დეზინფორმაციას, თითქოს, №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ ადგილი ჰქონდა სექსუალურ ძალადობას.
მაჭავარიანი აღნიშნავს, რომ საქართველოში ციხეებში ყველაფერი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად არის და ამგვარი კამპანიები ვერ იმუშავებს.
„კამპანიური სახე მიიღო, საია-მაც სხვათა შორის, ტყუილი გააგზავნა გაერო-ს მომხსენებელთან, რომ ჩვენს ციხეებს დაარტყან, თითქოს გაუსაძლისი პირობებია, თითქოს, წამებაა ციხეებში. ციხეებში ყველაფერი არის ისე, როგორც საერთაშორისო სტანდარტებს შეეფერება და ვერანაირი ასეთი კამპანია ვერ იმუშავებს - ერთი დღეც ვერ მუშაობს, დროა, გონს მოეგონ და 15-წუთიან ტყუილებს თავი დაანებონ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა სექსუალურ ძალადობას. პენიტენციურმა სამსახურმა გიორგი დავითაძის 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის საკანში გადაყვანისა და იქ ყოფნის ამსახველ ვიდეოკადრებიც გაასაჯაროვა. მოგვიანებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებით უწყების მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვიდეომასალაში ნათლად ჩანს, რომ არამცთუ ღირსების შემლახავ ფაქტებს, არამედ ძალის გადამეტებასაც კი ადგილი არ ჰქონია.
1790946730
სპორტისაქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული განათლების მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული განათლების მინისტრს იუსუფ თექინს შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მჭიდრო მეგ...
1790946401
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 2 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6039 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6042 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...
1790946187
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ევროკომისიის კვლევამ ევროკავშირის ბიუროკრატიას ცივი წყალი გადაასხა, ხშირად ვხედავთ და ვისმენთ მათი მხრიდან ქართველი ხალხის და საქართველოს მთავრობის განცალკევების, დაყოფის განცხადებებს
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, აღნიშნულმა კვლევამ ევროკავშირის ბ...
1790944710
ახალი ამბებისაქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია - „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია - „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი...
1790943836
ახალი ამბებიირაკლი ლატარია: ციხეებში წამება რომ არ არის, ეგ ყველამ ვიცით, 2012 წლიდან პატიმრები ციხიდან გამოდიან ნამკურნალები და ჯანმრთელნი, 2012 წლამდე კი - პატიმრები ან კუბოთი ან ინვალიდის ეტლით გამოგვყავდა
ექსპერტი ირაკლი ლატარია პენიტენციური სამსახურის მიმართ გავრცელებულ დეზინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ 2012 წლიდან, პატიმრები ციხიდან გამოდიან ნამკურნალები და ჯანმრთელნი, 2012 წ...






























