პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საგამოძიებო ნაწილში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხის გასათეთრებლად, ბრალდებულს იურიდიული პირის საბანკო ანგარიშზე, თითქოსდა საინვესტიციო მიზნით, უცხოეთიდან ჩაერიცხა 790 000 ამერიკული დოლარი. მან აღნიშნული თანხა, მისი წარმომავლობის შესანიღბად, ეროვნულ ვალუტაში დააკონვერტირა და უძრავი ქონების ნასყიდობის ფიქციური ხელშეკრულებების საფუძველზე მასთან დაკავშირებული პირის საბანკო ანგარიშზე გადარიცხა. შემდგომ ბრალდებულმა თანხა კვლავ უცხოურ ვალუტაში დააკონვერტირა და შემდგომი ინტეგრაციის მიზნით უცხო ქვეყნის საბანკო სისტემაში გადაიტანა.

ბრალდებულს ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790948325

ახალი ამბები

გივი მიქანაძემ „გურიის მოამბის“, მისი მფლობელის ვლადიმერ მენაბდისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა შპს „გურიის მოამბის“, ასევე მისი მფლობელის ვლადიმერ მენაბდისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევ...

გივი მიქანაძე

1790948277

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი მსჯავრდებულ დავითაძის საქმეზე: რამდენიმეწუთიან ტყუილთან გვქონდა საქმე - ციხეებში ყველაფერი არის ისე, როგორც საერთაშორისო სტანდარტებს შეეფერება და ვერანაირი ასეთი კამპანია ვერ იმუშავებს

აქაც რამდენიმეწუთიან ტყუილთან გვქონდა საქმე, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა. ის ასე გამოეხმაურა დეზინფორმაციას, თითქოს, №6 პენიტენ...

ლევან მაჭავარიანი

1790947889

ახალი ამბები

3 ოქტომბერს 09:00 საათიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საინფორმაციო ბრიფინგები გაიმართება

3 ოქტომბერს 09:00 საათიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საინფორმაციო ბრიფინგები გაიმართება და ცესკოს პრესსპიკერი საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის შესახებ...

 ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში

1790946730

სპორტი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული განათლების მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული განათლების მინისტრს იუსუფ თექინს შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მჭიდრო მეგ...

 ირაკლი კობახიძე

1790946401

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 2 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6039 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6042 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...

ლარის კურსი