"ისეთი გულუბრყვილოც არ ვართ, დავიჯეროთ, უკრაინის ელჩი მხოლოდ იმის გამო გაიწვიეს, რომ იარაღი ვერ მიიღო საქართველოსგან" - გია ვოლსკი
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას, საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევის შესახებ ეხმაურება.
"ვფიქრობდი, ვფიქრობ და სავარაუდოდ მომავალშიც ვერ შევიცვლი აზრს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს გადაწყვეტილება ალბათ განპირობებულია ადამიანთა იმ ჯგუფის მიერ, რომლებიც დღეს საკვანძო ადგილებს იკავებენ და ფაქტობრივად, „ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენელი ნაწილი არიან.
რაც შეეხება ელჩის გაწვევის დემარშს, ვფიქრობ, ეს შეურაცხყოფაა არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ საზოგადოების დიდი ნაწილის, რომელიც ყოველგვარი ანგარების გარეშე ლუკმას უყოფს უკრაინის დაზარალებულ, მძიმე მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებს, ინახავენ ამ მოქალაქეების დიდ ნაწილს საქართველოში და არასდროს უკან არ დაიხევს, რომ უკრაინელ ხალხს დაეხმაროს.
რაც შეეხება ომში მყოფ პრეზიდენტს, ზუსტად ომში მყოფ პრეზიდენტს არ უნდა უპასუხო გარკვეული ქმედებით.
შეიძლება, მე განცხადება გავაკეთო ხისტიც, მაგრამ რეალურად, ჩვენ ომში მყოფ არა პრეზიდენტს, არამედ უკრაინელ ხალხს უნდა დავუჭიროთ მხარი, გავაგრძელოთ ჰუმანიტარული დახმარება, მათი მოქალაქეების მოვლა-პატრონობა საქართველოში.
უნდა გავაგრძელოთ ის მძლავრი პოლიტიკური მხარდაჭერა, რომელსაც საქართველო მიყვებოდა.
ამას გააკეთებს კიდეც, მიუხედავად იმისა, რა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მიიღებს ზელენსკი ან ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც არის არა მოკავშირე, არამედ შემადგენელი ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“.
საერთაშორისო სანქციები არსებობს, მაგრამ ყველგან კარგად ესმით, რომ საერთაშორისო სანქციისთვის უნდა გაგაჩნდეს სანქცირების მექანიზმი, რაც საქართველოს არ აქვს", – განაცხადა გია ვოლსკიმ.
სხვა სიახლეები:
1791462327
საზოგადოება4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი ჩახუნაშვილი: არც წამიკითხავს საპროცესო, მთავარი იყო მე გამოვსულიყავი გარეთ
მე თვითონ მაგალითად არც წამიკითხავს ის საპროცესო, მთავარი იყო მე გამოვსულიყავი გარეთ, - განაცხადა 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა გიორგი ჩახუნაშვილმა, რომელმაც ბრალი აღიარა და საპყრობილე საპროცესო შ...
1791461228
საზოგადოებასამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, ინტერპოლის წი...
1791460357
საზოგადოებაქადაგიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: მიზანია ერთადერთი რამ, „ნაცმოძრაობის“ კლასტერის ნებისმიერი ხერხით ხელისუფლებაში მოყვანა
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მორიგ რეზოლუციას გამოეხმაურა. ქადაგიშვილის თქმით, აღნიშნული რეზოლუციების მიღების მიზან...
1791459717
ახალი ამბებიმეგი გოცირიძე „ნაცმოძრაობის“ მიერ ნაწამებ სულხან მოლაშვილზე: ციხიდან გამოსვლიდან 7 წლის შემდეგ მოკვდა ნარკოტიკებისაგან ჩამპალი ღვიძლის დაშლით
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მეგი გოცირიძე წინა ხელისუფლების მიერ ციხეში ნაწამები სულხან მოლაშვილის შესახებ წერს, რომ „ნარკოტიკებისგან ჩამპალი ღვიძლის დაშლით“ გარდაიცვალა. გოცირიძე ეხმიანება ოპოზიციო...
1791459560
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი პაატა ბურჭულაძეზე: ხედავს თავის უპერსპექტივობას და გამოსვლა უნდა, მაგრამ შვილი აბულინგებს, ამიტომ, შვილთან თავის გამართლებისთვის აკეთებს ასეთ განცხადებებს
„ხედავს თავის უპერსპექტივობას და გამომდინარე აქედან, გამოსვლა უნდა, მაგრამ შვილი აბულინგებს და ამიტომ, შვილთან თავის გამართლებისთვის აკეთებს ასეთ განცხადებებს“, - პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტ...

























