"ბელარუსი სულაც რუსეთს ეხმარება და ელჩი იქაც კი დატოვა. არც ერთ ხსენებულ ქვეყანას იმაზე მეტი არ გაუკეთებია უკრაინისთვის, რამდენიც საქართველომ და ქართველმა ხალხმა. არაფრით მომწონს პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილება" - გოგა ჩანადირი
ქართველი ფოტო ხელოვანი გოგა ჩანადირი, სოციალურ ქსელ ფეისბუკში უკრაინის ელჩის საქართველოდან გაწვევას ეხმაურება:
"არაფრით მომწონს პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილება საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევის თაობაზე.
ქვეყანა სანქციებს არ შეუერთდაო.
ეს არის მიზეზი? ალოგიკურია.
არც მისი მეზობელი მოლდოვა შეუერთდა სანქციებს, არც ჩინეთი, არც ბრაზილია, არგენტინა, ყაზახეთი, სომხეთი და კიდევ უამრავი ქვეყანა და მაშ სად არის ლოგიკა?
იქიდან ელჩები რატომ არ გაიწვია?
ბელარუსი სულაც რუსეთს ეხმარება და ელჩი იქაც კი დატოვა.
არც ერთ ხსენებულ ქვეყანას იმაზე მეტი არ გაუკეთებია უკრაინისთვის, რამდენიც საქართველომ და ქართველმა ხალხმა.
არც ერთ ქვეყანას იმაზე დიდი სიმწარე არ განუცდია რუსეთისგან, როგორც საქართველომ.
არც ერთ ქვეყანას იმხელა მსხვერპლი არ გაუღია უკრაინისთვის, რამდენიც საქართველომ.
არც ერთი ქვეყნის მებრძოლი მოხალისე არ არის უკრაინაში, რამდენიც ქართველია.
რა საქციელია ეს ზელენსკისგან?
არ მომწონს.
და უკვე ეჭვიც მაქვს, რომ ერთგვარი ნაბიჯია საქართველოს ომში ჩასათრევად, მეორე ფრონტის გახსნის დასაქოქად",- წერს ჩანადირი.
ცნობისათვის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაროკოდან და საქართველოდან ელჩების გაწვევას ხელი მოაწერა. ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას უკრაინის დიპლომატიური მისიების წარმომადგენლების მუშაობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სხვა სამსახური უნდა მოძებნონ იმ ელჩებმა, რომლებიც ვერ მიაღწევენ, რომ ქვეყნები, სადაც წარმოდგენილნი არიან, ერთი მხრივ უკრაინას დაეხმარებიან, მეორე მხრივ კი რუსეთს სანქციებს დააკისრებენ.
სხვა სიახლეები:
1791447630
ახალი ამბები9 ოქტომბერს შიო III წირვას თბილისის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარში აღავლენს
ამა წლის 9 ოქტომბერს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას თბილისის წმინდა იოანე...
1791446957
საზოგადოებადავით მათიკაშვილი: პაატა ბურჭულაძის ლირიკა ნაკლებად საინტერესოა, გვახსოვს, როგორ ქმნიდნენ რევოლუციურ კომიტეტებს, დღეს კი ნიანგის ცრემლებით ცდილობენ, გამოძვრნენ ამ მოცემულობიდან
„პაატა ბურჭულაძის ლირიკა ნაკლებად საინტერესოა, ყველას კარგად გვახსოვს, როგორ ქმნიდნენ რევოლუციურ კომიტეტებს სწორედ პაატა ბურჭულაძის ხელმძღვანელობით, ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი ის იყო, მუდმივად იმეო...
1791446562
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ბურჭულაძის პოსტზე: ეს არის სავარაუდოდ, წინასწარ იმის „გაპრავება“, რომ პაატა ბურჭულაძე, სავარაუდოდ, აპირებს საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე დათანხმებას
„ეს არის სავარაუდოდ, წინასწარ იმის „გაპრავება“, რომ პაატა ბურჭულაძე, სავარაუდოდ, აპირებს საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე დათანხმებას“, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი...
1791444854
ახალი ამბებისამართალდამცველებმა პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს და 11 ობიექტი დალუქეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების...
1791443606
ახალი ამბები„ლისის მიმდებარედ, ქვეითად, ტყის მასივში საეჭვოდ გადაადგილდებოდა, სამართალდამცველებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს – არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას…“ – რა ინფორმაციას ავრცელებს შსს მომღერალ მიშო სულუხიაზე
„წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მოქალაქე, რომელიც ლისის მიმდებარედ, ქვეითად, ტყის მასივში საეჭვოდ გადაადგილდებოდა, სამართალდამცველებმა გადამოწმების მ...




























