ისტორიაში პირველად საქართველოში „ბარსელონას“ აკადემიის ხელბურთის ბანაკი მოეწყო

საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ხელბურთის ეროვნული ფედერაციისა და „ბარსელონას“ აკადემიის თანამშრომლობით საქართველომ ხელბურთის ბანაკს - Barça Academy Handball Camp Georgia 2026 ისტორიაში პირველად უმასპინძლა. ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბანაკში მონაწილეობა 100-მა სპორტსმენმა მიიღო. ხელბურთელები საქართველოს ახალგაზრდულ ჩემპიონატებსა და სასკოლო ხელბურთის ფესტივალებზე შეირჩნენ.

ბანაკის დახურვის ცერემონიას საქართველოს სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი და ხელბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ვახტანგ მეიფარიანი ესწრებოდნენ.

ბანაკის მონაწილე ხელბურთელებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ.

„ბარსელონას“ აკადემიის ხელბურთის ბანაკის ფარგლებში აკადემიის ხელბურთის სპეციალისტებმა მონაწილეებთან ინტენსიური პრაქტიკული და თეორიული ვარჯიშები ჩაატარეს.

„ბარსელონას“ აკადემიის მწვრთნელებმა გადაამზადეს ახალგაზრდული ნაკრებების მწვრთნელებიც, გაუზიარეს მათ თანამედროვე ხელბურთის მეთოდოლოგია, ინდივიდუალური ტექნიკა და გუნდური ტაქტიკის პრაქტიკა.

ბანაკის მთავარი მიზანი იყო ახალგაზრდა სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობა, ევროპული სტანდარტების დანერგვა, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, რაც ქართველი ხელბურთელების პროფესიულ ზრდასა და საერთაშორისო ასპარეზისთვის მომზადებას შეუწყობს ხელს.

„ბარსელონას“ აკადემიის ხელბურთის ბანაკს საქართველოში 26 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით თბილისის ოლიმპიური სასახლე მასპინძლობდა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1785504670

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: ჩატარდა ნაცმოძრაობის ცვილის ფიგურების ავატართა პირველი ყრილობა, სადაც მიღებული იქნა არაერთი ვირტუალური გადაწყვეტილება - მათ შორის საქართველოში ავატარული არჩევნების ჩატარების თაობაზე

„საქართველოში ჩატარდა ნაცმოძრაობის ცვილის ფიგურების ავატართა პირველი ყრილობა. ეს არის ბელად-ავატარის ინოვაციურ მოწოდებაზე - მყისიერი გამოხმაურება“, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოცი...

დავით ქართველიშვილი

1785504225

საზოგადოება

დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვის მშობელი მედიკამენტ „ჯივინოსტატზე“: ეს არის სერიოზული წამალი, რომელიც ხელს შეუწყობს პაციენტების ნაწილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას - ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება

დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვის მშობლის, კახა წიქარიშვილის განცხადებით, ახალი პრეპარატი, „ჯივინოსტატი“ პაციენტების ნაწილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, თუმცა აუცილე...

კახა წიქარიშვილი

1785502730

საზოგადოება

პროკურატურამ გორის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ გორის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქ...

პროკურატურაპროკურატურა

1785502707

ახალი ამბები

გორში სოფელ ტყვიავში ბრალდებულმა შელაპარაკებისას შურისძიების მოტივით რამდენჯერმე ესროლა სამ პირს - პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

„საქართველოს პროკურატურამ გორის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფა...

დაკავება და ბორკილები

1785502022

საზოგადოება

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

შემოვიდა ქოცი რესტორანში? ვეუბნები, რომ იცი რა? თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სანამ არ იქნება, შენ ამ ხინკალს ვერ შეჭამ. ყველა შემთხვევაში, ჩვენი სოციალური ზეწოლით, სოციალური იზოლაციის, აზრის და...

ელენე ხოშტარია