პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და ყალბი დოკუმენტების გამოყენების ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, სოციალურ ქსელში განათავსეს ყალბი განცხადება შპს „თეგეტა პრემიუმ ვიიქელსის“ ცენტრიდან „Mazda“-ს მარკის ავტომანქანების შეღავათიან ფასად გაყიდვის შესახებ. დაინტერესებულ მოქალაქეს ბრალდებულებმა ცენტრის ღია ავტოსადგომზე განთავსებული ავტომანქანები აჩვენეს და 17 ავტომანქანის შეძენა, თითოეულის 30 500 აშშ დოლარად შესთავაზეს. ასევე გადაუგზავნეს ხუთი ყალბი ინვოისი, რომლებზეც შპს „თეგეტა პრემიუმ ვიიქელსის“ ყალბი რეკვიზიტები, ბეჭედი, ავტომანქანების საიდენტიფიკაციო (VIN) კოდები იყო დატანილი და დაზარალებული დაარწმუნეს, რომ ავტომანქანების შესასყიდად თანხა ჯგუფის წევრის საბანკო ანგარიშზე ჩაერიცხა.

დაზარალებულმა ბრალდებულის საბანკო ანგარიშზე ეტაპობრივად, ჯამში 450 900 აშშ დოლარი ჩარიცხა, რომელსაც ბრალდებულები მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.

სამართალდამცველებმა ორი ბრალდებული დააკავეს, ხოლო მიმალვაში მყოფი ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო. ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ,,ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინათ (თაღლითობა, ჩადენილი ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით და ყალბი დოკუმენტის გამოყენება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1785494523

საზოგადოება

სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ ყიდულობს - ხელშეკრულება გაფორმებულია

„იტალიურ კომპანია „იტალ ფარმაკოსთან“ ​მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის არის განკუთვნილი“, - განაცხადა საქართ...

მიხეილ სარჯველაძე

1785493894

საზოგადოება

ნიკოლოზ სამხარაძე: მივესალმებით ნაურუს ხელისუფლების გადაწყვეტილებას აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ. ვიმედოვნებ, რომ ნაურუს მაგალითს მალე მიყვებიან სირია და ვენესუელა

„მივესალმებით ნაურუს ხელისუფლების გადაწყვეტილებას აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ. ვიმედოვნებ, რომ ნაურუს მაგალითს მალე მიყვებიან სირია და ვენესუელ...

ნიკოლოზ სამხარაძე

1785492593

საზოგადოება

კახა კალაძე სემეკის განცხადებაზე: ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა

ავარიები, დაზიანებები ყოველთვის ხდება, - თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა სემეკ-ის განცხადებას, რაც 24 და 25 ივლისს საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვას შეეხებოდა. მ...

კახა კალაძე

1785492554

საზოგადოება

კახა კალაძე: აშშ-ის პრეზიდენტის დღევანდელ ადმინისტრაციას აქვს შესაძლებლობა, ის არასამართლიანი დამოკიდებულება, რაც არსებობდა ქართველი ხალხის მიმართ, მარტივი გადაწყვეტილებებით გამოასწოროს

„ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს და მზად ვართ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები დავიწყოთ ახალი ფურცლიდან“, - აღნიშნა თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის იან კელის და სახელმწიფო...

კახა კალაძე

1785492502

საზოგადოება

კახა კალაძე ნაურუს გადაწყვეტილებაზე: ეს სწორი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც განპირობებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიური მუშაობით

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ნაურუს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმების შესახებ, სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია. რ...

კახა კალაძე