ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს
შემოვიდა ქოცი რესტორანში? ვეუბნები, რომ იცი რა? თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სანამ არ იქნება, შენ ამ ხინკალს ვერ შეჭამ. ყველა შემთხვევაში, ჩვენი სოციალური ზეწოლით, სოციალური იზოლაციის, აზრის და ნების გამოხატვის ყველა ფორმა უნდა იყოს კონცენტრირებული რომ მორჩა, არაფერი არ გექნება, სანამ არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, - განაცხადა „დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, ერთ-ერთ ოპოზიციურ მედიასთან ციხიდან სატელეფონო ინტერვიუში.
ის ვარაუდობს, რომ შემოდგომისთვის, პოლიციის დემორალიზებისა და პოლიტიკური სპექტრის დეგრადირების პარალელურად, უნდა გამოვიდეს ასიათასობით ადამიანი და ოპოზიციამ საერთაშორისო თანამეგობტობას უნდა მიმართოს.
„როდესაც ეს საზოგადოებრივი გაცნობიერების ამოცანა მივა აქამდე, მე ვფიქრობ, ამას დიდი დრო არ დასჭირდება, ვფიქრობ, რომ შემოდგომისთვის ეს ასე იქნება. ამ ფონზე, როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ამის პარალელურად, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ: იცით რა, მეგობრებო? ჩვენ, მთელი ოპოზიცია, ხალხი, რომელსაც იჭერენ, ცემენ და ა.შ. მაგრამ კიდევ გამოვიდა 300 ათასი, ვიცით, რა უნდა გაკეთდეს. ჩვენ გთხოვთ თქვენ ელემენტარულ რამეს: ეს ხუთი პუნქტი თუ რამდენიც იქნება - ეს იქნება კონცენტრირებული ზეწოლა, აქ 300 ათასი ადამიანი, პარალელურად იქიდან ყველას ეცოდინება, რომ აი ამ კულმინაციამდე მივდივართ,” - აცხადებს ხოშტარია.
1785498974
საზოგადოებამიხეილ სარჯველაძე: ბრიტანეთის მარეგულირებელმა დასაშვებად ცნო „ჯივინოსტატის“ გამოყენება, ეს იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი - მიხარია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს და ბევრი სხვა ქვეყნისთვის სამაგალითო იქნება
ეს ერთ-ერთი ის მედიკამენტია, რომელზეც დასაწყისშიც, როდესაც პირველად გაჩნდა საზოგადოებაში ინტერესი და საერთოდ, ეს თემა, ჩვენ ვამბობდით, რომ ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი, პერსპექტიული მედიკამენტი იყო....
1785494523
საზოგადოებასახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ ყიდულობს - ხელშეკრულება გაფორმებულია
„იტალიურ კომპანია „იტალ ფარმაკოსთან“ მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის არის განკუთვნილი“, - განაცხადა საქართ...
1785493894
საზოგადოებანიკოლოზ სამხარაძე: მივესალმებით ნაურუს ხელისუფლების გადაწყვეტილებას აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ. ვიმედოვნებ, რომ ნაურუს მაგალითს მალე მიყვებიან სირია და ვენესუელა
„მივესალმებით ნაურუს ხელისუფლების გადაწყვეტილებას აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ. ვიმედოვნებ, რომ ნაურუს მაგალითს მალე მიყვებიან სირია და ვენესუელ...
1785492593
საზოგადოებაკახა კალაძე სემეკის განცხადებაზე: ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა
ავარიები, დაზიანებები ყოველთვის ხდება, - თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა სემეკ-ის განცხადებას, რაც 24 და 25 ივლისს საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვას შეეხებოდა. მ...
1785492554
საზოგადოებაკახა კალაძე: აშშ-ის პრეზიდენტის დღევანდელ ადმინისტრაციას აქვს შესაძლებლობა, ის არასამართლიანი დამოკიდებულება, რაც არსებობდა ქართველი ხალხის მიმართ, მარტივი გადაწყვეტილებებით გამოასწოროს
„ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს და მზად ვართ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები დავიწყოთ ახალი ფურცლიდან“, - აღნიშნა თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის იან კელის და სახელმწიფო...



























