კახა კალაძე: ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობის მიღების არანაირი რესურსი არ აქვს, მკვდარს ხომ ვერ გააცოცხლებ?

„ოპოზიციას ჰქონდა შესაძლებლობა წარმოედგინა არჩევნების გაყალბების ფაქტები, მაგრამ რაც ბუნებაში არ არსებობს, იმას ხომ ვერ წარმოადგენდნენ?“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა.
კახა კალაძე გამოეხმაურა ცესკოს ღია წერილს, რომელიც ევროპის საბჭოს ასამბლეას გაეგზავნა. მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნების გაყალბების ფაქტი არ არსებობს და ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაციები ოპოზიციის მხრიდან.
„არ არსებობს არანაირი ფაქტი, რომ არჩევნები გაყალბდა და შესაბამისად, ოპოზიციონერებმა პროკურატურაში სათანადო მტკიცებულებები ვერ წარადგინეს. ეს იყო პოლიტიკური სპეკულაციები. მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, გარეთ არ გასულან, მოსახლეობას არ შეხვედრიან, კაფეებში დადიოდნენ, ცხელ ყავასა და ჩაის მიირთმევდნენ და შესაბამისი შედეგიც მიიღეს. ისინი ჯერ ხალხს არწმუნებდნენ, რომ გაიმარჯვეს და შემდეგ გაირკვა, რომ დამარცხდნენ. არჩევნებში მხოლოდ რადიკალები კი არა, არამედ ის ევროპელი ბიუროკრატებიც დამარცხდნენ, რომლებიც ქვეყანას ებრძვიან. ეს ადამიანები აგრძელებენ დისკრედიტაციას, ევროპაში საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოში არჩევნები თითქოს გაყალბდა, თუმცა, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ოპოზიციას ჰქონდა შესაძლებლობა წარმოედგინა მსგავსი ფაქტი, მაგრამ რაც ბუნებაში არ არსებობს, იმას ხომ ვერ წარმოადგენდნენ? “, - აღნიშნა თბილისის მერმა.
რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს და მასში ოპოზიციის მონაწილეობა-არ მონაწილეობის საკითხს, კახა კალაძის თქმით, ისინი მითითებებს ქვეყნის გარედან, თავიანთი პატრონებისგან ელოდებიან.
„არანაირი რესურსი არ აქვს ოპოზიციას, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. მკვდარს ხომ ვერ გააცოცხლებ? ასე არის დღეს ჩვენი ოპოზიციის საქმე.
რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, ოპოზიციას არ აქვს უფლება, რომ ეს თავისით გადაწყვიტოს. ისინი მითითებებს ელოდებიან გარედან, თავიანთი პატრონებისგან და რასაც უბრძანებენ, იმას თავდახრილი გააკეთებენ. დღეს, შეიძლება თქვან, რომ მონაწილეობას არ ვიღებთო, მაგრამ როგორც კი ხვალ წამოვა ბრძანება, რომ უნდა ჩაერთონ, რა თქმა უნდა, შეიცვლიან დამოკიდებულებას და მონაწილეობას მიიღებენ“, - განაცხადა თბილისის მერმა.
ამასთან, კახა კალაძემ ისაუბრა ვიზალიბერალიზაციის საკითხზეც და აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს ყოველთვის იყენებენ, რათა ქვეყანაში დაძაბულობა შექმნან, მაგრამ ხელისუფლება ყოველთვის ქვეყნის ინტერესებს გაატარებს.
„ზოგადად ევროინტეგრაციის პროცესს ყოველთვის იყენებენ იმისთვის, რომ შიდა დაძაბულობა იყოს, რადიკალური დაჯგუფებები გამოაღვიძონ, ხალხი ერთმანეთს დააპირისპირონ. უახლოეს წარსულში ასე ხდებოდა. ჯერ კანდიდატის სტატუსის მოცემა-არ მოცემის საკითხს იყენებდნენ რევოლუციის მოსაწყობად. შემდეგ მოლაპარაკებების გახსნა არ-გახსნის საკითხს, ახლა კი ვიზალიბერალიზაციის გაუქმება-არ გაუქმების საკითხს. მერწმუნეთ, არაფერი გამოუვათ. დარწმუნებული ვარ, ყველა ქართველი, ვისაც თავისი სამშობლო უყვარს, ამაყობს იმით, რომ დღეს ვერავინ ბედავს ხელისუფლებას მბრძანებლური ტონით მითითებები მისცეს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
1745322000
ახალი ამბებივოლსკი - ეუთოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი ოპოზიციას ისტერიკაში აგდებს
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი საქართველოში ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტს გამოეხმაურა. ვოლსკის თქმით, ეუთოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი, ოპოზიციას ისტერიკის მდგო...
1745320209
მსოფლიო„მე და მელანია რომის პაპის, ფრანცისკეს დაკრძალვაზე რომში გავემგზავრებით“ - დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება. „მე და მელანია რომის პაპის, ფრანცისკეს დაკრძალვაზე რომში გავემგზავრებით. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით იქ ყოფნ...
1745317558
ახალი ამბებიწილოსანი ნანა დიხამინჯიას პოსტზე: როცა გაკადნიერდები და კეთილსინდისიერ ადამიანებზე იკითხავ ირონიულად, მინიმუმ ის უნდა გააკეთო, რომ წინასწარ მცირედი გაიკითხო, სწორედ მის სანაცნობოში არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენი ქონების „ახევაში“ მონაწილეობდნენ
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოციალურ ქსელში აქტივისტ ნანა დიხამინჯიას პოსტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ როცა გაკადნიერდები და კეთილსინდისიერ ადამიანებზე იკითხავ ირონიულად, მინიმუმ ის მაინც უნ...
1745315657
ახალი ამბები„ერთადერთი ხელისუფლება ვართ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, რომლის პირობებში ქვეყანას ომი არ ჰქონია“ - კახა კალაძე
„ერთადერთი ხელისუფლება ვართ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, რომლის პირობებში ქვეყანას ომი არ ჰქონია“, - განუცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად. მისი თქმით, ხე...
1745314243
ახალი ამბებიკახა კალაძე: ნუ ელოდებით, რომ რომელიმე საელჩო გამოვა და პოლიციელებზე თავდასხმას დაგმობს
„ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ რომელიმე საელჩო გამოვა და პოლიციელებზე თავდასხმას დაგმობს“, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქში მიმდინარე აქციების დროს დაშავებულ პოლიციელებზე დასმულ შეკით...