კახა კალაძე არაბულ ინვესტიციაზე: პირდაპირ სახელმწიფოზე მიდის შეტევა, რადგან გარკვეულ ძალებს არ სიამოვნებთ ის, რომ ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება

თბილისის მერი კახა კალაძე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა საქართველოში არაბული ინვესტიციის საკითხს, რომელიც კომპანია Eagle Hills Georgia-ს პროექტს ეხება.

როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, მსგავსი მასშტაბის პროექტის განხორციელება ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, თუმცა, გარკვეული ჯგუფები ავრცელებენ ტყუილს, რაც სახელმწიფოზე პირდაპირი შეტევაა.

„შემთხვევითი არ არის, რომ ვხედავთ რამდენი ტყუილი და სიბინძურე ვრცელდება აღნიშნული პროექტის გარშემო. პირდაპირ სახელმწიფოზე შეტევა მიდის. ვიცით, რა ძალები გვებრძვიან, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარედან. ამ ადამიანებს არ სიამოვნებთ ის, რომ ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება, გვაქვს ეკონომიკური წინსვლა, აღმშენებლობა და ა.შ.

ვფიქრობ, საზოგადოება თავად შეაფასებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ მასშტაბის პროექტების განხორციელება ჩვენი ქვეყნისთვის. მსგავსი ტიპის პროექტები ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, პოზიტიურ გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვანია იმ ქართული კომპანიებისთვისაც, ვინც სამშენებლო სფეროში არიან ჩართულნი”, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1768221296

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: ბრიუსელმა ან საკუთარი მცდარი პოლიტიკა უნდა შეცვალოს, ან სერიოზულად დაფიქრდეს იმ ბიუროკრატების შეცვლაზე, კაია კალასის ხელმძღვანელობით, რომლებიც მცდარ პოლიტიკას ქმნიან

ბრიუსელმა ან საკუთარი მცდარი პოლიტიკა უნდა შეცვალოს, ან სერიოზულად დაფიქრდეს იმ ბიუროკრატების შეცვლაზე, კაია კალასის ხელმძღვანელობით, რომლებიც მცდარ პოლიტიკას ქმნიან, - განაცხადა ევროინტეგრაციის კომიტ...

ლევან მახაშვილი

1768219388

ახალი ამბები

შსს: ოზურგეთში ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა ორ არასრულწლოვანს შორის, წინა დღეს მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ერთ-ერთის ბიძას, სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომელს, თავის არეში მიყენებული აქვს ნახეთქი დაზიანება

„ოზურგეთში ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა ორ არასრულწლოვანს შორის, წინა დღეს მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ერთ-ერთის ბიძას, სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომელს, თავის არეში მიყენებული აქვს ნახე...

შსსს

1768218425

ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილს 5 წლით პატიმრობა და 1 მილიონი ლარის ოდენობით ჯარიმა განესაზღვრა

საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმადაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს, საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაუ...

ირაკლი ღარიბაშვილი

1768218240

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: გუბაზ სანიკიძე რასაც საუბრობს იქიდან 1%-იც არ შეიძლება იყოს სიმართლე, ალბათ ყველაზე უპრინციპო ადამიანია ქართული პოლიტიკის ისტორიაში

„გარედან მართული დეზინფორმაციული კამპანიის გაგრძელება „იგლ ჰილსის“ ინვესტიციის წინააღმდეგ“, - ასე აფასებენ მმართველ გუნდში გუბაზ სანიკიძის განცხადებას ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში. პარლამენტის ფრაქცია „...

ლევან მაჭავარიანი

1768216598

ახალი ამბები

კახა კალაძე: ის დრო აღარ არის, როგორც წლების წინ იყო - გაუმჭვირვალე, „შავი“ ფული შემოდიოდა ქვეყანაში და შიდა პოლიტიკას ხმარდებოდა - არსებობს კანონი და ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად

„ის დრო აღარ არის, როგორც წლების წინ იყო - გაუმჭვირვალე, „შავი“ ფული შემოდიოდა ქვეყანაში და შიდა პოლიტიკას ხმარდებოდა“, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ სხვადასხვა საერთაშორისო არასამთავრობო...

კახა კალაძე