შსს: ოზურგეთში ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა ორ არასრულწლოვანს შორის, წინა დღეს მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ერთ-ერთის ბიძას, სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომელს, თავის არეში მიყენებული აქვს ნახეთქი დაზიანება

„ოზურგეთში ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა ორ არასრულწლოვანს შორის, წინა დღეს მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ერთ-ერთის ბიძას, სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომელს, თავის არეში მიყენებული აქვს ნახეთქი დაზიანება. დაზიანებები აქვს მის არასრულწლოვან დისშვილსაც. ორივე მათგანი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული“, - ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიების დასრულებამდე სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომელი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილია კადრების განკარგულებაში.

„საქმეზე გამოკითხული მოწმეების ჩვენებების მიხედვით, რასაც დეტალური სიზუსტით ადასტურებს, ვიდეოკამერების სხვადასხვა რაკურსის ჩანაწერები, დაზარალებულმა პირმა მისთვის სახის არეში მიყენებული დარტყმის შემდგომ, ფიზიკური დაპირისპირებისას, თავდაცვის მიზნით ამოიღო თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღი, თუმცა არ გამოიყენა მიუხედავად იმისა, რომ მასზე რამდენიმე ადამიანის მხრიდან თავდასხმა გრძელდებოდა.

მას აღნიშნული იარაღი წაართვა ინციდენტში მონაწილე მეორე მხარის წარმომადგენელმა - მეორე არასრულწლოვანის ბიძამ, რომელმაც მოგვიანებით, ცეცხლსასროლი იარაღი თავად წარმოუდგინა გამოძიებას.

ინციდენტიდან რამდენიმე საათში, მეორე არასრულწლოვანის ბაბუა, რომელიც ასევე მონაწილეობდა მომხდარ დაპირისპირებაში, მის საცხოვრებელ სახლში გახდა ცუდად და საავადმყოფოში მიყვანამდე, გულის შეტევით გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, გამოიკითხა ინციდენტში მონაწილე პირები, ამოღებულია ვიდეოკამერების ჩანაწერები, დანიშნულია ექსპერტიზები.

ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გვაცნობეს, რომ გამოძიების დასრულებამდე სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომელი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილია კადრების განკარგულებაში. გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ მოხდება საზოგადოების შემდგომი ინფორმირება“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1768221296

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: ბრიუსელმა ან საკუთარი მცდარი პოლიტიკა უნდა შეცვალოს, ან სერიოზულად დაფიქრდეს იმ ბიუროკრატების შეცვლაზე, კაია კალასის ხელმძღვანელობით, რომლებიც მცდარ პოლიტიკას ქმნიან

ბრიუსელმა ან საკუთარი მცდარი პოლიტიკა უნდა შეცვალოს, ან სერიოზულად დაფიქრდეს იმ ბიუროკრატების შეცვლაზე, კაია კალასის ხელმძღვანელობით, რომლებიც მცდარ პოლიტიკას ქმნიან, - განაცხადა ევროინტეგრაციის კომიტ...

ლევან მახაშვილი

1768218425

ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილს 5 წლით პატიმრობა და 1 მილიონი ლარის ოდენობით ჯარიმა განესაზღვრა

საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმადაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს, საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაუ...

ირაკლი ღარიბაშვილი

1768218240

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: გუბაზ სანიკიძე რასაც საუბრობს იქიდან 1%-იც არ შეიძლება იყოს სიმართლე, ალბათ ყველაზე უპრინციპო ადამიანია ქართული პოლიტიკის ისტორიაში

„გარედან მართული დეზინფორმაციული კამპანიის გაგრძელება „იგლ ჰილსის“ ინვესტიციის წინააღმდეგ“, - ასე აფასებენ მმართველ გუნდში გუბაზ სანიკიძის განცხადებას ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში. პარლამენტის ფრაქცია „...

ლევან მაჭავარიანი

1768217472

ახალი ამბები

კახა კალაძე არაბულ ინვესტიციაზე: პირდაპირ სახელმწიფოზე მიდის შეტევა, რადგან გარკვეულ ძალებს არ სიამოვნებთ ის, რომ ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება

თბილისის მერი კახა კალაძე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა საქართველოში არაბული ინვესტიციის საკითხს, რომელიც კომპანია Eagle Hills Georgia-ს პროექტს ეხება. როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, მსგავსი მასშტ...

კახა კალაძე

1768216598

ახალი ამბები

კახა კალაძე: ის დრო აღარ არის, როგორც წლების წინ იყო - გაუმჭვირვალე, „შავი“ ფული შემოდიოდა ქვეყანაში და შიდა პოლიტიკას ხმარდებოდა - არსებობს კანონი და ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად

„ის დრო აღარ არის, როგორც წლების წინ იყო - გაუმჭვირვალე, „შავი“ ფული შემოდიოდა ქვეყანაში და შიდა პოლიტიკას ხმარდებოდა“, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ სხვადასხვა საერთაშორისო არასამთავრობო...

კახა კალაძე