კახა კალაძე არასამთავრობო ორგანიზაციებზე: არ მიკვირს, რომ ადამიანებს ინდივიდუალურ დონეზეც უხდიდნენ ხელფასებს - შეიძლება, ეს დღესაც გრძელდება

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციისა თუ საქველმოქმედო ფონდის მხრიდან ქვეყანაში რევოლუციური სცენარები და აგენტურული ქსელის შექმნა ფინანსდებოდა.
ამის შესახებ მან არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ჟურნალისტ ნინო ზაუტაშვილისა და მისი რამდენიმე კოლეგის შესაძლო დაფინანსებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.
„მე მგონი, ყველამ ყველაფერი ვიცოდით, თუ როგორ ხდებოდა ზოგადად ამ ფონდებიდან ადამიანების დაფინანსება. ეს თანხები მიემართებოდა ძირითადად იმისთვის, რომ მათ ქვეყანაში შეექმნათ აგენტურა და როდესაც დასჭირდებოდათ, ამ ადამიანებს, სხვადასხვა ორგანიზაციებს გამოიყენებდნენ მათთვის სასურველ დროს; გამოიყენებდნენ ქვეყნის წინააღმდეგ. ამ ყველაფრით შეეძლოთ, ქვეყანაში მოეწყოთ რევოლუცია, დაპირისპირება, რომლის არაერთი მცდელობა ვიხილეთ. კარგად იცის საზოგადოებამ, თუ ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან, რა ფონდები იყო და საიდან მოდიოდა ეს დაფინანსებები. არ მიკვირს, რომ ინდივიდუალურ დონეზეც, ადამიანებს უხდიდნენ ხელფასებს. შეიძლება, ეს დღესაც გრძელდება და არსებობენ კონკრეტული პიროვნებები - შეიძლება, ეს იყოს ჟურნალისტი, ე.წ. ექსპერტი ან კიდევ რომელიღაც სფეროს წარმომადგენელი, ვინც ხელფასზე ეჯდათ წლების განმავლობაში. ეს უბრალოდ აგენტურული ქსელის შექმნის ჩვეულებრივი მეთოდებია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1743335673
მსოფლიოBloomberg: უკრაინა დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებულ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანას, მათ შორის, ამერიკის მხრიდან მეტი ინვესტიციის დაპირებას მოითხოვს
უკრაინა დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებულ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანას, მათ შორის, ამერიკის მხრიდან მეტი ინვესტიციის დაპირებას მოითხოვს. ამის შესახებ გამოცემა „ბლუმბერგი“ წერს. გამოცემის ცნობით, 28...
1743334738
მსოფლიორეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთი არ დაუშვებს სირიის ტერიტორიული მთლიანობის საბოტაჟს ან არასტაბილურობის გაღვივებას თურქეთის სამხრეთ საზღვარზე
თურქეთი არ დაუშვებს სირიის ტერიტორიული მთლიანობის საბოტაჟს ან არასტაბილურობის გაღვივებას თურქეთის სამხრეთ საზღვარზე, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ერდოღანის თქმ...
1743333180
სპორტიილია თოფურიას განცხადებით, UFC მსუბუქ დივიზიონში საჩემპიონო ბრძოლას დაჰპირდა
UFC-ს ქვემსუბუქი წონის (65კგ) ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიას განცხადებით, მას ორგანიზაცია მსუბუქ დივიზიონში (70კგ) საჩემპიონო ბრძოლას დაჰპირდა და მან დაბალი წონის ქამარი სწორედ ამიტომ დათმო. 28 წლ...
1743332665
ახალი ამბები31 მარტის ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტო 31 მარტს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 31 მარტს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია...
1743330480
მსოფლიოჰამასი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ეგვიპტისა და კატარის შეთავაზებას დათანხმდა
ჰამასი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ეგვიპტისა და კატარის შეთავაზებას დათანხმდა. ამის შესახებ დაჯგუფების წარმომადგენელმა ხალილ ალ ჰაიამ განაცხადა. შეთავაზება ღაზაში 50 დღით ცეცხლის შეწყვეტას და მძევლებისა...