კახა კალაძე: ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი დევნილი მოსახლეობისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნაა
ჯერ კიდევ 2012 წელს პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საუბრობდა იმაზე, რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნებოდა ზრუნვა, ზრუნვა ადამიანებზე, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე განაცხადა.
მისი თქმით, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, დევნილი მოსახლეობისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა მმართველი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
„მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, თბილისში მცხოვრებ 762 ოჯახს მივულოცო ახალმოსახლეობა და გავიზიარო მათი დიდი სიხარული. ძალიან ემოციურია ეს დღე, რადგან საუბარია ოჯახებზე, რომლებმაც გამოცადეს ომის უბედურება და დიდი ტკივილი. გახსოვთ ალბათ, როგორი დისკრიმინაციული მიდგომა ჰქონდა წინა ხელისუფლებას დევნილთა მიმართ, როგორი მდგომარეობა იყო ბინების მშენებლობის, დაკანონების მხრივ. მინდა, მადლობა გადავუხადო „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“. მადლობა პრემიერ-მინისტრს იმ დამოკიდებულებისთვის, რასაც ვიჩენთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისადმი. მადლობა ჯანდაცვის მინისტრს მიხეილ სარჯველაძეს გაწეული შრომისთვის, მადლობა კომპანია „ანაგს“ ამ მნიშვნელოვან პროექტში მონაწილეობისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა ახალმოსახლეებს წარმატებები და ბედნიერი ცხოვრება უსურვა.
„დღეს 762 დევნილი ოჯახისთვის ცხოვრების ახალი, ბედნიერი ეტაპი იწყება. მათ თვალჭრელიძის ქუჩაზე ახალაშენებულ თანამედროვე სტანდარტის მქონე 4 საცხოვრებელ კომპლექსში სრულად გარემონტებული, ახალი ბინები გადაეცემათ.
საბოლოოდ კი აქ აშენდება კიდევ 7 კორპუსი და ჯამში, 2 426 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით. ასევე, სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ტერიტორია სრულად მოწესრიგდება, საცხოვრებელ კომპლექსის ეზოში მოეწყობა სტადიონები, ბავშვთა გასართობი მოედნები და სავარჯიშო სივრცეები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც აქ მცხოვრებთათვის, ისე მთლიანად ქალაქისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
1764930604
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ვინც ჩააბარებს მომდევნო წლიდან და შემდგომ წლებში სახელმწიფო სასწავლებლებში, ყველასთვის სწავლა იქნება უფასო - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება და ეს ცვლილება ეტაპობრივად დაინერგება სახელმწიფო საუნივერსიტეტო სისტემაში
„ვინც ჩააბარებს მომდევნო წლიდან და შემდგომ წლებში სახელმწიფო სასწავლებლებში, ყველასთვის სწავლა იქნება უფასო“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავ...
1764930367
ახალი ამბებიპრემიერი - თვალჭრელიძის ქუჩაზე, 762 დევნილ ოჯახს ახალ, სრულად გარემონტებულ საცხოვრებელ ბინას გადავცემთ, მომდევნო წლის გაზაფხულზე, როდესაც საცხოვრებელი კომპლექსი სრულად ჩაბარდება, აქ 2 426 დევნილი ოჯახი იცხოვრებს
„თვალჭრელიძის ქუჩაზე, 762 დევნილ ოჯახს ახალ, სრულად გარემონტებულ საცხოვრებელ ბინას გადავცემთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისში დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაც...
1764930160
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ჩვენი საბოლოო მიზანია, უახლოეს წლებში საქართველოში აღარ დარჩეს არც ერთი ავარიული, ე.წ. კომპაქტური ჩასახლების ობიექტი, მალე რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში ჯამში კიდევ 2 700-მდე ოჯახი მიიღებს ბინას
„ჩვენი საბოლოო მიზანია, უახლოეს წლებში საქართველოში აღარ დარჩეს არც ერთი ავარიული, ე.წ. კომპაქტური ჩასახლების ობიექტი და ჯანდაცვის მინისტრთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ ახალი პროგრამის მონახაზზე“, - განა...
1764930062
მსოფლიოუკრაინის რადას დეპუტატის სახლში ჩხრეკა ტარდება
უკრაინის ანტიკორუფციული ბიურო და უშიშროების სამსახური რადას დეპუტატის, ანა სკოროხოდის სახლში ჩხრეკას ატარებს. უკრაინული მედიის ცნობით, დეპუტატი დიდი ოდენობით ქრთამის აღებაშია ეჭვმიტანილი. კერძოდ კი, ი...
1764928302
ახალი ამბებიგიორგი ჯინჭარაძე საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მარია თეოდორუს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე გიორგ...


























