პრემიერი - თვალჭრელიძის ქუჩაზე, 762 დევნილ ოჯახს ახალ, სრულად გარემონტებულ საცხოვრებელ ბინას გადავცემთ, მომდევნო წლის გაზაფხულზე, როდესაც საცხოვრებელი კომპლექსი სრულად ჩაბარდება, აქ 2 426 დევნილი ოჯახი იცხოვრებს
„თვალჭრელიძის ქუჩაზე, 762 დევნილ ოჯახს ახალ, სრულად გარემონტებულ საცხოვრებელ ბინას გადავცემთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისში დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მომდევნო წლის გაზაფხულზე, როდესაც საცხოვრებელი კომპლექსი სრულად ჩაბარდება, მასში 2 426 დევნილი ოჯახი იცხოვრებს.
„ეს დღე ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული. დღეს, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, 762 დევნილ ოჯახს ახალ, სრულად გარემონტებულ საცხოვრებელ ბინას გადავცემთ. ეს ნიშნავს, რომ კიდევ 762 ოჯახისთვის ცხოვრების ახალი, ღირსეული და სტაბილური ეტაპი დაიწყება.
ამ ტერიტორიაზე მშენებლობა და განსახლების პროცესი გრძელდება - მომდევნო წლის გაზაფხულზე, როდესაც საცხოვრებელი კომპლექსი სრულად ჩაბარდება, აქ 2 426 დევნილი ოჯახი იცხოვრებს.
თბილისში ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია, რომლის ჯამური ღირებულება, ინფრასტრუქტურის ჩათვლით, 255 მილიონი ლარია. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში, მადლობა გადავუხადო კომპანია „ანაგს“, თითოეულ მშენებელსა და ინჟინერს, რომლებმაც შექმნეს ეს არაჩვეულებრივი კომპლექსი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
1764930604
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ვინც ჩააბარებს მომდევნო წლიდან და შემდგომ წლებში სახელმწიფო სასწავლებლებში, ყველასთვის სწავლა იქნება უფასო - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება და ეს ცვლილება ეტაპობრივად დაინერგება სახელმწიფო საუნივერსიტეტო სისტემაში
„ვინც ჩააბარებს მომდევნო წლიდან და შემდგომ წლებში სახელმწიფო სასწავლებლებში, ყველასთვის სწავლა იქნება უფასო“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავ...
1764930160
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ჩვენი საბოლოო მიზანია, უახლოეს წლებში საქართველოში აღარ დარჩეს არც ერთი ავარიული, ე.წ. კომპაქტური ჩასახლების ობიექტი, მალე რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში ჯამში კიდევ 2 700-მდე ოჯახი მიიღებს ბინას
„ჩვენი საბოლოო მიზანია, უახლოეს წლებში საქართველოში აღარ დარჩეს არც ერთი ავარიული, ე.წ. კომპაქტური ჩასახლების ობიექტი და ჯანდაცვის მინისტრთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ ახალი პროგრამის მონახაზზე“, - განა...
1764930062
მსოფლიოუკრაინის რადას დეპუტატის სახლში ჩხრეკა ტარდება
უკრაინის ანტიკორუფციული ბიურო და უშიშროების სამსახური რადას დეპუტატის, ანა სკოროხოდის სახლში ჩხრეკას ატარებს. უკრაინული მედიის ცნობით, დეპუტატი დიდი ოდენობით ქრთამის აღებაშია ეჭვმიტანილი. კერძოდ კი, ი...
1764928302
ახალი ამბებიგიორგი ჯინჭარაძე საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მარია თეოდორუს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე გიორგ...
1764926180
ახალი ამბებიპროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ...



























