ირაკლი კობახიძე: ჩვენი საბოლოო მიზანია, უახლოეს წლებში საქართველოში აღარ დარჩეს არც ერთი ავარიული, ე.წ. კომპაქტური ჩასახლების ობიექტი, მალე რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში ჯამში კიდევ 2 700-მდე ოჯახი მიიღებს ბინას

„ჩვენი საბოლოო მიზანია, უახლოეს წლებში საქართველოში აღარ დარჩეს არც ერთი ავარიული, ე.წ. კომპაქტური ჩასახლების ობიექტი და ჯანდაცვის მინისტრთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ ახალი პროგრამის მონახაზზე“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისში დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

პრემიერის თქმით, მალე რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში ჯამში კიდევ 2 700-მდე ოჯახი მიიღებს ბინას.

„მასშტაბური მშენებლობები მთელს ქვეყანაში მიმდინარეობს. სულ ახლახან, ქუთაისში, 850-ზე მეტმა ოჯახმა იზეიმა ახალმოსახლეობა. მალე რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში ჯამში კიდევ 2 700-მდე ოჯახი მიიღებს ბინას. ჩვენი საბოლოო მიზანია, უახლოეს წლებში საქართველოში აღარ დარჩეს არც ერთი ავარიული, ე.წ. კომპაქტური ჩასახლების ობიექტი და ჯანდაცვის მინისტრთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ ახალი პროგრამის მონახაზზე, რომელიც დააჩქარებს განსახლების კუთხით შესაბამისი პროცესების წარმართვას. ჩვენი მიდგომა კომპლექსურია - ჩვენ არ ვაშენებთ უბრალოდ კედლებს. ჩვენ ვქმნით სრულფასოვან საცხოვრებელ გარემოს სკვერებით, სტადიონებითა და ბავშვთა გასართობი მოედნებით, რათა თქვენ და თქვენმა შვილებმა ჯანსაღ და კომფორტულ გარემოში იცხოვროთ. ამასთან, ჩვენ არასდროს ვივიწყებთ მთავარს - ჩვენი ოცნება და მიზანია დავბრუნდეთ ჩვენს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, დავბრუნდეთ საკუთარ სახლებში. გილოცავთ ახალმოსახლეობას და გისურვებთ ბედნიერებას, მშვიდობასა და კეთილდღეობას თქვენს ახალ სახლებში“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1764930062

მსოფლიო

უკრაინის რადას დეპუტატის სახლში ჩხრეკა ტარდება

უკრაინის ანტიკორუფციული ბიურო და უშიშროების სამსახური რადას დეპუტატის, ანა სკოროხოდის სახლში ჩხრეკას ატარებს. უკრაინული მედიის ცნობით, დეპუტატი დიდი ოდენობით ქრთამის აღებაშია ეჭვმიტანილი. კერძოდ კი, ი...

 ანა სკოროხოდი

1764928302

ახალი ამბები

გიორგი ჯინჭარაძე საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მარია თეოდორუს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე გიორგ...

გიორგი ჯინჭარაძე

1764926180

ახალი ამბები

პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ...

პროკურატურა

1764925242

ახალი ამბები

ლაშა დარსალია ეუთოს მინისტერიალზე: საქართველოსთვის მთავარი უსაფრთხოების გამოწვევა ეს არის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი, შესაბამისად, ეს იყო მთავარი საკითხები, რომელიც იდგა ქართული მხრიდან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ, რომელიც მინისტრთან ერთად ვენაში, ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში იმყოფება, მედიასთან ვიზიტი შეაფასა. მისი თქმით, საქართველოსთვის მთავარი...

ლაშა დარსალია

1764924056

მსოფლიო

საბერძნეთში უამინდობის გამო დახურულია სკოლები, შეფერხებულია ტრანსპორტის მოძრაობა

საბერძნეთში ძლიერი შტორმის, „ბაირონის“ გამო დახურულია სკოლები, შეფერხებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, დღეს დილიდან ძლიერი წვიმაა ატიკაში, პელოპონესში, კრეტ...

საბერძნეთში უამინდობაა