კახა კალაძე: მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილი სისტემა ქართველი ხალხისა და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებდა
თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება შეაფასა.
დედაქალაქის მერის თქმით, წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში შექმნილი რეჟიმი უცხო ძალების დახმარებით ანტისახელმწიფოებრივ მიზნებს ემსახურებოდა.
„სააკაშვილი თავისი სისტემით, რომელიც მან შექმნა გარე ძალების დახმარებით, ყველაფერს აკეთებდა ქართველი ხალხისა და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ. შემთხვევით არ არის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართეთ, რათა აიკრძალოს „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის ხელმძღვანელი და ფაქტობრივად
დამფუძნებელი გახლავთ მიხეილ სააკაშვილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქვეყანაში მძიმე დანაშაულები ჩაიდინა, რაზეც გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გამოიტანოს.
„ცხადია, საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს ამაზე, მიიღებს გადაწყვეტილებას, მაგრამ იმ ქმედებებით, რასაც აღნიშნული პოლიტიკური ძალა წლების განმავლობაში აკეთებდა ქვეყანაში, ეს იყო ძალიან მძიმე დანაშაული. შორსწავალთ, რომ დავიწყოთ კონკრეტული საქმეების ჩამოთვლა, თუ რა მაქვს მხედველობაში. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რა პროცესები იყო, როგორ, ვისი ინტერესებით იმართებოდა ქვეყანა, რა დავალებებს იღებდნენ და ა.შ. “, - აღნიშნა თბილისის მერმა.
1793983298
ახალი ამბებისაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს დელეგაციასთან ერთად ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაუსვ...
1793983166
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად ეწვია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმ...
1793981305
მსოფლიოცნობილი ამერიკელი პოლიტიკოსი ჯონ როკფელერ IV გარდაიცვალა
ცნობილი ამერიკელი პოლიტიკოსი და „დემოკრატიული“ პარტიის თვალსაჩინო წარმომადგენელი ჯონ როკფელერ IV გარდაიცვალა. ინფორმაციას Nexta ავრცელებს. ნავთობმაგნატის ჯონ დ. როკფელერის შვილთაშვილი 89 წლის ასაკში...
1793979272
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან ტალგატ ადუოვთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საქართველოს საგა...
1793977153
ახალი ამბებიდიმიტრი ხუნდაძე საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ: კანონში ზოგიერთი საკითხი დაზუსტებას მოითხოვს
საპარლამენტო ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტ...































