კახა კალაძე: საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უშუალოდ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს.
როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, სასამართლოსა და საზოგადოებას წარედგინა მყარი არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული პოლიტიკური ძალები ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან.
„ეს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. ჩვენ არანაირი უფლება არ გვაქვს, ჩავერიოთ გადაწყვეტილებაში. ჩვენ სასამართლოს და საზოგადოების ფართო ნაწილს წარვუდგინეთ კონკრეტული არგუმენტები, რომ აღნიშნული პარტიები ეწევიან მტრულ საქმიანობას, შემჩნეული არიან ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებში, ბოროტებაში. რა თქმა უნდა, როდესაც გქვია პოლიტიკოსი და წარმოადგენ პოლიტიკურ პარტიას, პირველ რიგში, უნდა ემსახურებოდე საკუთარ ხალხს და საკუთარ ქვეყანას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე შეფასებით, წარდგენილი მტკიცებულებების საპასუხოდ ოპონენტების მხრიდან კონტრარგუმენტები არ გაჟღერებულა.
„კარგად ვიცით, თუ საიდან და როგორ იმართებიან ეს პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები, რა აქვთ ჩადენილი დანაშაულის სახით, ეს ყველაფერი არა უბრალოდ ზეპირი საუბრით, არამედ არგუმენტირებულად იყო წარდგენილი სასამართლოზე, თუმცა კონტრარგუმენტები ვერ მოვისმინეთ. მხოლოდ და მხოლოდ ვხედავდით პოლიტიკურ განცხადებებს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
1793981305
მსოფლიოცნობილი ამერიკელი პოლიტიკოსი ჯონ როკფელერ IV გარდაიცვალა
ცნობილი ამერიკელი პოლიტიკოსი და „დემოკრატიული“ პარტიის თვალსაჩინო წარმომადგენელი ჯონ როკფელერ IV გარდაიცვალა. ინფორმაციას Nexta ავრცელებს. ნავთობმაგნატის ჯონ დ. როკფელერის შვილთაშვილი 89 წლის ასაკში...
1793979272
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან ტალგატ ადუოვთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საქართველოს საგა...
1793977153
ახალი ამბებიდიმიტრი ხუნდაძე საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ: კანონში ზოგიერთი საკითხი დაზუსტებას მოითხოვს
საპარლამენტო ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტ...
1793975587
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს ხან ჭენგს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს ხან ჭენგს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა. შეხვედრა გაფართოებული შემადგენლობით გაიმართა. ინფორმაცია...
1793972603
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: ევროკავშირის ელჩი იქნება თუ ნებისმიერი სხვა ელჩი, საქართველოს სახელმწიფოს პატივისცემა უნდა ისწავლოს
„ევროკავშირის ელჩი იქნება თუ ნებისმიერი სხვა ელჩი, პირველ რიგში, საქართველოს სახელმწიფოს პატივისცემა უნდა ისწავლოს“, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვ...































