თბილისის მერი რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოებს გაეცნო

რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაწყებულია. პროცესს დღეს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად ადგილზე გაეცნო.

როგორც მან აღნიშნა, თბილისელებისთვის მიცემული პირობა, რომ რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება, აუცილებლად შესრულებული იქნება.

„სამუშაოები რუსთაველის გამზირზე 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. უკვე კონკრეტულ მონაკვეთებზე დაწყებულია მოასფალტება, კერძოდ, ზეთისხილის ხიდან ლაღიძის ქუჩამდე, ასევე, თავისუფლების მოედნიდან 9 აპრილის ქუჩამდე. ქვედა ფენებში ხდება კონკრეტული გზის მონაკვეთების მოქცევა. იმ პირველ მონაკვეთზე, რომელიც გავხსენით, ჭოველიძისა და ელბაქიძის აღმართამდე არსებულ გზის ნაწილზე, დაწყებულია საკომუნიკაციო ჭის თავების წამოწევის სამუშაოები. მზადდება იმისთვის, რომ ასფალტის ბოლო ფენა დაიგოს. ჩვენ მოსახლეობას დავპირდით, რომ ნოემბრის ბოლოს სამუშაოები დამთავრებული იქნებოდა და, რა თქმა უნდა, ეს პირობა შესრულებული იქნება. პარალელურად, მომდევნო დღეების განმავლობაში უკვე დაიწყება გამწვანების სამუშაოები.
მიმდინარეობს ტროტუარის მოპირკეთება, ახალი განათების ბოძები დამონტაჟდება და ძალიან ლამაზი პროექტი იქნება, როდესაც ყველა სამუშაო დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მერთან ერთად ადგილზე თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე და მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე იმყოფებოდნენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793983166

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგს შეხვდა, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად ეწვია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმ...

ირაკლი კობახიძე

1793981305

მსოფლიო

ცნობილი ამერიკელი პოლიტიკოსი ჯონ როკფელერ IV გარდაიცვალა

ცნობილი ამერიკელი პოლიტიკოსი და „დემოკრატიული“ პარტიის თვალსაჩინო წარმომადგენელი ჯონ როკფელერ IV გარდაიცვალა. ინფორმაციას Nexta ავრცელებს.   ნავთობმაგნატის ჯონ დ. როკფელერის შვილთაშვილი 89 წლის ასაკში...

ცნობილი ამერიკელი პოლიტიკოსი ჯონ როკფელერ IV გარდაიცვალა

1793979272

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან ტალგატ ადუოვთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საქართველოს საგა...

მაკა ბოჭორიშვილი

1793977153

ახალი ამბები

დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ: კანონში ზოგიერთი საკითხი დაზუსტებას მოითხოვს

საპარლამენტო ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტ...

 დიმიტრი ხუნდაძე

1793975587

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს ხან ჭენგს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს ხან ჭენგს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა. შეხვედრა გაფართოებული შემადგენლობით გაიმართა. ინფორმაცია...

მიხეილ ყაველაშვილი