მაკა ბოჭორიშვილი: პოზიტიური მომენტია, როდესაც ჩვენს ელჩს ექნება შესაძლებლობა გადასცეს რწმუნებათა სიგელები გერმანიის პრეზიდენტს და იგი სრულუფლებიანად შეუდგეს საქმიანობას გერმანიაში
პოზიტიური მომენტია, როდესაც ჩვენს ელჩს ექნება შესაძლებლობა გადასცეს რწმუნებათა სიგელები გერმანიის პრეზიდენტს და ის სრულუფლებიანად შეუდგეს საქმიანობას გერმანიაში. მე იმედი მაქვს რომ ეს იქნება პოზიტიური გადატვირთვის შესაძლებლობა გერმანიასთან ურთიერთობების, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
მაკა ბოჭორიშვილის გამოეხმაურა ალექსანდრე კარტოზიას მიერ გერმანიის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ჩანიშვნას და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდიდან იმ გვერდის წაშლას, სადაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად იყო მოხსენიებული.
მისი თქმით, გერმანია მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანა და მნიშვნელოვანია მასთან ურთიერთობის ნორმალიზება.
„გერმანია არის მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანა და რა თქმა უნდა ძალიან საყურადღებოა გერმანიასთან ურთიერთობების ნორმალიზება, რაც სამწუხაროდ ბოლო პერიოდში დატვირთული იყო უფრო მეტად უარყოფითი დინამიკით, სხვადასხვა მიზეზებით, მე ამ მიზეზებზე ახლა არ ვისაუბრებ, თუმცა მე იმედი მაქვს ელჩის მიერ სიგელების გადაცემა და გერმანიის ახალი ელჩის ჩამობრძანება საქართველოში ეს იქნება შესაძლებლობა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები მოექცეს ნორმალურ ჩარჩოში და განვითარდეს ისე როგორც სჭირდება ჩვენს ქვეყანასაც და გერმანიასაც“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ცნობისთვის, ალექსანდრე კარტოზიას მიერ გერმანიის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ჩანიშვნის პარალელურად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდიდან წაიშალა ის გვერდი, სადაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად იყო მოხსენიებული.
1784643578
ახალი ამბებილევან მახაშვილი: გერმანია-საქართველოს ურთიერთობა სხვა რეჟიმში გადავიდა - ორმხრივ ურთიერთობებში ბევრი პოზიტიური იმპულსი წამოვიდა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა „დღის ქრონიკაში“ შეაფასა ალექსანდრე კარტოზიას მიერ გერმანიის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ჩანიშვნა და გერმან...
1784642179
საზოგადოებალევან მოსეშვილი: ჩვენ ახალ ავიამიმართულებებს ვამატებთ, მიზანი აუთვისებელი ბაზრების ათვისება და მაღალ მხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვაა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” გუნდი აქტიურად მუშაობს ახალი საერთაშორისო მიმართულებების დამატებაზე, მათ შორის იმ ბაზრებზე, სადაც საქართველ...
1784641811
ახალი ამბებილევან მახაშვილი: თუ იქნება ინტერესი და დავინახავთ მზაობას, რომ გერმანია, თუ სხვა ქვეყნები არიან გულწრფელად მზად ამ ურთიერთობის გადატვირთვისთვის, პოზიტიურ ჭრილში წაყვანისთვის, ყოველთვის კონსტრუქციულ როლს შევასრულებთ ამ პროცესში
„თუ იქნება ინტერესი და დავინახავთ მზაობას, რომ გერმანია, თუ სხვა ქვეყნები არიან გულწრფელად მზად ამ ურთიერთობის გადატვირთვისთვის, პოზიტიურ ჭრილში წაყვანისთვის, ყოველთვის კონსტრუქციულ როლს შევასრულებთ ა...
1784641300
ახალი ამბებიგარემოს ეროვნული სააგენტო 20-21 ივლისს თბილისში ძლიერი ინტენსივობის ნალექთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
„2026 წლის 20 ივლისის ღამის საათებიდან და 21 ივლისის დილამდე, ქ. თბილისის უმეტეს ტერიტორიაზე აღინიშნა სახიფათო მეტეოროლოგიური მოვლენების კატეგორიის ძლიერი ინტენსივობის ნალექი, რის შედეგადაც, ქალაქის ც...
1784640974
საზოგადოებათბილისის საქალაქო სასამართლოში საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე ბრალდების მხარის წერილობით მტკიცებულებებს იკვლევენ. პროკურატურის განცხადებით, საქმეშ...





























