ლევან მოსეშვილი: 2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადმა 3.6 მილიონს მიაღწია

„საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებიდან პირდაპირი ფრენების რაოდენობები და სიხშირეები იზრდება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოს საავიაციო ბაზარი სტაბილურად ვითარდება“, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ლევან მოსეშვილმა.

მისი განმარტებით, წლის პირველ ნახევარში სამივე საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადმა 3 600 000 მგზავრამდე შეადგინა.

„მთელს მსოფლიოში ავიაცია მზარდი სექტორია, საქართველოში განსაკუთრებით აღინიშნება ეს ზრდა. გასული წლის სტატისტიკური მაჩვენებლები, განხორციელებული ინვესტიციები და ავიაკომპანიის მხრიდან დაინტერესება ამის ნათელი მაგალითია. სხვადასხვა მსხვილი საავიაციო სექტორის წარმომადგენლების დაინტერესება საქართველოში ძალიან მზარდია და მოხარულები ვართ, რომ ამ მოთხოვნებს ფეხდაფეხ მივყვებით“, - განაცხადა მოსეშვილმა.

მისივე თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა როგორც აეროპორტების განვითარების მიმართულებით, ასევე ავიაკომპანიების დაინტერესებისა და მოლაპარაკებების კუთხით, რათა საქართველოში უფრო მეტი ფრენა განხორციელდეს და უფრო მეტი ავიაკომპანია იყოს წარმოდგენილი.

„ჩვენ ვვითარდებით როგორც აეროპორტების კუთხით, ასევე ავიაკომპანიების დაინტერესებისა და მოლაპარაკებების მიმართულებითაც აქტიურად ვმუშაობთ, რომ საქართველოში უფრო მეტი ფრენა შესრულდეს, უფრო მეტი ავიაკომპანია იყოს წარმოდგენილი და ჩვენს მგზავრებს ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ კომფორტულად, უსაფრთხოდ იმგზავრონ,“ - აღნიშნა მოსეშვილმა.

მისი განცხადებით, ავიაციის განვითარება პირდაპირ უკავშირდება ტურისტული სექტორის გაძლიერებას, ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და სტაბილურობას.

„ეს ყველაფერი საერთო ჯამში ქმნის იმ პაკეტს და იმ შეთავაზებას უცხოელებისთვის, რომ ქვეყანა სტაბილურად ვითარდება, ტურისტული სექტორი მზარდია, მზად ვართ, რომ ღირსეულად ვუმასპინძლოთ საერთაშორისო მოგზაურებს, კმაყოფილი დავაბრუნოთ თავიანთ ქვეყნებში და ისევ დაველოდოთ გაზრდილ მგზავრთნაკადს,“ - აღნიშნა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784643578

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: გერმანია-საქართველოს ურთიერთობა სხვა რეჟიმში გადავიდა - ორმხრივ ურთიერთობებში ბევრი პოზიტიური იმპულსი წამოვიდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა „დღის ქრონიკაში“ შეაფასა ალექსანდრე კარტოზიას მიერ გერმანიის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ჩანიშვნა და გერმან...

ლევან მახაშვილი

1784642179

საზოგადოება

ლევან მოსეშვილი: ჩვენ ახალ ავიამიმართულებებს ვამატებთ, მიზანი აუთვისებელი ბაზრების ათვისება და მაღალ მხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვაა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” გუნდი აქტიურად მუშაობს ახალი საერთაშორისო მიმართულებების დამატებაზე, მათ შორის იმ ბაზრებზე, სადაც საქართველ...

ლევან მოსეშვილ

1784641811

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: თუ იქნება ინტერესი და დავინახავთ მზაობას, რომ გერმანია, თუ სხვა ქვეყნები არიან გულწრფელად მზად ამ ურთიერთობის გადატვირთვისთვის, პოზიტიურ ჭრილში წაყვანისთვის, ყოველთვის კონსტრუქციულ როლს შევასრულებთ ამ პროცესში

„თუ იქნება ინტერესი და დავინახავთ მზაობას, რომ გერმანია, თუ სხვა ქვეყნები არიან გულწრფელად მზად ამ ურთიერთობის გადატვირთვისთვის, პოზიტიურ ჭრილში წაყვანისთვის, ყოველთვის კონსტრუქციულ როლს შევასრულებთ ა...

ლევან მახაშვილი

1784641300

ახალი ამბები

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-21 ივლისს თბილისში ძლიერი ინტენსივობის ნალექთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

„2026 წლის 20 ივლისის ღამის საათებიდან და 21 ივლისის დილამდე, ქ. თბილისის უმეტეს ტერიტორიაზე აღინიშნა სახიფათო მეტეოროლოგიური მოვლენების კატეგორიის ძლიერი ინტენსივობის ნალექი, რის შედეგადაც, ქალაქის ც...

გარემოს ეროვნული სააგენტო

1784640974

საზოგადოება

თბილისის საქალაქო სასამართლოში საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე ბრალდების მხარის წერილობით მტკიცებულებებს იკვლევენ. პროკურატურის განცხადებით, საქმეშ...

საქალაქო სასამართლო