კახა კალაძე: რატომ უნდა გაუხარდეს ვიღაცას, რომ ქვეყანას ვიზალიბერალიზაცია შეუწყდეს? ცუდია, როდესაც ამ სიკეთეს გართმევენ

„რატომ უნდა გაუხარდეს ვიღაცას, რომ ქვეყანას ვიზალიბერალიზაცია შეუწყდეს? ცუდია, როდესაც ამ სიკეთეს გართმევენ“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ.

მისი თქმით, საქართველოს ჯერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის მინიჭებასთან დაკავშირებით აშანტაჟებდნენ, შემდეგ კი აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებების გახსნა-არ გახსნის თემა იყო განსჯის საგანი.

„თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს იქნება უსამართლო და ქართველი ხალხის დასჯა. ცუდია, როდესაც ამ სიკეთეს გართმევენ. რატომ უნდა გაუხარდეს ვიღაცას, რომ ქვეყანას ვიზალიბერალიზაცია შეუწყდეს? წარმოუდგენელია. არ არის ეს სასიამოვნო, თუმცა მეორე მხარეს არის ქვეყნისა და ქართველი ხალხის ინტერესები, ჩვენი ქვეყნის მომავალი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შანტაჟი გრძელდება. პირველი იყო ევროინტეგრაციის მიმართულებით, კანდიდატის სტატუსის მონიჭება-არ მონიჭების საკითხი. გვახსოვს, როგორ აშანტაჟებდნენ ქვეყანას - მთელ რიგ ქვეყნებს, რომელთან შედარებით საქართველო ყველა კრიტერიუმით წინ არის, რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით, ეკონომიკური განვითარებით, სახელმწიფო ინსტიტუციების მდგრადობით, ყველა მიმართულებით წინ ვართ, საქართველოს არ მისცეს სტატუსი და იმ ქვეყნებს მისცეს. ეს იყო ერთგვარი იარაღი იმისთვის, რომ გამოეყენებინათ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. ქართველ ხალხს უთხრეს და მთელი პროპაგანდა ჰქონდათ ამის, თქვენ კარგი ხალხი ხართ, იმსახურებთ კანდიდატის სტატუსს, მაგრამ ხელისუფლება გყავთ ცუდიო. ეგონათ, რომ ხალხს გამოიყვანდნენ და სახელმწიფო გადატრიალებას მოაწყობდნენ. არ გამოუვიდათ, ჩაუვარდათ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე განმარტებით,ბოლო თემა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ იყენებენ,ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო გაუქმების საკითხია.

„შემდეგი თემა იყო მოლაპარაკებების გახსნა-არ გახსნის საკითხი. აქაც წარმოუდგენელ, აბსურდულ განცხადებებს ვისმენდით. რა თქმა უნდა, ესეც ჩაუვარდათ. ახლა, ბოლო თემა, რაც დარჩათ ხელში, უვიზო მიმოსვლის გაუქმების საკითხია და ამასაც იყენებენ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მეორე მხარეს არის ბევრად უმნიშვნელოვანესი საკითხები, რომლებიც პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასთან, ქვეყანაში გრძელვადიან მშვიდობასთან და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1753204872

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ბოლო წლების განმავლობაში არაერთი შემთხვევა გვინახავს, როდესაც მდიდარი „ენჯეოები“, მათი თანამშრომლები პირდაპირ ესხმიან თავს ეკლესიას

ბოლო წლების განმავლობაში არაერთი შემთხვევა გვინახავს, როდესაც მდიდარი „ენჯეოები“, მათი თანამშრომლები პირდაპირ ესხმიან თავს ეკლესიას, - განუცხადა „ქრონიკას“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯ...

ლევან მაჭავარიანი

1753202343

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: ის, რასაც საქართველოსგან ითხოვენ, არც დემოკრატიულია და საერთოდ არანაირ ფასეულობებთან არ არის თანხვედრაში

ის, რასაც საქართველოსგან ითხოვენ, არც დემოკრატიულია და საერთოდ არანაირ ფასეულობებთან არ არის თანხვედრაში, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკასთან“ ინტერვიუში. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ...

მაკა ბოჭორიშვილი

1753200389

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ს...

ირაკლი კობახიძე

1753197950

ახალი ამბები

„სახელმწიფო უნივერსიტეტის“ მეტროში ერთ-ერთი მგზავრი ჩახტა და გვირაბში გაიქცა

მეტროს საბურთალოს ხაზზე დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში მოძრაობა შეფერხებული იყო. არსებული ცნობით, ერთ-ერთი მგზავრი ლიანდაგებში ჩახტა და „ვაჟა-ფშაველას“ მიმართულებით გვირაბში გაიქცა. სატრანსპორტო კომ...

აა

1753197006

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საუკეთესო ორმხრივი თანამშრომლობის შედეგია განხორციელებული რეგიონული პროექტები, რომელთა მნიშვნელობა იზრდება შუა დერეფნის კონტექსტში

„საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სწორედ საუკეთესო ორმხრივი თანამშრომლობის შედეგია უმნიშვნელოვანესი რეგიონული პროექტები, რომლის განხორციელებაც ჩვენ ბოლო ათწლეულების მანძილზე შევძელით და დღეს მათი მნი...

მაკა ბოჭორიშვილი