ბერდია ჩანქსელიანი: ქუთაისი-ლენტეხი უშგულის მიმართულებით საგზაო მოძრაობა აღდგენილია, ამ დროისთვის კვლავ პრობლემად რჩება გზა ლენტეხი-ბავარის მიმართულებით, ვფიქრობ, დღის ბოლომდე ეს გზაც გახსნილი იქნება

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ქუთაისი-ლენტეხი უშგულის მიმართულებით საგზაო მოძრაობა ამ ეტაპზე აღდგენილია, ამ დროისთვის კვლავ პრობლემად რჩება გზა ლენტეხი-ბავარის მიმართულებით, - განაცხადა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანმა.

როგორც ბერდია ჩანქსელიანმა აღნიშნა, უხვმა ნალექმა ლენტეხის მუნიციპალიტეტში დიდი პრობლემები გამოიწვია.

„ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ქუთაისი-ლენტეხი უშგულის მიმართულებით საგზაო მოძრაობა ამ ეტაპზე აღდგენილია. ამ დროისთვის კვლავ პრობლემად რჩება გზა ლენტეხი-ბავარის მიმართულებით, სადაც მდინარემ დატოვა კალაპოტი და გადმოვიდა ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ასევე ხიდს შეუქმნა ძალიან დიდი პრობლემები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, ვფიქრობ, დღის ბოლომდე გზა გახსნილი იქნება. ასევე პრობლემებია და მიუვალია ორი სოფელი, ეს არის ლუჯი, სადაც ამ ეტაპზე ვიმყოფები და სოფელი ნაკიშერი“, - განაცხადა ბერდია ჩანქსელიანმა.

მისივე თქმით, უხვმა ნალექმა დააზიანა მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზების წმენდისა და აღდგენის პროცესი, ძალიან აქტიურად არის ჩართული გზების დეპარტამენტი, მადლობა მათ ამ ოპერატიულობისთვის. ტურისტებიც იყვნენ მოყოლილი მეწყერს შორის და საბედნიეროდ, ამ ეტაპზე ყველა ტურისტი გადაყვანილია სამშვიდობოს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შეიქმნა სტიქიის სალიკვიდაციო კომისია, რომელიც საგანგებო რეჟიმში მუშაობს, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდეს მიყენებული ზარალის შეფასება. რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია მუნიციპალიტეტთან და საკრებულოსთან ერთად, მუშაობს სრული მობილიზებით და აქტიურ კომუნიკაციაში ყველა შესაბამის უწყებასთან“, - განაცხადა ბერდია ჩანქსელიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1753204872

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ბოლო წლების განმავლობაში არაერთი შემთხვევა გვინახავს, როდესაც მდიდარი „ენჯეოები“, მათი თანამშრომლები პირდაპირ ესხმიან თავს ეკლესიას

ბოლო წლების განმავლობაში არაერთი შემთხვევა გვინახავს, როდესაც მდიდარი „ენჯეოები“, მათი თანამშრომლები პირდაპირ ესხმიან თავს ეკლესიას, - განუცხადა „ქრონიკას“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯ...

ლევან მაჭავარიანი

1753202343

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: ის, რასაც საქართველოსგან ითხოვენ, არც დემოკრატიულია და საერთოდ არანაირ ფასეულობებთან არ არის თანხვედრაში

ის, რასაც საქართველოსგან ითხოვენ, არც დემოკრატიულია და საერთოდ არანაირ ფასეულობებთან არ არის თანხვედრაში, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკასთან“ ინტერვიუში. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ...

მაკა ბოჭორიშვილი

1753200389

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ს...

ირაკლი კობახიძე

1753197950

ახალი ამბები

„სახელმწიფო უნივერსიტეტის“ მეტროში ერთ-ერთი მგზავრი ჩახტა და გვირაბში გაიქცა

მეტროს საბურთალოს ხაზზე დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში მოძრაობა შეფერხებული იყო. არსებული ცნობით, ერთ-ერთი მგზავრი ლიანდაგებში ჩახტა და „ვაჟა-ფშაველას“ მიმართულებით გვირაბში გაიქცა. სატრანსპორტო კომ...

აა

1753197006

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საუკეთესო ორმხრივი თანამშრომლობის შედეგია განხორციელებული რეგიონული პროექტები, რომელთა მნიშვნელობა იზრდება შუა დერეფნის კონტექსტში

„საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სწორედ საუკეთესო ორმხრივი თანამშრომლობის შედეგია უმნიშვნელოვანესი რეგიონული პროექტები, რომლის განხორციელებაც ჩვენ ბოლო ათწლეულების მანძილზე შევძელით და დღეს მათი მნი...

მაკა ბოჭორიშვილი