მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საუკეთესო ორმხრივი თანამშრომლობის შედეგია განხორციელებული რეგიონული პროექტები, რომელთა მნიშვნელობა იზრდება შუა დერეფნის კონტექსტში

„საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სწორედ საუკეთესო ორმხრივი თანამშრომლობის შედეგია უმნიშვნელოვანესი რეგიონული პროექტები, რომლის განხორციელებაც ჩვენ ბოლო ათწლეულების მანძილზე შევძელით და დღეს მათი მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება, სწორედ შუა დერეფნის კონტექსტში“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჯეიჰუნ ბაირამოვთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზურუმის გაზსადენი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა არის იმ პროექტების არასრული ჩამონათვალი, რომლებიც ხორციელდება და რომლებსაც კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს დღეს, ვიდრე მაშინ, როდესაც დაიწყო ამ პროექტების განხორციელება.
„ის საუკეთესო მაგალითები, რომლებიც სწორედ ამ პროექტების განხორციელებით შევქმენით, კარგი საფუძველია, რათა უფრო მეტი დავაშენოთ, უფრო მეტი რეგიონული პროექტი განვახორციელოთ. ამ კონტექსტში ალბათ უნდა აღინიშნოს სამმხრივი თანამშრომლობა, რომელიც საქართველოს-აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის არის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი და ამ კონტექსტშიც საქართველო დიდ ყურადღებას აქცევს სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობის გაძლიერებას“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
1753215878
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონს ყველაზე მაღალი სახალხო მხარდაჭერა აქვს, ევროკავშირის საელჩოს კონტრაქტორი ორგანიზაციები პირდაპირ თავს დაესხნენ საპატრიარქოს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონს ყველაზე მაღალი სახალხო მხარდაჭერა აქვს. როგორც პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა...
1753214518
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: როგორც ჩანს, კვლავ ვიხილავთ ევროკავშირის ელჩს, რომელიც გამოვა და თავისი ცნობილი ლოზუნგით, „წინ, საქართველო, წინ“, საარჩევნო კამპანიას ჩაუტარებს ოპოზიციას
„როგორც ჩანს, კვლავ ვიხილავთ ევროკავშირის ელჩს, რომელიც გამოვა და თავისი ცნობილი ლოზუნგით - „წინ, საქართველო, წინ“, ალბათ საარჩევნო კამპანიას ჩაუტარებს ოპოზიციას“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტ...
1753212663
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ტრამპის გამარჯვების შემდეგ, დღეს აშშ საუბრობს მშვიდობაზე და მილიტარისტული, ომის რიტორიკა აქვთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, აბსოლუტური გადანაცვლება მოხდა
მგონი, ხელის გულზე დევს ის, რაც ხდება მსოფლიო პოლიტიკაში. მას შემდეგ, რაც ტრამპმა გაიმარჯვა, დღეს მშვიდობაზე საუბრობს აშშ და მილიტარისტული, ომის რიტორიკა აქვთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს. აბსოლუტური გა...
1753210934
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის ელჩმა თქვა, 31 აგვისტო ბოლო ვადაა, შეიძლება, უვიზო მიმოსვლა შეწყდესო, 00:00 საათზე ფაეტონი იქცევა გოგრად - ასეთი რაღაცები არ ხდება სტრუქტურებში გადაწყვეტილებების მიღებისას
„ევროკავშირის ელჩმა თქვა, რომ 31 აგვისტო არის ბოლო ვადა, რაც ნიშნავს, რომ პირველი სექტემბრიდან შეიძლება, უვიზო მიმოსვლა შეწყდესო, რაც გაავრცელა ევროკავშირის ელჩმა, არის აბსოლუტური დეზინფორმაცია“, - ამ...
1753210239
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: არის მცდელობა, უვიზო მიმოსვლის საკითხი გამოყენებული იქნეს საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად, რომლის მიზანიც საბოლოო ჯამში ხელისუფლების შეცვლაა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არის მცდელობა, უვიზო მიმოსვლის საკითხი გამოყენებული იქნეს საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად, რომლის მიზანი საბოლოო ჯამში...