კახა კალაძე: საქართველოს მოუწია ბეწვის ხიდზე გავლა, იყო იმის საფრთხე, რომ ქვეყანას სახელმწიფოებრიობა დაეკარგა

„ჩვენი მხრიდან არ იყო მარტივი ის, რომ არ გადავდგით ნაბიჯი და მავანს არ მივეცით შესაძლებლობა, რომ ჩვენი ქვეყანა გამოყენებული ყოფილიყო სხვა რომელიღაც დიდი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად და ამისთვის შეგვეწირა სამშობლო და ჩვენი ხალხი. ეს არ იყო მარტივი, ამას ახლდა ძალიან ბევრი მუქარა, შანტაჟი, რომელიც დღესაც გრძელდება, შეურაცხყოფა. დღეს, როდესაც ვსაუბრობთ, თუ რა გზის გავლა მოგვიწია, მართლაც ბეწვის ხიდზე გავიარეთ“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ „ღამის კურიერის“ პირდაპირ ეთერში.
კალაძის თქმით, ქვეყნის ხელისუფლება პრაგმატული პოლიტიკით იცავს საქართველოს ინტერესებს.
„ზუსტად იმ პრაგმატული პოლიტიკის შედეგია, რასაც «ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო» ატარებს, რომ ვიცავთ ქვეყნის ინტერესს. ამ პოლიტიკის გატარების დროს ქვეყნის შიგნითაც უამრავი შეურაცხყოფა მივიღეთ, ბევრი ადამიანი ვერ გაერკვა, თუ რა ხდებოდა და რა პროცესები მიმდინარეობდა. დღეს კი ყველაფერი ხელის გულზე დევს და არჩევანი და ანალიზი მარტივი გასაკეთებელია. მაგრამ როდესაც ამ ყველაფერზე ვსაუბრობდით, ბევრს არ სჯეროდა, თუ რა გლობალური ომის პარტიაზე და რა „დიფ სთეითზე“ ვსაუბრობთ. დღეს აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი გამოდის და პირდაპირ ამბობს, რომ მისი მთავარი ამოცანაა „დიფ სთეითის“ დამარცხება და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს და ვგულშემატკივრობთ პრეზიდენტ ტრამპს ამ ბრძოლაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, საქართველოს რომ შეცდომა დაეშვა და ხელისუფლებას არასწორი ნაბიჯი გადაედგა, კერძოდ გაეხსნა მეორე ფრონტი, მიერთებოდა სანქციებს, დღეს ქვეყანაში კატასტროფული მდგომარეობა იქნებოდა და შესაძლოა, სახელმწიფოებრიობაც დაეკარგა.
1743006442
ახალი ამბებიოთარ გრიგოლია: შეფასებები თითქოს აქციები იყო მშვიდობიანი, არის უპასუხისმგებლო და რადიკალურ ჯგუფებს აგრესიული ქმედებებისკენ უბიძგებს
„ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, რომ ფაქტობრივ უზუსტობებსა და ცალმხრივ შეფასებებზე დაფუძნებული ასეთი ანგარიშები საქართველოს უარყოფით კონტექსტში წარმოაჩენს და კიდევ უფრო აღრმავებს პოლარიზაციას ჩვენს ქვეყა...
1743004769
საზოგადოება„ნაცმოძრაობა უნდა აიკრძალოს, ყველა „ნაცს“ უნდა აეკრძალოს პოლიტიკასა და მედიაში და საჯარო სამსახურებში მუშაობა“ - სვიმონ ჯანგულაშვილი
„ნაციონალური მოძრაობა უნდა აიკრძალოს. ყველა ნაცს უნდა აეკრძალოს პოლიტიკასა და მედიაში და საჯარო სამსახურებში მუშაობა“ - წერს საზოგადოება ქართულის თანადამფუძნებელი, დიროჟორი სვიმონ ჯანგულაშვილი და პარ...
1743003590
ახალი ამბებიზაალ ანჯაფარიძე 2008 წლის ომზე: კონფლიქტის ზონაში ხალხის ჩატოვების რეალური მიზეზი ის გახლდათ, რომ ყოფილიყო მსხვერპლი და შემდეგ ნაცებს ეს „კარტინკები“ მსოფლიოსთვის ეჩვენებინათ
ვაშაძისეულ [იკითხე ნაცების] ვერსიას მხოლოდ გულუბრყვილო ხალხი თუ შეუძლია შეაცდინოს, - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს, გრიგოლ ვაშაძეს, რომელმაც კითხვაზე - რატომ ა...
1743001168
მსოფლიობენიამინ ნეთანიაჰუ - დემოკრატია საფრთხეში არ არის, საფრთხე „დიფ სთეითს“ ემუქრება
დემოკრატია საფრთხეში არ არის, საფრთხე „დიფ სთეითს“ ემუქრება – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქნესეთში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ისრაელი იყო და დარჩება დემოკრატიად....
1742999993
საზოგადოებამარიამ ლაშხი გერმანიის მხრიდან შემოღებულ სანქციებზე: საქართველო პატივს სცემს ნებისმიერი ქვეყნის შიდა საიმიგრაციო პოლიტიკას, თუმცა ეს არ უნდა გამოიყენებოდეს პოლიტიკური მანიპულაციისთვის
უშედეგო მანიპულაცია - ასე გამოეხმაურა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი გერმანიის მხრიდან სანქციების დაწესებას და კონკრეტულ ქმედებებს...