კახა კალაძე საქართველოს შესახებ მორიგ რეზოლუციაზე: ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ქართველი ხალხია და არა გარე ძალები, ისე როგორც ეს წლების წინ იყო
თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა საქართველოს შესახებ მორიგ რეზოლუციას, რომელსაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა.
მისივე განმარტებით, აღნიშნული რეზოლუციაც, წინა ვარიანტის მსგავსად, ტყუილითა და ცილისწამებითაა გაჯერებული.
„პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ამ ტიპის რეზოლუცია მიიღება. გულდასაწყვეტია ასეთ სამარცხვინო რეზოლუციას რომ უჭერს მხარს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა. აღნიშნულ ინსტიტუციას იწვევენ იმისთვის, რომ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, დააკვირდნენ არჩევნებს. როდესაც ისეთ რეზოლუციას იღებ, რაც ტყუილებითაა გაჯერებული რომელ არჩევნების დაკვირვებაზეა საუბარი. როგორ უნდა მოიწვიო ეს ორგანიზაცია არჩევნების შესაფასებლად“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, აგენტურული ქსელის წარმომადგენლებს არ მიეცემათ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, რაც ქვეყანას გარე ძალების გავლენებისგან დაიცავს.
„სხვა ქვეყნის იტერესები აქ არ გატარდება. პირველ რიგში, ქართული სახელმწიფოებრიობა დგას. ვეღარ იქნება ის, რაც 2012 წლამდე ხდებოდა - სქართველოზე ნებისმიერი უცხოელის სულელურ განცხადებას ჭეშმარიტებად იღებდნენ. ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ქართველი ხალხია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, ვინ იქნება ქვეყნის სათავეში და არა გარე ძალები, როგორც ეს ადრე ხდებოდა.
კონკრეტული საერთაშორისო ორგანიზაციები შემჩნეულნი არიან საქართველოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში. როდესაც პრეზიდენტი ტრამპი გამოვიდა და ამ ორგანიზაციებს დაარქვა შესაბამისი სახელი და ისაუბრა იმაზე, რაზეც წლების წინ ვსაუბროდით, ეს ყველაფერი მიივიწყეს. ამ ადამიანებს არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ სხვა დიდი ქვეყნის ინტერესები გაატარონ საქართველოში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
1784025434
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: ამ რეზოლუციით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა გასცდა თავის მანდატს და ეს არის ძალიან საშიში პრეცედენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოზე მიღებულ რეზოლუციას ეხმიანება და აცხადებს, რომ...
1784024628
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ეუთო იყო ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი, სადაც არ ვრცელდებოდა გლობალური ომის პარტიის გავლენები, მაგრამ როგორც ჩანს, ისიც დაეცა
ეუთო იყო ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი, სადაც არ ვრცელდებოდა გლობალური ომის პარტიის გავლენები, მაგრამ, როგორც ჩანს, ისიც დაეცა, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძ...
1784021760
ახალი ამბებიკახა კალაძე: ქვეყანაში არა პოლიტიკური პატიმრები, არამედ გვყავს კონკრეტული დამნაშავეები, რომლებიც რევოლუციას გეგმავდნენ, პოლიციელებს სცემდნენ, ქვებს ესროდნენ
„ყველაფერს თავის სახელი უნდა დავარქვათ. ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, სადაც მან უპასუხა კითხვას ამერიკული გამოცემის Washi...
1784020536
ახალი ამბებიირაკლი რუხაძე: ჩვენი მთავარი დამცველი, სიტყვის თავისუფლების საქართველოში, ნიკა გვარამია, იყო ადამიანი, რომელიც დარბოდა იმის გამო, რომ „იმედის“ აღება „გაეპრავებინათ“
„ფუნდამენტური ჩვენი მთავარი დამცველი, სიტყვის თავისუფლების საქართველოში ნიკა გვარამია, იყო ადამიანი, რომელიც დარბოდა იმის გამო, რომ „იმედის“ აღება გაეპრავებინათ“, - ამის შესახებ ბიზნესმენმა, ირაკლი რუ...
1784020469
ახალი ამბებიირაკლი რუხაძე: აბსოლუტურად არ მჯერა და სიგიჟე არის, რომ ბიძინა ივანიშვილს ეს ქვეყანა მიჰყავს რუსეთისკენ
ირაკლი რუხაძე პოდკასტში „საქართველოს დაბადება“ ბიზნესმენის და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ საუბრობს და აბსურდულად და „სიგიჟედ“ მიიჩნევს მოსაზრებას, თითქოს მას საქართველო...































