კახა კალაძე: თბილისი ჩვენი საერთო სახლია და მისი მოვლა მხოლოდ მერიის საქმე ვერ იქნება - რაც ერთად შევქმენით, ერთად გავუფრთხილდეთ
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას მოუწოდა, გაუფრთხილდნენ იმ ინფრასტრუქტურას, რომელიც მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურმა თბილისელებისთვის მოაწყო. ამ თემაზე მან შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ განახლებული ტექნიკის პრეზენტაციაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ გამოხატა წუხილი იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ქალაქში ჯერ კიდევ რჩება ვანდალიზმის ფაქტები.
„მინდა, თითოეულ თბილისელს მივმართო ერთი თხოვნით - რაც ერთად შევქმენით, ერთად გავუფრთხილდეთ. არცერთი სკვერი, პარკი, საბავშვო ატრაქციონი და არცერთი დარგული ხე მხოლოდ მერიის არ არის. ეს ჩვენი შვილების, ოჯახების და თითოეული თბილისელის საკუთრებაა. სამწუხაროდ, ვანდალიზმის ფაქტები ჯერ კიდევ გვაქვს ქალაქში, რაც ძალიან გულდასაწყვეტია. ვანდალიზმი მხოლოდ მუნიციპალური ქონების დაზიანება არ არის. ეს არის უპატივცემულობა საკუთარი ქალაქის, მეზობლების და შვილების მომავლის მიმართ. თბილისი ჩვენი საერთო სახლია და მისი მოვლა მხოლოდ მერიის საქმე ვერ იქნება. ქალაქი მაშინ იქნება მართლაც ევროპული, როდესაც თითოეული ჩვენგანი იგრძნობს პასუხისმგებლობას იმ გარემოს მიმართ, სადაც ვცხოვრობთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, მუნიციპალიტეტი მწვანე სივრცეების მოწყობასა და განახლებას მომავალშიც აქტიურად განაგრძობს.
„ჩვენ მომავალშიც ისეთივე პასუხისმგებლობით განვაგრძობთ თბილისის გამწვანებასა და ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემოს შექმნაზე, როგორც ამას ბოლო წლების განმავლობაში ვაკეთებდით. ჩვენი მიზანია, თბილისი იყოს ქალაქი, რომლითაც თითოეული თბილისელი იამაყებს; ქალაქი, სადაც სისუფთავე, წესრიგი, სიმწვანე და ადამიანზე ზრუნვა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, რადგან ქალაქის სიყვარული სიტყვებით კი არ იზომება, არამედ ყოველდღიური შრომით, პასუხისმგებლობითა და გაფრთხილებით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
1784030887
ახალი ამბებიჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული ონისე ცხადაძის ძმა პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე: რატი იონათამიშვილი იყო ჩხუბში ჩართული, რაღაც მომენტში ხელი ჰკრეს და კინაღამ გააკვრევინა მანქანას პირველ სიჩქარეში
ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული ონისე ცხადაძის ძმა, სანდრო ცხადაძე მისი და „ისაუბრეს“ ერთობლივ იუმორისტულ გადაცემაში საქართველოს პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებას სარკასტულად გამოეხმაურა. ცხადაძემ მ...
1784030103
ახალი ამბებიპრემიერი: გასული 12 თვის განმავლობაში საქართველოდან ჩვენ მოვახერხეთ იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტის გაძევება, ვიდრე ეს მოხდა გასული 10 წლის განმავლობაში, წლევანდელი გეგმა არის კიდევ უფრო ამბიციური
უხეში დათვლით, დაახლოებით, 20 000 არალეგალი მიგრანტი იყო შარშანდელი მდგომარეობით საქართველოში და ამ პრობლემასთან გასამკლავებლად ჩვენ დავიწყეთ ძალიან აქტიურად პროცესების დაგეგმვა, - განაცხადა საქართველ...
1784028158
ახალი ამბებიპრემიერი: ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა, ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ ნებასთან დაპირისპირება, ეს არ არის სწორი და სამართლიანი მიდგომა
„სამწუხაროდ, ეუთოც აღმოჩნდა ჩართული იმ კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართველ ხალხზე თავდასხმა, ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ ნებასთან დაპირისპირება, ეს არ არის სწორი და სამართლიანი მიდგომა“,...
1784027265
ახალი ამბებისახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა
სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია ავრცელებს. „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის...
1784025534
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე: გრძელდება გაბუტვის რეჟიმი, საუბრობენ „შუა დერეფანზე“, არ საუბრობენ საქართველოზე, რომელიც საკვანძო ქვეყანაა შუა კორიდორში, რა თქმა უნდა, ეს საბავშვო ბაღი ადრე თუ გვიან დამთავრდება
„ესეც არის გაბუტული რეჟიმის ნაწილი და ისინი ვერ გამოვიდნენ იმ მდგომარეობიდან და ვერ გვპატიობენ, რომ ჩვენ არ გამოვაყენებინეთ საქართველო პროქსი ქვეყნად ისევე, როგორც გამოიყენეს უკრაინა“, - ასე ეხმაურება...






























