კახა კალაძე: სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ჩვენი ქვეყნის შიგნით პოლიტიკას ვერ გააკეთებენ, შეეგუეთ ამას
„სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ჩვენი ქვეყნის შიგნით პოლიტიკას ვერ გააკეთებენ. შეეგუეთ ამ ყველაფერს“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანის
მიერ ახალი პარტიის დაფუძნების ფაქტს.
მისი თქმით, ყიფიანი კარგი მაგალითია იმისა, რომ საქართველოში არსებობს აგენტურული ქსელი, რომლის წარმომადგენლებიც დავალებებს გარედან იღებენ.
„ეს ადამიანი ძალიან კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ ემსახურებიან „დიფ სთეითს“ თავისი წარსულითა და საქმიანობით. არაფერი იმალება, ყველაფერი ცხადი და ნათელია. საქართველოს ხელისუფლება გადადგამს ისეთ ნაბიჯებს და გაატარებს ისეთ პოლიტიკას, სადაც, პირველ რიგში, ჩვენი სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის ინტერესები იქნება დაცული. ეს არის რეალობა და ის პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მომავალშიც განაგრძობს თავისი ქმედებებითა და ნაბიჯებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე განმარტებით, დასრულდა ის დრო, როდესაც ქართველი ხალხის ნაცვლად გადაწყვეტილებებს სხვა ქვეყნის წარმომადგენლები იღებდნენ.
„ქვეყანაში არჩევნები ტარდება სამართლიანად და ყველა პოლიტიკურ სუბიექტს აქვს შესაძლებლობა, საკუთარი საარჩევნო კამპანია აწარმოოს. რა თქმა უნდა, აგენტურა შეზღუდული იქნება მომავალშიც. სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ჩვენი ქვეყნის შიგნით პოლიტიკას ვერ გააკეთებენ. შეეგუეთ ამას, რადგან ეს ყველაფერი
დარჩა წარსულში. ასევე, ისიც, ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენელი, ან პოლიტიკოსი რაღაც განცხადებას გააკეთებდა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, ამას სრულ ჭეშმარიტებად და 100%-იან მოცემულობად ვიღებდით. ეს ვეღარ იქნება. დაივიწყეთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
კითხვაზე - ახალი პარტია არის თუ არა ანგარიშგასაწევი, კახა კალაძე პასუხობს, რომ ყველამ კარგად იცის, ვინ საიდან ფინანსდება და ვის დავალებებს ასრულებს.
„ქვეყანაში გვყავს აგენტურის წარმომადგენლები, რომლებიც იმართებიან გარე ძალებით. მათ ჰყავთ გარე პატრონები, იღებენ მითითებებს, დავალებებს და მოქმედებენ შესაბამისად. რა თქმა უნდა, ყველაფერი გარკვეულია და ცხადია. ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით, ვინ რით სუნთქავს, ვინ საიდან ფინანსდება, ვის რა მითითებებს აძლევენ“, - განმარტა კახა კალაძემ.
1785835355
ახალი ამბებიცხინვალში ე.წ. მილიციამ იარაღი და საბრძოლო მასალები ამოიღო
ცხინვალის ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა ქალაქის 59 წლის მკვიდრის ბინაში იარაღი და საბრძოლო მასალებია აღმოაჩინეს. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება. „ამოღებულია 7,62 კალიბრის „კალაშნიკოვის“ ტიპის ავტ...
1785834517
საზოგადოებასაზამთროს და ნესვის ნიმუშებში ნიტრატების შემცველობაზე დარღვევა არ გამოვლინდა
სურსათის ეროვნული სააგენტო სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ ბაღჩეულ კულტურებს - საზამთროს და ნესვს, ნიტრატების შემცველობაზე ამოწმებს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „დღეის მდგომარეობით...
1785834257
ახალი ამბებინინო წილოსანი: საკუთარ ქვეყანაში ომისა და ოკუპაციის დროს დუმხარ, რუსულ კაპიტალს ტაშს უკრავ და 2022 წლიდან უცებ „მთავარი რუსოფობი“ ხდები - აი, ეს არის რადიკალური ჯგუფების და ოპოზიციის სახე!
„საკუთარ ქვეყანაში ომისა და ოკუპაციის დროს დუმხარ, რუსულ კაპიტალს ტაშს უკრავ და 2022 წლიდან უცებ „მთავარი რუსოფობი“ ხდები - აი, ეს არის რადიკალური ჯგუფების და ოპოზიციის სახე!“, - წერს სოციალურ ქსელში...
1785833428
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: ევროპული ფეხბურთი შეიძლება აღმოჩნდეს უკიდურესად სახიფათო პრეცედენტის წინაშე, როდესაც ევროტურნირების მატჩების ბედი უკვე სპორტული შედეგებით კი არა, ადმინისტრაციული ბარიერებით განისაზღვრება
„ნებისმიერი გუნდი უნდა აგებდეს ან იგებდეს ფეხბურთის მოედანზე და არა სავიზო შტამპის მოლოდინში, რომელიმე პოლიტიკური სისტემის ახირების გამო“, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვი...
1785830383
მსოფლიოპეტერ მადიარი: უნგრეთს შეუძლია თავიდან აიცილოს თავისი ატომური ელექტროსადგურის სრული დახურვა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ „პაკშის“ ატომურ ელექტროსადგურს სრულ გათიშვამდე „რამდენიმე მილიმეტრი“ აშორებდა, თუმცა დუნაიში წყლის დონემ ოდნავ მოიმატა. ამის შესახებ მან საკუთა...






























