ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: რუსეთის მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა ცალმხრივად აღუდგინეს, გადასცეს ჩვენი სტრატეგიული ობიექტები, ხელი მოუწერეს რეზოლუციაზე, სადაც ჩვენს გმირ სამხედროებს დააბრალეს ომის დაწყება
„ჩვენთვის, „ქართული ოცნებისთვის“ და ჩვენი მომხრეებისთვის, რუსეთი ოკუპანტი იყო 2008 წლის ომის შემდეგაც და რუსეთი ოკუპანტია დღესაც“, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
ის რუსოფობებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადებას და ამ საკითხზე ოპოზიციის სპეკულაციებს გამოეხმაურა.
ლევან მაჭავარიანის თქმით, ოპოზიცია 2008 წელსაც და მის მერეც ასრულებდა გარე დავალებებს.
„ეს არის აგენტის ხვედრი. იქიდან გამომდინარე, რომ იმ დროს არ იდგა დღის წესრიგში რუსეთის ასეთი გაშავება გარე ძალების მხრიდან, შესაბამისად, აგენტურას საქართველოში დაავალეს ის მესიჯბოქსი, რა მესიჯბოქსითაც ისინი მოქმედებდნენ. კარგად გახსოვთ, რომ მათ ხმა მისცეს ომიდან სულ მალე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანება. მათ აღუდგინეს უვიზო მიმოსვლა ცალმხრივად რუსეთის მოქალაქეებს. გადასცეს ჩვენი სტრატეგიული ობიექტები რუსეთის სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულ კომპანიებს. დავალების მიხედვით, მათ ხელი მოუწერეს რეზოლუციაზე, სადაც ჩვენს გმირ სამხედროებს დააბრალეს ომის დაწყება და დანაშაულების ჩადენა. ყველას შევახსენებ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოვიგეთ სტრასბურგის სასამართლოსა და ჰააგის სასამართლოებში პროცესები. ჩვენთვის, „ქართული ოცნებისთვის“ და ჩვენი მომხრეებისთვის, რუსეთი ოკუპანტი იყო 2008 წლის ომის შემდეგაც და რუსეთი ოკუპანტია დღესაც“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
1785838025
ახალი ამბებითორნიკე ფაღავა: ოპოზიციისთვის ამოსავალი წერტილია გარე პატრონების ინტერესები
„ქართული ოცნების“ დეპუტატი თორნიკე ფაღავა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წერილს ეხმიანება და ყურადღებას ამახვილებს 2008 წლის ომის შემდეგ იმდროინდელი ხელისუფლების დამოკიდებულებაზე, რომელიც გარე პატრო...
1785837580
ახალი ამბებიკახა კალაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ არის წარსულის პარტია
„ნაციონალური მოძრაობა“ არ არის საინტერესო, ეს არის წარსულის პარტია“, - ამის თაობაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ 5 აგვისტოს დაგეგმილი პარტიული ყრილობის შესახებ ჟურნალისტებთან სა...
1785835355
ახალი ამბებიცხინვალში ე.წ. მილიციამ იარაღი და საბრძოლო მასალები ამოიღო
ცხინვალის ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა ქალაქის 59 წლის მკვიდრის ბინაში იარაღი და საბრძოლო მასალებია აღმოაჩინეს. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება. „ამოღებულია 7,62 კალიბრის „კალაშნიკოვის“ ტიპის ავტ...
1785834517
საზოგადოებასაზამთროს და ნესვის ნიმუშებში ნიტრატების შემცველობაზე დარღვევა არ გამოვლინდა
სურსათის ეროვნული სააგენტო სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ ბაღჩეულ კულტურებს - საზამთროს და ნესვს, ნიტრატების შემცველობაზე ამოწმებს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „დღეის მდგომარეობით...
1785834257
ახალი ამბებინინო წილოსანი: საკუთარ ქვეყანაში ომისა და ოკუპაციის დროს დუმხარ, რუსულ კაპიტალს ტაშს უკრავ და 2022 წლიდან უცებ „მთავარი რუსოფობი“ ხდები - აი, ეს არის რადიკალური ჯგუფების და ოპოზიციის სახე!
„საკუთარ ქვეყანაში ომისა და ოკუპაციის დროს დუმხარ, რუსულ კაპიტალს ტაშს უკრავ და 2022 წლიდან უცებ „მთავარი რუსოფობი“ ხდები - აი, ეს არის რადიკალური ჯგუფების და ოპოზიციის სახე!“, - წერს სოციალურ ქსელში...






























