თორნიკე ფაღავა: ოპოზიციისთვის ამოსავალი წერტილია გარე პატრონების ინტერესები
„ქართული ოცნების“ დეპუტატი თორნიკე ფაღავა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წერილს ეხმიანება და ყურადღებას ამახვილებს 2008 წლის ომის შემდეგ იმდროინდელი ხელისუფლების დამოკიდებულებაზე, რომელიც გარე პატრონების დავალების შესაბამისად, უკრაინის ომის შემდეგ შეიცვალა.
ფაღავას განმარტებით, მას შემდეგ, რაც გარე პატრონებს რუსეთთან კონფრონტაცია დასჭირდათ, ოპოზიციამ შეცვალა დამოკიდებულება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ინტერესები მათთვის უმნიშვნელოა.
„პრემიერმა ძალიან საინტერესო და ვრცელი წერილი გამოაქვეყნა და ყველაზე მნიშვნელოვანი ამ წერილში იყო აქცენტი, რომელიც დაისვა დასასრულს - რატომ მოქმედებდა მაშინდელი ხელისუფლება და ახლანდელი ოპოზიცია 2008 წლის ომის შემდეგ იმდაგვარად, როგორც მოქმედებდა, რატომ იყო ღია ქართული ეკონომიკა რუსული ინვესტიციებისთვის, რატომ მიჰყიდა იმდროინდელმა ხელისუფლებამ სტრატეგიული ობიექტები რუსულ მთავრობას ფა რატომ არ ჰქონდა მაშინ რუსულ ფულს სუნი. რატომ მოხდა ისე, რომ როდესაც უკრაინას დაესხნენ თავს, მთელი ყოფილი ხელისუფლება გადაიქცა ანტირუსულ პოლიტიკურ ძალად. მაშინ, როდესაც მათ პატრონებს სჭირდებოდათ რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკა, მაშინ, როდესაც მათ პატრონებს სჭირდებოდათ რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობები, იმ დროინდელმა ხელისუფლებამ უგულებელყო ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესები და მათი პატრონების ინტერესებს დაუჭირეს მხარი. მაშინ როდესაც, ანუ დღეს, მათ პატრონებს სჭირდებათ რუსეთთან კონფრონტაცია, მაშინ, როდესაც მათ პატრონებს სჭირდებათ რუსეთთან სამხედრო ესკალაცია, ისინი ამჯერადაც უარს ამბობენ საკუთარი სამშობლოს, ფორმალურად საკუთარი სამშობლოს - თორემ, ისინი უსამშობლოები არიან - სახელმწიფო ინტერესებზე, არაფრად მიიჩნევენ ჩვენი ქვეყნის ეგზისტენციალურ ინტერესებს და დღეს ისინი უჭერენ მხარს რუსეთთან ესკალაციას და სამხედრო დაპირისპირებას. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ მათთვის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს სახელმწიფო ინტერესები არაფერს ნიშნავს და მათთვის მთავარი და ამოსავალი წერტილი არის მათი გარე პატრონების ინტერესები“, - აღნიშნა ფაღავამ.
1785835355
ახალი ამბებიცხინვალში ე.წ. მილიციამ იარაღი და საბრძოლო მასალები ამოიღო
ცხინვალის ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა ქალაქის 59 წლის მკვიდრის ბინაში იარაღი და საბრძოლო მასალებია აღმოაჩინეს. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება. „ამოღებულია 7,62 კალიბრის „კალაშნიკოვის“ ტიპის ავტ...
1785834517
საზოგადოებასაზამთროს და ნესვის ნიმუშებში ნიტრატების შემცველობაზე დარღვევა არ გამოვლინდა
სურსათის ეროვნული სააგენტო სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ ბაღჩეულ კულტურებს - საზამთროს და ნესვს, ნიტრატების შემცველობაზე ამოწმებს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „დღეის მდგომარეობით...
1785834257
ახალი ამბებინინო წილოსანი: საკუთარ ქვეყანაში ომისა და ოკუპაციის დროს დუმხარ, რუსულ კაპიტალს ტაშს უკრავ და 2022 წლიდან უცებ „მთავარი რუსოფობი“ ხდები - აი, ეს არის რადიკალური ჯგუფების და ოპოზიციის სახე!
„საკუთარ ქვეყანაში ომისა და ოკუპაციის დროს დუმხარ, რუსულ კაპიტალს ტაშს უკრავ და 2022 წლიდან უცებ „მთავარი რუსოფობი“ ხდები - აი, ეს არის რადიკალური ჯგუფების და ოპოზიციის სახე!“, - წერს სოციალურ ქსელში...
1785833428
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: ევროპული ფეხბურთი შეიძლება აღმოჩნდეს უკიდურესად სახიფათო პრეცედენტის წინაშე, როდესაც ევროტურნირების მატჩების ბედი უკვე სპორტული შედეგებით კი არა, ადმინისტრაციული ბარიერებით განისაზღვრება
„ნებისმიერი გუნდი უნდა აგებდეს ან იგებდეს ფეხბურთის მოედანზე და არა სავიზო შტამპის მოლოდინში, რომელიმე პოლიტიკური სისტემის ახირების გამო“, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვი...
1785830383
მსოფლიოპეტერ მადიარი: უნგრეთს შეუძლია თავიდან აიცილოს თავისი ატომური ელექტროსადგურის სრული დახურვა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ „პაკშის“ ატომურ ელექტროსადგურს სრულ გათიშვამდე „რამდენიმე მილიმეტრი“ აშორებდა, თუმცა დუნაიში წყლის დონემ ოდნავ მოიმატა. ამის შესახებ მან საკუთა...






























