კახა კალაძე სპორტსმენებს: გახსოვდეთ, რომ თქვენი წარმატება ჩვენი ქვეყნის წარმატებაა, ჩემი სახით კი ძალიან დიდი გულშემატკივარი გყავთ
თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, თბილისელი სპორტსმენების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
სპორტის სხვადასხვა სახეობაში მიღწეული შედეგებისთვის ამჯერად 231 სპორტსმენი დაჯილდოვდა. ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების პრიზიორებს, თბილისის მერიის სახელით, ფულადი ჯილდოები და სიმბოლური პრიზები გადაეცათ.
ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაესწრო და საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
„მეამაყება, რომ დღეს თქვენს წინაშე ვდგავარ, როგორც თბილისის მერი და სპორტის დიდი ქომაგი. მეამაყება ასევე ჩემი განვლილი ცხოვრება, რომელიც სწორედ სპორტს უკავშირდება. გასული წლები ჩვენთვის ამ მიმართულებით ისტორიული შედეგების მომტანი იყო, რომელმაც გააერთიანა ქართველი ერი, სიხარული და წარმატება მოუტანა ჩვენს ქვეყანას. გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება. დღეს ვაჯილდოებთ 236 თბილისელ სპორტსმენს, რომლებმაც მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე განსაკუთრებული წარმატება მოიპოვეს. მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებმაც ისტორიაში პირველად დააფიქსირეს წარმატება ჩვენი ქვეყნის სახელით. ასევე ტრადიციულად, ჯილდოვდება ქალთა ხუთი და ამპუტანტ ფეხბურთელთა ერთი გუნდი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, თბილისის მერია სხვადასხვა პროგრამის სახით ხელს უწყობს და ახალისებს აღნიშნულ მიმართულებას, რადგან სპორტის განვითარება მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
„პირადად მე, ჩემი ყოველდღიური ცხოვრებით ვცდილობ, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივცე მოტივაცია, რათა ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავდნენ. არ არის აუცილებელი, ყველა პროფესიონალი სპორტსმენი იყოს, მაგრამ იცხოვრო სპორტულად, ჯანსაღი ცხოვრების წესით, ვფიქრობ, ეს, პირველ რიგში, ჩვენი ჯანმრთელობისთვის აუცილებელი წინაპირობაა. ამიტომ, მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხელი შევუწყოთ სპორტის ყველა სახეობას. მინდა, ხაზი გავუსვა ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებსაც და მადლობა გადავუხადო ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს, რომელიც ასევე სპორტის ძალიან დიდი ქომაგია. რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურული პროექტების, სხვადასხვა წამახალისებელი პროგრამების გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა მიგვეღო ის შედეგი, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში გვქონდა. ამიტომ ამ მიმართულებით მუშაობა უნდა განვაგრძოთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძემ სპორტსმენებს მადლობა გადაუხადა და მომდევნო წლებში კიდევ უფრო მეტი წარმატება უსურვა.
„მინდა, წარმატება გისურვოთ თითოეულ თქვენგანს. დარწმუნებული ვარ, მომდევნო წლები კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და კიდევ ბევრჯერ გაახარებთ ქართველ ხალხს. გახსოვდეთ, რომ თქვენი წარმატება არ არის მხოლოდ პირადი და თქვენი ოჯახების წარმატება. ეს არის ჩვენი ქვეყნის წარმატება. მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებთ. იცოდეთ, რომ ჩემი სახით გყავთ ძალიან დიდი გულშემატკივარი“, - მიმართა თბილისის მერმა სპორტსმენებს.
დღევანდელ ღონისძიებაზე გამარჯვებულები ხუთ ნომინაციაში გამოვლინდნენ. წლის საუკეთესო თბილისელი სპორტსმენი მამაკაცი სანდრო ბაზაძე გახდა, წლის საუკეთესო თბილისელი სპორტსმენი ქალი - ეთერ ლიპარტელიანი, წლის საუკეთესო თბილისელი პარასპორტსმენი მამაკაცი - გიორგი ქალდანი, წლის საუკეთესო თბილისელი პარასპორტსმენი ქალი - ნინო თიბილაშვილი, ხოლო წლის საუკეთესო პროექტად „თბილისის სასკოლო ლიგა“ დასახელდა.
წარმატებული თბილისელი სპორტსმენების დაჯილდოების ღონისძიება 2018 წლიდან იმართება. ამ დროის განმავლობაში თბილისის მერიამ 931 სპორტსმენი დააჯილდოვა. მიმდინარე წელს პროგრამის ბიუჯეტი 1 297 000 ლარს შეადგენს.
1769165076
ახალი ამბებიაჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა
აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის დირექტორი ნინო დოლიძე წარადგინა. ნინო დოლიძეს ახალგაზრდებთან მუშაობის, საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისა...
1769164995
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: სტრასბურგის სასამართლოს რომ დაენახა ამ საქმეში რაიმე ტიპის სერიოზული დარღვევა, „საიას“ მოთხოვნას დაუკმაყოფილებდა
„როდესაც სტრასბურგის სასამართლოში შეგაქვს საქმე, მინიმუმ უნდა არსებობდეს საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერა ამ საქმესთან დაკავშირებით, მით უმეტეს როცა ეს ეხება არჩევნების გაყალბებას“, - პარტია „ხალხ...
1769164800
საზოგადოებაპრემიერი სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად დაბალანსდეს ბიზნესისა და მოსახლეობის ინტერესები, გვინდა, ყველამ ერთად ვიზრუნოთ მოსახლეობის ინტერესებზე და მაქსიმალურად შევეცადოთ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ვიზ...
1769162614
ახალი ამბებიშინაგან საქმეთა მინისტრმა სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სასაზღვრო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, სა...
1769161870
მსოფლიოაშშ-ის ვაჭრობის მდივანი: რატომ აგზავნიან ევროპელები სამხედროებს გრენლანდიაში და არა უკრაინაში?
აშშ-ის ვაჭრობის მდივნის, ჰოვარდ ლუტნიკის განცხადებით, ევროპული ქვეყნების ნაწილის მიერ გრენლანდიაში საკუთარი სამხედროების გაგზავნის შესახებ მიღებულმა გადაწყვეტილებამ ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი...



























