კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე: თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა კამპანია სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებით და აღსრულებაშიც ჰქონდათ უკვე მოყვანილი
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ 2025 წლის 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს ჰქონდათ მიღებული დავალება და მიუხედავად ხელისუფლების არაერთი თხოვნისა და მოწოდებისა, დაიწყეს ამ დავალების შესრულება.
როგორც კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხისას განაცხადა, კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებსა და პოლიტიკოსებს თვეების განმავლობაში გაჩაღებული ჰქონდათ კამპანია ხელისუფლების დამხობის შესახებ.
„მთელი თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა კამპანია სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებით. კონკრეტული პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები საუბრობდნენ სახელმწიფო გადატრიალებაზე, ხელისუფლების დამხობაზე, შეიკრიბნენ და ამის განხორციელებაც დაიწყეს, უბრალოდ, შესაბამისმა სამსახურებმა იმოქმედეს ძალიან მაღალ პროფესიონალურ დონეზე და შეაჩერეს ეს მძიმე ფაქტი - სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რომელიც აღსრულებაში ჰქონდათ უკვე მოყვანილი.
ძალიან ბევრჯერ გავაკეთეთ განცხადებები, მაშინაც კი, როდესაც კამპანია ჰქონდათ გაჩაღებული და პირდაპირ საუბრობდნენ დამხობაზე, გადატრიალებაზე, ვთხოვდით, არ გადაედგათ ასეთი ნაბიჯი. არაერთხელ გამიკეთებია მეც განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით. ვთხოვდით, რომ ნუ გადადგამდნენ ისეთ ნაბიჯს, რომელიც, პირველ რიგში, მათთვის იქნებოდა დამაზიანებელი და ნუ ჩაიდენდნენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს. არ დაემორჩილნენ, მათ თავიანთი გზა ჰქონდათ, დავალება ჰქონდათ მიღებული, დაიწყეს ამ დავალების შესრულება და სახელმწიფო, რა თქმა უნდა, მოქმედებს კანონის ფარგლებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1769167132
ახალი ამბებისურსათის ეროვნულმა სააგენტომ Picot-ის იმპორტიორი სავალდებულო ინფორმირების წესის დარღვევისთვის დააჯარიმა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ Picot-ის იმპორტიორი სავალდებულო ინფორმირების წესის დარღვევისთვის დააჯარიმა. „ფრანგულმა მწარმოებელმა „ლაქტალის ნუტრიშენ სანტე“ (LNS), Picot-ის ბავშვთა კვების რძის პროდუქტებ...
1769166775
ახალი ამბებილევან ჟორჟოლიანი: სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან განვიხილეთ ფასწარმოქმნის ჯაჭვი საზღვრიდან დახლამდე, კომპანიები გამოხატავენ აბსოლუტურ მზაობას, რომ ვიმუშაოთ ფასების შემცირებაზე
სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეხვდა სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს, გამოითქვა მზაობა აქტიურ მუშაობასთან დაკავშირებით, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟ...
1769165076
ახალი ამბებიაჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა
აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის დირექტორი ნინო დოლიძე წარადგინა. ნინო დოლიძეს ახალგაზრდებთან მუშაობის, საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისა...
1769164995
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: სტრასბურგის სასამართლოს რომ დაენახა ამ საქმეში რაიმე ტიპის სერიოზული დარღვევა, „საიას“ მოთხოვნას დაუკმაყოფილებდა
„როდესაც სტრასბურგის სასამართლოში შეგაქვს საქმე, მინიმუმ უნდა არსებობდეს საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერა ამ საქმესთან დაკავშირებით, მით უმეტეს როცა ეს ეხება არჩევნების გაყალბებას“, - პარტია „ხალხ...
1769164800
საზოგადოებაპრემიერი სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად დაბალანსდეს ბიზნესისა და მოსახლეობის ინტერესები, გვინდა, ყველამ ერთად ვიზრუნოთ მოსახლეობის ინტერესებზე და მაქსიმალურად შევეცადოთ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ვიზ...



























