კახა კალაძე: უხვ ნალექს წერეთლისა და ჩოლოყაშვილის ახლად რეაბილიტირებულმა გზის მონაკვეთმა უპრობლემოდ გაუძლო, ერთადერთი იყო საბურავებით ამოვსებული სანიაღვრე სისტემა

თბილისის მერის განცხადებით, დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის მიუხედავად, ვაკეში, გიორგი წერეთლისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩებზე რეაბილიტირებულ კონკრეტულ მონაკვეთზე არანაირი დაზიანება არ მომხდარა - ერთადერთი იყო საბურავებითა და სამშენებლო მასალებით ამოვსებული სანიაღვრე სისტემა, რამაც გამოიწვია პატარა პრობლემა, რომელიც მოწესრიგებულია.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, გავრცელებული ინფორმაცია გზის ჩავარდნის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და მედიას ადგილზე არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა წარუდგინა.

„არანაირი გზის ჩავარდნა არ მომხდარა, ეს ტყუილი ინფორმაციაა. გარკვეული დაზიანება იყო, რაც გამოიწვია სამშენებლო ნაგვის ჩამოტანამ.

სხვათა შორის, გვაინტერესებდა, თუ რა იყო პრობლემა, გვქონდა კომუნიკაცია შესაბამის კომპანია GWP-სთან. მინდა გაჩვენოთ, იმ კონკრეტულ ადგილზე თუ როგორ იყო გადავსებული ჭა საბურავებით და სამშენებლო ნაგვით.

ეს იყო პრობლემა, რომელიც იმ კონკრეტულ მონაკვეთზე შეიქმნა. გაწმენდის სამუშაოები დაიწყო და ყველაფერი მოწესრიგდა, არანაირი პრობლემა არ არის. ძალიან დიდი ნალექი მოვიდა და აღნიშნულმა რეაბილიტირებულმა კონკრეტულმა გზის მონაკვეთმა - ჩოლოყაშვილმაც, წერეთელმაც და ვაკის სასაფლაოს წინ არსებულმა ტერიტორიამაც უპრობლემოდ გაუძლო. ერთადერთი იყო საბურავებით ამოვსებული სანიაღვრე სისტემა, რამაც გამოიწვია ის პრობლემა, რომელიც მოწესრიგებულია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1757598901

ახალი ამბები

„სიმდაბლის არ უნდა გვეშინოდეს, არამედ უნდა გვახსოვდეს, რა სიკეთეები მოაქვს მას ჩვენთვის“ - მეუფე შიოს ქადაგება

„სიმდაბლის არ უნდა გვეშინოდეს, არამედ უნდა გვახსოვდეს, რა სიკეთეები მოაქვს მას ჩვენთვის. ის აღგვამაღლებს აღგვამაღლებს წუთისოფლის მწუხარებებზე, ყოველგვარ მწუხარებაზე, ჩვენს პირად მწუხარებებზე და მოაქვს...

მეუფე შიო

1757597988

საზოგადოება

უსკოსთან ცესკოს თავმჯდომარის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე გიორ...

ცესკოს თავმჯდომარე

1757596447

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 11 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.6939 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6920 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...

ლარის კურსი

1757596365

ახალი ამბები

სუსმა მურთაზ ზოდელავა დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ლევან ხაბეიშვილთან ერთად, ოპოზიციონერი „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი მურთაზ ზოდელავა დააკავა. როგორც უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, დაკავებისა...

 მურთაზ ზოდელავა

1757595961

ახალი ამბები

სუსმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავა

სუსმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავა. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ საგანგებო ბრიფინგიდან გახდა ცნობილ, გამოძიება ჯუანშერ ბურჭულაძეს სამსახურებრივი უფლებამოსი...

ჯუანშერ ბურჭულაძე