რატი იონათამიშვილი: დღევანდელი დღე მაგალითია, რომ სახელმწიფო არის ძლიერი და ის საქმეები, რომელიც სუსის მიერ იქნა გახსნილი არის სახელმწიფო მნიშვნელობის და ეს არის ძალიან ძლიერი გზავნილი ჩვენი ქვეყნის შიდა თუ გარე მტრებისთვის

დღევანდელი დღე არის მაგალითი, რომ სახელმწიფო არის ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტებით და ის საქმეები, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ იქნა გახსნილი არის სახელმწიფო მნიშვნელობის სხვადასხვა მიმართულებით და ეს არის ძალიან ძლიერი გზავნილი ჩვენი ქვეყნის შიდა თუ გარე მტრებისთვის, ვისაც აქვს იმის მცდელობა, რომ ჩვენს ქვეყანაში გამოიწვიოს ნგრევა, ქაოსი განუკითხაობა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა, სუსის მიერ განხორციელებულ დაკავებებთან და ანტიტერორისტულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, რომელთა შესახებ დღეს, უწყებაში გამართულ საგანგებო ბრიფინგებზე გახდა ცნობილი.

მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები დგას თავის სიმაღლეზე და არავინ უნდა გაბედოს ქვეყნის წინააღმდეგ მტრული საქმიანობა.

„დღევანდელი დღე არის პასუხი ამ მცდელობებზე, რომ საქართველოს ღირსებას, საქართველოს სახელმწიფოებრიობას ვერავინ და ვერაფერი ვერ შეუქმნის საფრთხეს. მინდა მადლობა გადავუხადო მამუკა მდინარაძეს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, ვინც ამ საქმეებზე მუშაობდა. ჩვენ ვნახეთ სხვადასხვა მიმართულებით გახსნილი საქმეები, იქნება ეს კორუფციის თვალსაზრისით და აქ რა თქმა უნდა ჩვენი სახელმწიფო არის უკომპრომისო. იქნება ეს ანტიტერორისტული მიმართულებით და ჩვენ ვნახეთ, რომ ტროტილზე ძლიერი ასაფეთქებელი ნივთიერებები, საკმაოდ დიდი ოდენობის იყო დაკავებული, რომელმაც რამდენიმე ქვეყნის საზღვარი გაიარა. აქ ფიგურირებს უკრაინაც და უკრაინის მოქალაქეები არიან დაკავებულები და ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ მომავალშიც არავის არ ჰქონდეს იგივე მცდელობა, რომ საქართველო ტერორისტული საქმიანობის პოლიგონად აქციოს. ამიტომ ეს არის განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმე. ასევე, ვნახეთ „ანიტას“ მრევლის საქმეც, სადაც პირდაპირ საჯარო სივრცეში იყო მოწოდება ქრთამის მიცემასთან დაკავშირებით და ეს ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლებით.

ერთობლიობაში, რომ ავიღოთ ეს მიმართულებები სწორედაც, რომ არის გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გამტკიცებისთვის. სწორედ ამ დაპირებით მოვიდა მამუკა მდინარაძე უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ პოზიციაზე და ვხედავთ, რომ სულ ორი კვირა არის გასული და კონკრეტული შედეგები დაიდო ამ მიმართულებით“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს სუსში რამდენიმე საგანგებო ბრიფინგი გაიმართა საიდანაც გახდა ცნობილი დაკავებების და ანტიტერორისტული სპეცოპერაციის თაობაზე.

მათ შორის სუსმა უკრაინის მოქალაქეები დააკავა, რომლებსაც საქართველოში ტროტილზე ძლიერი ასაფეთქებელი ნივთიერება, 2.4 კგ „ჰექსოგენი“ შემოჰქონდათ.

ასევე, სუსმა ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ფაქტზე დააკავა ლევან ხაბეიშვილი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ლევან ხაბეიშვილთან ერთად, ოპოზიციონერი, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი მურთაზ ზოდელავა დააკავა.

დაკავებულია ასევე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართული საგანგებო ბრიფინგიდან გახდა ცნობილი, გამოძიება ჯუანშერ ბურჭულაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1757599645

საზოგადოება

სუსი: ჯუანშერ ბურჭულაძემ დაკავებისას განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ კვადროციკლიდან გადმოვარდა და ტვინის მსუბუქი შერყევა მიიღო, შესაბამისად, ანტიკორუფციული სააგენტო თავს იკავებს დაკავების კადრების გავრცელებისგან

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ გაუვრცელებია თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავების კადრები. „ქრონიკამ“ ამ კადრებთან დაკავშირებით უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს მი...

ზოგადი

1757599528

საზოგადოება

რატი იონათამიშვილი: ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა საქართველოში თვიდან თვემდე იზრდება. ჩვენი საზოგადოება ძალიან სწორად აფასებს, რომ „ქართული ოცნება“ ერთადერთი ეროვნული და პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური გუნდია

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილმა GORBI-ს ბოლო კვლევის შედეგები შეაფასა. ამ თემაზე მან „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა. „ფაქტია, რომ „ქართული ოცნ...

რატი იონათამიშვილი

1757598901

ახალი ამბები

„სიმდაბლის არ უნდა გვეშინოდეს, არამედ უნდა გვახსოვდეს, რა სიკეთეები მოაქვს მას ჩვენთვის“ - მეუფე შიოს ქადაგება

„სიმდაბლის არ უნდა გვეშინოდეს, არამედ უნდა გვახსოვდეს, რა სიკეთეები მოაქვს მას ჩვენთვის. ის აღგვამაღლებს აღგვამაღლებს წუთისოფლის მწუხარებებზე, ყოველგვარ მწუხარებაზე, ჩვენს პირად მწუხარებებზე და მოაქვს...

მეუფე შიო

1757597988

საზოგადოება

უსკოსთან ცესკოს თავმჯდომარის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე გიორ...

ცესკოს თავმჯდომარე

1757596447

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 11 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.6939 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6920 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...

ლარის კურსი