„სიმდაბლის არ უნდა გვეშინოდეს, არამედ უნდა გვახსოვდეს, რა სიკეთეები მოაქვს მას ჩვენთვის“ - მეუფე შიოს ქადაგება

„სიმდაბლის არ უნდა გვეშინოდეს, არამედ უნდა გვახსოვდეს, რა სიკეთეები მოაქვს მას ჩვენთვის. ის აღგვამაღლებს აღგვამაღლებს წუთისოფლის მწუხარებებზე, ყოველგვარ მწუხარებაზე, ჩვენს პირად მწუხარებებზე და მოაქვს სიხარული სულიწმინდაში, რაც არის ცათა სასუფევლის ნეტარების საწყისი ამ ჩვენს მიწიურ ცხოვრებაში“, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

დღეს წმინდა ეკლესია იხსენიებს და ადიდებს წმინდა დიდებულ წინასწარმეტყველს, წინამორბედსა და ნათლისმცემელ იოანეს, მის მოწამებრივ აღსასრულს, როცა იგი გადავიდა სხვა ცხოვრებაში, მარადიულ ცხოვრებაში. ამ მოვლენას ვზეიმობთ, რადგან შევიძინეთ განსაკუთრებული და საოცარი შუამდგომელი და მეოხი ღვთის წინაშე, რომელზეც უფალი ამბობდა, რომ იგი არის უმეტესი ნაშობთა შორის დედათასა (მთ. 11, 11).

წმინდა იოანე ნათლისმცემელს წმინდა ეკლესია ადიდებს და ახსენებს უშუალოდ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შემდეგ. ხშირად მათ ერთადაც აყენებს, ერთად გამოსახავს.

თითქმის არ არსებობს მართლმადიდებლური ტაძარი, სადაც არ არის ხატი, რომელსაც ეწოდება „დეისუსი“, რაც ნიშნავს ვედრებას, შუამდგომლობას. მასზე გამოსახულია უფალი იესო ქრისტე, მისგან მარჯვნივ - ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, მარცხნივ კი - წმინდა წინასწარმეტყველი, წინამორბედი იოანე ნათლისმცემელი. ისინი ევედრებიან მაცხოვარს მთელი მსოფლიოსა და ყოველი ჩვენგანისთვის.

ამრიგად, ჩვენი იკონოგრაფიაც, საეკლესიო მსახურების წეს-განგებაც ცხადყოფენ მათ სიახლოვეს და ეს სიახლოვე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

რაში მდგომარეობს ეს სიახლოვე, ძვირფასო ძმებო და დებო? განა მხოლოდ ხორციელ ნათესაობაში, რომელიც მათ შორის იყო? - არა. პირველ ყოვლისა, მათ აახლოებს სულიერი ღვაწლის მსგავსება. თქვენ გახსოვთ, ეს ღვაწლი არის თავგანწირული სიყვარული ღვთისადმი.

როდესაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს გამოეცხადა მთავარანგელოზი და მისი განსაკუთრებული მისია აუწყა, დედა ღვთისმშობელმა მიუგო: „აჰა, მხევალი ღვთისა“ (ლკ. 1, 38). მსგავსი რამ თქვა წმინდა იოანე ნათლისმცემელმაც მაცხოვართან მიმართებით: ის უნდა აღორძინდეს, მე კი უნდა დავკნინდე. ის ჩემ შემდეგ მოდის, მაგრამ მისი ფეხსაცმლის თასმის შეხსნის ღირსიც კი არ ვარო. ასეთი სიმდაბლის მაგალითი მოგვცა თვით უფალმა იესო ქრისტემ, „რომელმაც ხატი მონისა მიიღო“ (ფილ. 2, 7), - როგორც წერს პავლე მოციქული.

მაშასადამე, აი, რა აახლოებს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელსა და წმინდა იოანე ნათლისმცემელს ერთმანეთთან და უფალთან, ეს არის სიმდაბლის უმაღლესი საზომი - სრულყოფილი სიმდაბლე, რაც არის ღვთისადმი თავგანწირული სიყვარული.

სიმდაბლის ღვაწლი ძალიან ძნელია. ხშირად ვღიზიანდებით, გვაღიზიანებს რაღაც წვრილმანები, ვმრისხანებთ, განვიკითხავთ, დამდაბლება თავისა არ შეგვიძლია, ხშირად არც გვინდა. რთული ღვაწლია სიმდაბლე, ის მოითხოვს ჩვენგან გარკვეული მწუხარების გავლას, იმდენად რთულია ეს ჭიდილი საკუთარ დაცემულ ბუნებასა და ეგოიზმთან, მაგრამ თუ ჯეროვნად ვიმდაბლებთ თავს, ამ გზას ჯეროვნად გავდივართ ქრისტეს გულისთვის, მაშინ ასე ვფიქრობთ: სიმდაბლის ფუძემდებელი თვით უფალი იესო ქრისტეა, მე კიდევ მინდა, რაღაცით მივბაძო ამაში უფალს, დედა ღვთისმშობელს, წმინდა იოანე ნათლისმცემელს. ე. ი. ძალისხმევას უნდა მივმართო, რომ ვისწავლო ეს მთავარი სათნოება. და საკმარისია ასე ვიფიქროთ, ეს გავაკეთოთ, ასეთი ძალისხმევის სანაცვლოდ მოდის მადლის შეწევნა და სიხარული სულიწმინდაში, ამ მადლს მოაქვს ეს სიხარული.

ეს ის სიხარულია, ძვირფასო ძმებო და დებო, რომელზეც თქვა თავად იოანე ნათლისმცემელმა: „მე ვარ მეგობარი სიძისა, სიძის მეგობარი კი ხარობს სიხარულით, სიძის ხმის გაგონებისას და ეს სიხარული დღეს აღსრულდა ჩემი“ (ინ. 3, 29). აი, რა სიხარულია ეს. ეს ის სიხარულია, რომელსაც, როგორც გვასწავლის უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ვერავინ წაგვართმევს და არ არსებობს უფრო აღმატებული რამ, ვიდრე სიხარული სულიწმინდაში, რომელიც მოაქვს ჩვენთვის მხოლოდ სიმდაბლის ღვაწლს. ამიტომ არ უნდა გვეშინოდეს.

მართალია, ეს რთული ღვაწლია, მაგრამ სიმდაბლის არ უნდა გვეშინოდეს, არამედ უნდა გვახსოვდეს, რა სიკეთეები მოაქვს მას ჩვენთვის. ის აღგვამაღლებს ამ წუთისოფელზე, აღგვამაღლებს წუთისოფლის მწუხარებებზე, ყოველგვარ მწუხარებაზე, ჩვენს პირად მწუხარებებზე და მოაქვს სიხარული სულიწმინდაში, რაც არის ცათა სასუფევლის ნეტარების საწყისი ამ ჩვენს მიწიურ ცხოვრებაში.

ამ სიმდაბლის ღვაწლს, ძვირფასო ძმებო და დებო, ეს ცხოვრება ყოველდღიურად მოითხოვს ჩვენგან და დღეს ვევედროთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, წმინდა იოანე ნათლისმცემელს, რომ შეგვეწიონ ამ გზით სიარულში.

კიდევ ერთხელ გილოცავთ წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღესასწაულს. წმინდა იოანე ნათლისმცემლის ლოცვით ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ და გაგახაროთ. ამინ“, - აცხადებს მეუფე შიო. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1757599645

საზოგადოება

სუსი: ჯუანშერ ბურჭულაძემ დაკავებისას განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ კვადროციკლიდან გადმოვარდა და ტვინის მსუბუქი შერყევა მიიღო, შესაბამისად, ანტიკორუფციული სააგენტო თავს იკავებს დაკავების კადრების გავრცელებისგან

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ გაუვრცელებია თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავების კადრები. „ქრონიკამ“ ამ კადრებთან დაკავშირებით უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს მი...

ზოგადი

1757599594

საზოგადოება

რატი იონათამიშვილი: დღევანდელი დღე მაგალითია, რომ სახელმწიფო არის ძლიერი და ის საქმეები, რომელიც სუსის მიერ იქნა გახსნილი არის სახელმწიფო მნიშვნელობის და ეს არის ძალიან ძლიერი გზავნილი ჩვენი ქვეყნის შიდა თუ გარე მტრებისთვის

დღევანდელი დღე არის მაგალითი, რომ სახელმწიფო არის ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტებით და ის საქმეები, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ იქნა გახსნილი არის სახელმწიფო მნიშვნ...

 რატი იონათამიშვილი

1757599528

საზოგადოება

რატი იონათამიშვილი: ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა საქართველოში თვიდან თვემდე იზრდება. ჩვენი საზოგადოება ძალიან სწორად აფასებს, რომ „ქართული ოცნება“ ერთადერთი ეროვნული და პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური გუნდია

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილმა GORBI-ს ბოლო კვლევის შედეგები შეაფასა. ამ თემაზე მან „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა. „ფაქტია, რომ „ქართული ოცნ...

რატი იონათამიშვილი

1757597988

საზოგადოება

უსკოსთან ცესკოს თავმჯდომარის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე გიორ...

ცესკოს თავმჯდომარე

1757596447

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 11 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.6939 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6920 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...

ლარის კურსი