რატი იონათამიშვილი „მეგობარ აქტზე“: საბოლოო ჯამში საქართველოს დასმენის აქტი მათ დაამთავრეს იმით, რომ თვითონვე აღიარეს, რომ „მეგობარი აქტს“, რომელიც საქართველოსადმი მტრული აქტია სინამდვილეში, არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია და ის ჩავარდა

ძალიან მძიმე დღეები ჰქონდათ ჩვენი ქვეყნის მტრებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ჩვენ ვნახეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან ქვეყნის შიგნით გატარებული ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დონის საქმეები და ასევე ვნახეთ ქვეყნის გარეთ სრული კრახი იმ „დიფ სთეითის“ აგენტურის, რომლებიც შეკრებილი იყვნენ ვაშინგტონში და საქართველოს დასმენას ცდილობდნენ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ე.წ. „მეგობარ აქტზე“ საუბრისას ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.
„საბოლოო ჯამში საქართველოს დასმენის აქტი მათ დაამთავრეს იმით, რომ თვითონვე აღიარეს, რომ „მეგობარი აქტს“, რომელიც საქართველოსადმი მტრული აქტია სინამდვილეში, არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია და ის ჩავარდა. კონკრეტულად თქვეს ზუსტად იმ ადამიანებმა, ვინც საქართველოს წინააღმდეგ ამ „დიფ სთეითის“ აგენტურულ ქსელს წარმოადგენენ. იქ საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობა ცალკე შეფასდება ჩვენი საზოგადოების და ისტორიის მხრიდან, როგორც ღალატი ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ.
ამ აქტის ჩავარდნა არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იმისა, რომ გადატვირთვის პოლიტიკას წინ საბოლოო ჯამში არაფერი აღუდგება და ხელს ვერაფერი შეუშლის. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გადატვირთა თანაბრად სჭირდება, როგორც საქართველოს, ასევე აშშ-ს“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
1757599594
საზოგადოებარატი იონათამიშვილი: დღევანდელი დღე მაგალითია, რომ სახელმწიფო არის ძლიერი და ის საქმეები, რომელიც სუსის მიერ იქნა გახსნილი არის სახელმწიფო მნიშვნელობის და ეს არის ძალიან ძლიერი გზავნილი ჩვენი ქვეყნის შიდა თუ გარე მტრებისთვის
დღევანდელი დღე არის მაგალითი, რომ სახელმწიფო არის ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტებით და ის საქმეები, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ იქნა გახსნილი არის სახელმწიფო მნიშვნ...
1757599528
საზოგადოებარატი იონათამიშვილი: ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა საქართველოში თვიდან თვემდე იზრდება. ჩვენი საზოგადოება ძალიან სწორად აფასებს, რომ „ქართული ოცნება“ ერთადერთი ეროვნული და პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური გუნდია
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილმა GORBI-ს ბოლო კვლევის შედეგები შეაფასა. ამ თემაზე მან „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა. „ფაქტია, რომ „ქართული ოცნ...
1757598901
ახალი ამბები„სიმდაბლის არ უნდა გვეშინოდეს, არამედ უნდა გვახსოვდეს, რა სიკეთეები მოაქვს მას ჩვენთვის“ - მეუფე შიოს ქადაგება
„სიმდაბლის არ უნდა გვეშინოდეს, არამედ უნდა გვახსოვდეს, რა სიკეთეები მოაქვს მას ჩვენთვის. ის აღგვამაღლებს აღგვამაღლებს წუთისოფლის მწუხარებებზე, ყოველგვარ მწუხარებაზე, ჩვენს პირად მწუხარებებზე და მოაქვს...
1757597988
საზოგადოებაუსკოსთან ცესკოს თავმჯდომარის სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე გიორ...
1757596447
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 11 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.6939 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6920 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...