კახა კალაძე USAID-ის ფაილებზე: დადასტურდა ის, რაზეც ვსაუბრობდით - წლების განმავლობაში ასეულობით მილიონი იხარჯებოდა, რომ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება მოეწყოთ

„აშშ-ის წინა ადმინისტრაცია მტრულად იყო განწყობილი ქართული სახელმწიფოს მიმართ და მათ მიერ მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებები, იყო არასამართლიანი“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ USAID-ის
ფაილებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია შეაფასა.

მისი თქმით, გავრცელებული მასალებით დადასტურდა ის რეალობა, რაზეც საუბარი ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარეობდა.

„პირველ რიგში, დადასტურდა ის, რაზეც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ვსაუბრობდით და გარკვეული ადამიანების ჯგუფებს არ სჯეროდათ. სიუჟეტებს უძღვნიდნენ, გადაცემებს აკეთებდნენ, რომ ეს თითქოს ტყუილი იყო, ჩვენ ვიგონებდით. არა, ეს იყო სამწუხარო რეალობა.

წლების განმავლობაში ასეულობით მილიონი იხარჯებოდა ამერიკის შეერთებული შტატების ორგანიზაციების მხრიდან, რომ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება და რევოლუცია მოეწყოთ. არა მხოლოდ ამერიკული ორგანიზაციები, ევროპული ორგანიზაციებიც შემჩნეული არიან ამ პროცესში და უშუალოდ ჩართულები იყვნენ საზოგადოების პოლარიზაციაში, საზოგადოების ერთმანეთთან დაპირისპირებაში, ექსტრემისტული ორგანიზაციების შექმნაში. კონკრეტული ელჩები გამოდიოდნენ და პირდაპირ, თუნდაც განცხადებებით, თუნდაც არდაგმობით ხელს უწყობდნენ იმას, რომ 4 ოქტომბერს სახელმწიფო გადატრიალება მოეწყო იმ ჯგუფს, რომელიც დღეს დამნაშავეა და ციხეში ზის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული პროცესები წარმოადგენს დანაშაულს, რომელშიც ადგილობრივი აქტორები მონაწილეობდნენ.

„ეს ძალიან სამწუხაროა და ძალიან მძიმეა. ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალი, ჩადენილი კონკრეტული ორგანიზაციების მხრიდან. რა თქმა უნდა, თანამონაწილე იყო ადგილობრივი აგენტურა, რომლის შექმნაშიც ძალიან დიდი თანხები დაიხარჯა წლების განმავლობაში. ამ აგენტურის გამოყენებით ჯერ ხან ჟურნალისტებს იყენებდნენ, ხან ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს, ვითომ ექსპერტებს და ა.შ.

ასევე, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაცია, რა თქმა უნდა, მტრულად იყო განწყობილი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, იმიტომ, რომ განცხადებები, რასაც ვისმენდით, ისკონკრეტული გადაწყვეტილებები, რაც იქნა მიღებული წინა ადმინისტრაციის პირობებში, იყო არასამართლიანი და აჩვენებდა იმას, რომ ჰქონდათ მტრული დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს იყო სამწუხარორეალობა“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795758546

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი: არ ყოფილა მომენტი 2004 წლიდან 2012 წლამდე, რომ სააკაშვილს ლანძღვა-გინების გარდა, რაიმე კონკრეტული ნაბიჯი გადაედგას ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად

„ჩვენ არაერთხელ მივუთითებდით, რომ ქვეყანას თავისი ინტერესი აქვს და არავითარი პრორუსულობა, ან პროევროპელობა არაფერ შუაში არ არის“, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ. ვოლსკი...

გია ვოლსკი

1795756546

ახალი ამბები

ბათუმში განვითარებული მოვლენების ფონზე, სამართალდამცველებმა 16 პირი დააკავეს, ფეხბურთის გულშემატკივართა მხრიდან ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავებულია შსს-ს 3 თანამშრომელი - შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩთან დაკავშირებით მომხდარ დაპირისპირებაზე განცხადებას ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფ...

შსს  შსს შსს

1795756491

ახალი ამბები

ნინო წილოსანი USAID-ზე: ამ სამარცხვინო, ანტიდემოკრატიულ ქსელზე გაცილებით ადრე დავიწყეთ საუბარი, ვიდრე ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან იყო ეს გასაჯაროებული

USAID-ის გასაჯაროებულ დოკუმენტებზე, ხელისუფლებაში შეფასებები კეთდება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ გავრცელებულმა ფაილებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რასაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება წლების განმა...

ნინო წილოსანი

1795755052

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

27 ნოემბერს ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +16 და ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა მოსალოდნ...

ამინდი ამინდი

1795726380

მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: არ გვაქვს არანაირი განზრახვა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი ლიბიამდე ან სხვა რომელიმე ქვეყნამდე გავავრცელოთ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ ბენღაზის მახლობლად ორ რუსულ გემზე განხორციელებული თავდასხმით კიევი რუსეთთან ომის ლიბიის სანაპირომდე გავრცელებას არ ცდილობდა. სოციალურ...

ანდრეი სიბიგა