თენგიზ შარმანაშვილი: რუსების პოზიცია რბილად რომ ვთქვათ, ალოგიკურია - დავასანქცირებ, არ მივცემ საშუალებას, რომ თავისუფლად ივაჭრონ, შევავიწროვებ დასაბუთების გარეშე და მოდი, ამის ფონზე, უნივერსიტეტებმა იმეგობრონ

„ქართული ოცნების“ დეპუტატის თენგიზ შარმანაშვილის შეფასებით, ზურაბაშვილი-გალუზინის მინსკში გამართული პირველი შეხვედრის შემდეგ, რუსული მხარის პოზიცია ალოგიკურია.

შარმანაშვილი მიიჩნევს, რომ ერთი მხრივ, დასაბუთების გარეშე ქართული ღვინის დასანქცირება და ამ ფონზე, უნივერსიტეტებს შორის მეგობრობის შეთავაზება, მხოლოდ ოპოზიციას გამოადგება პიარისთვის.

„რუსების პოზიცია ყველამ ვნახეთ, ეს, რბილად რომ ვთქვათ ძალიან ალოგიკური პოზიციაა - დავასანქცირებ, არ მივცემ საშუალებას რომ თავისუფლად ივაჭრონ ჩემს ქვეყანაში და ეკონომიკური საქმიანობა გასწიონ, შევავიწროვებ დასაბუთების გარეშე, კონკრეტულ, რეალურ დასაბუთებას არ მოვიტან - უბრალოდ ვიტყვი რაღაც ფრაზას, დასაბუთების გარეშე და მოდი, ამის ფონზე, უნივერსიტეტებმა იმეგობრონ. ასეთი ტიპის ნარატივი, შეიძლება მართლაც გამოადგეს აგენტურულ ოპოზიციას, რომ თავისი პიარი დააფუძნონ, თორემ, რაიმე სერიოზული ლაპარაკი ამ ვითარებაში, ამ ფონზე, არის ყოვლად წარმოუდგენელი“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795758546

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი: არ ყოფილა მომენტი 2004 წლიდან 2012 წლამდე, რომ სააკაშვილს ლანძღვა-გინების გარდა, რაიმე კონკრეტული ნაბიჯი გადაედგას ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად

„ჩვენ არაერთხელ მივუთითებდით, რომ ქვეყანას თავისი ინტერესი აქვს და არავითარი პრორუსულობა, ან პროევროპელობა არაფერ შუაში არ არის“, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ. ვოლსკი...

გია ვოლსკი

1795756546

ახალი ამბები

ბათუმში განვითარებული მოვლენების ფონზე, სამართალდამცველებმა 16 პირი დააკავეს, ფეხბურთის გულშემატკივართა მხრიდან ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავებულია შსს-ს 3 თანამშრომელი - შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩთან დაკავშირებით მომხდარ დაპირისპირებაზე განცხადებას ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფ...

შსს  შსს შსს

1795756491

ახალი ამბები

ნინო წილოსანი USAID-ზე: ამ სამარცხვინო, ანტიდემოკრატიულ ქსელზე გაცილებით ადრე დავიწყეთ საუბარი, ვიდრე ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან იყო ეს გასაჯაროებული

USAID-ის გასაჯაროებულ დოკუმენტებზე, ხელისუფლებაში შეფასებები კეთდება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ გავრცელებულმა ფაილებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რასაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება წლების განმა...

ნინო წილოსანი

1795755052

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

27 ნოემბერს ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +16 და ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა მოსალოდნ...

ამინდი ამინდი

1795726380

მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: არ გვაქვს არანაირი განზრახვა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი ლიბიამდე ან სხვა რომელიმე ქვეყნამდე გავავრცელოთ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ ბენღაზის მახლობლად ორ რუსულ გემზე განხორციელებული თავდასხმით კიევი რუსეთთან ომის ლიბიის სანაპირომდე გავრცელებას არ ცდილობდა. სოციალურ...

ანდრეი სიბიგა