კახა კალაძე: რუსული მხარე ერთი მხრივ გვეუბნება, ქართული ღვინის შეტანა უნდა აიკრძალოს, მეორე მხრივ გვეუბნება, უნივერსიტეტებმა იმეგობრონ - ეს ხომ ალოგიკურია და ამ ტიპის ქმედებები აძლიერებს უსამშობლო აგენტურულ ქსელს
კიდევ ერთხელ ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, რას გვეუბნება რუსული მხარე, რომ ქართული ღვინო არ უნდა გაიყიდოს რუსეთში, უნდა იყოს სანქცირებული, თუმცა არ არის არგუმენტები და ახსნა-განმარტება რატომ, პრობლემა რა არის, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, ქალაქ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრის შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, რუსული მხარისგან ერთი მხრივ, ქართული ღვინის სანქცირება და მეორე მხრივ, უნივერსიტეტების დამეგობრებაზე საუბარი, ალოგიკური, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია და აძლიერებს ოპოზიციას. დედაქალაქის მერმა გამოთქვა იმედი, რომ ამგვარ ქმედებებს შეფასებები და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
"ერთი მხრივ გვეუბნებიან, რომ ქართული ღვინის შეტანა უნდა აიკრძალოს და მეორე მხრივ გვეუბნებიან, რომ უნივერსიტეტებმა იმეგობრონ. ეს ხომ ალოგიკურია, ვისაც შეუძლია ანალიზის გაკეთება, ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ რა თქმა უნდა, ეს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია და ამ ამ ტიპის ქმედებები აძლიერებს ამ უსამშობლო აგენტურულ ქსელს, რომელიც დღეს საქართველოში ოპოზიციის სახით არის წარმოდგენილი. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამას მოჰყვება შეფასებები და მოჰყვება ასევე შესაბამისი რეაგირება," - განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
1795755052
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
27 ნოემბერს ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +16 და ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა მოსალოდნ...
1795726380
მსოფლიოუკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: არ გვაქვს არანაირი განზრახვა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი ლიბიამდე ან სხვა რომელიმე ქვეყნამდე გავავრცელოთ
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ ბენღაზის მახლობლად ორ რუსულ გემზე განხორციელებული თავდასხმით კიევი რუსეთთან ომის ლიბიის სანაპირომდე გავრცელებას არ ცდილობდა. სოციალურ...
1795725177
სპორტისაქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საბერძნეთი დაამარცხა
2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა გასვლაზე საბერძნეთი 88-92 დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა! მატჩს საოცრად დრამატული დასასრული ჰქო...
1795724473
საზოგადოებაგია ვოლსკი: ევროპა გინდა და გამოხვიდე და მაშხალები ისროლო, ეს არ არის ევროპა და მეორეც, ძალიან ანტიქართულია
ევროპა გინდა და გამოხვიდე და მაშხალები ისროლო, ეს არ არის ევროპა და მეორეც, ძალიან ანტიქართულია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ. მისივე...
1795723488
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი: რა არის დემოკრატია, რომ ვიღაც იუკნევიჩიენემ გიკარნახოს, როგორ მოიქცე?
რა არის დემოკრატია, რომ ვიღაც იუკნევიჩიენემ გიკარნახოს, როგორ მოიქცე? - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ. მისივე თქმით, უცხოელ პოლიტიკოსებს...





























